თოჯინები, რომლებიც პლასტიკით გადმოსცემენ ხასიათს
font-large font-small
თოჯინები, რომლებიც პლასტიკით გადმოსცემენ ხასიათს
"ყველაზე აქტიური მომხმარებელი ბროშ თოჯინებს ჰყავს"

60 წლის ნანა ბეიტრიშვილი სხვადასხვა ბუნებრივი მასალისგან კომპოზიციებს ქმნის და ასევე, ულამაზეს მინიატიურულ თოჯინებსაც ამზადებს. თოჯინებს სამკაულის დანიშნულება აქვს და არაერთი ქალბატონის გარდერობსა თუ ჩაცმულობას ამშვენებს. იმის შესახებ, პროფესიით ექიმს რატომ გაუჩნდა მეთოჯინეობის სურვილი, თავად გვიამბობს.


- ბავშვობაში ბევრი რამ მეხერხებოდა და სულ ვჩხირკედელაობდი. მახსოვს, კვერცხის ნაჭუჭისა და პლასტილინისგან ჩაის სერვიზი გავაკეთე, თოჯინებს ტანსაცმელს ვუკერავდი, ვარცხნილობასაც თვითონ ვურჩევდი. ჩემი შეკერილი ტანსაცმელი თვითონაც ხშირად მეცვა, ჩემს დამზადებულ სამკაულებსაც ვატარებდი, ფეხსაცმელიც კი გადამიკეთებია. ახალგაზრდობაში საყურეებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს ვაწყობდი და ვყიდდი. ყველა საქმიანობაში თვითნასწავლი ვარ, სამედიცინო ინსტიტუტის გარდა სხვა არაფერი დამიმთავრებია. პროფესიით ექიმმა-პედიატრმა მალევე ვუღალატე ჩემს საქმიანობას. 3 წელი სასწრაფო დახმარების ექიმად ვმუშაობდი. მერე გავთხოვდი და მეორე ბავშვზე დეკრეტულ შვებულებაში გასვლის შემდეგ, სამსახურში აღარ დავბრუნებულვარ. ყოველთვის ხელოვნებისკენ მიმიწევდა გული. 3 შვილი მეყოლა და როცა ისინი წამოვზარდე, გალობა ვისწავლე და ტაძარში ვგალობდი. კერძო სკოლაშიც ვმუშაობდი ჯერ გალობის და მერე - ხელოვნების მასწავლებლად. 7 წელი ვიმუშავე პედაგოგად და როცა სკოლა დაიხურა, მეთოჯინეობით დავინტერესდი. ჩემს ახლობელთან ვნახე მეტალისგან ჩამოსხმული გულსაკიდი თოჯინა და სურვილი გამიჩნდა, ისევ ძველ საქმეს, ქსოვილსა და მძივს დავბრუნებოდი. იმაზე დავიწყე ფიქრი, რით შემექმნა ხელი, რით - ფეხი, თავი და ა.შ. ტანი და ხელ-ფეხი მძივებისგან გავაკეთე, კაბა - ქსოვილისგან და ისე დავხვეწე თანდათან ტექნიკა, რომ არავინ დამხმარებია.
GzaPress
- რა მასალას იყენებთ თოჯინების დასამზადებლად ან რით არიან გამორჩეულები თქვენი თოჯინები?
- ჩემს თოჯინებს სახე არ აქვთ, ხასიათს გადმოსცემენ პლასტიკით. ის არის ჩემი იარაღი მათი გრძნობების უკეთ გადმოსაცემად და მგონი, გამომდის კიდეც - ხშირად აღნიშნავენ, ესა თუ ის თოჯინა როგორი მორიდებულია, პრანჭიკელაა ან როგორი თამამია. ძირითადად, თოჯინა გულსაბნევებზე ვმუშაობ. გარდა ამისა, მაქვს ბრელოკი და თმის სამაგრი თოჯინები, ასევე, თოჯინები სადგამით. ზაფხულობით, ზღვაზე თეთრ ბრტყელ ქვებს ვეძებ და ჩამომაქვს, ვაფორმებ და მასზე ვამაგრებ. ვიყენებ ხავერდს, მაქმანს თმისთვის, მეტალს, შუშის მძივებს და ნატურალურ ტყავს, რომელსაც სპეციალურად ვამუშავებ. ყველაზე აქტიური მომხმარებელი ბროშ თოჯინებს ჰყავს, განსაკუთრებით კი ლურჯი ფერის თოჯინაა პოპულარული, "ჩუმი ლიდერი" დავარქვი. მომხმარებლებში ემიგრანტები და უცხოელი ქალბატონებიც არიან, ძირითადად, 40 წელს გადაცილებულები. მიხარია, ჩემს ნაკეთობებს რომ ირჩევენ, ყველა ქალში ცხოვრობს პატარა, ცელქი გოგო და ალბათ ამიტომაც მოსწონთ თოჯინები. პატარები დედებისა ან მასწავლებლებისთვის არჩევენ საჩუქრებად, თვითონ კი "ბრელოკები" უფრო მოსწონთ. მიმდევრებიც გამომიჩნდნენ, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ არ დააკოპირებენ და რაღაც ახალს შემატებენ.
- ფოთლებით ვხატავო, მითხარით.
- კოლაჟებს სხვადასხვა თემაზე ვაკეთებ და ვიყენებ ყველაფერს, რაც ხელში მომხვდება - ნაყინის ჩხირებს, ფოთლებს, თესლებს, ქვებს, ხავსს და სხვა ბუნებრივ მასალას. მერე აუცილებლად ვფარავ სპეციალური წებოთი და მინით, ჩრჩილმა რომ არ დააზიანოს.
GzaPress
- როგორც ვიცი, გამოფენებშიც აქტიურად მონაწილეობთ.
- კულტურის ინსტიტუტში მქონდა პირველი გამოფენა. ჩემი ნამუშევრები საზღვარგარეთაც მაქვს გაგზავნილი. შარშან, სექტემბერში, თოჯინების გამოფენა მოეწყო ფოლკლორის ცენტრში და ჩემმა თოჯინებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. ნოემბერში თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზეც ვმონაწილეობდი. გამოფენაზე ძირითადად სადგამიანი თოჯინები გამაქვს ხოლმე, რადგან უფრო დახვეწილი ნამუშევრებია, ვიდრე ბროშები. გაზაფხულზეც ვგეგმავდით კიდევ ერთ გამოფენას, მაგრამ კორონას გამო გეგმები ჩაგვეშალა. ბედნიერი ვარ, რომ თოჯინებმა ჩემს ცხოვრებაში ახალი სამყარო შექმნეს. ყოველთვის ვცდილობ, მუშაობისას ცუდ განწყობაზე არ ვიყო და არ ვიფიქრო ნეგატიურზე - თოჯინით ხომ ჩემი ენერგიის თუნდაც მცირე ნაწილი ადამიანებამდე მიდის და ისინი ყველაფერს გრძნობენ...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.