"სელფებსა და მაკიაჟის კეთებაში შეჯიბრებას სჯობს, წიგნების კითხვაში შევეჯიბროთ"
font-large font-small
"სელფებსა და მაკიაჟის კეთებაში შეჯიბრებას სჯობს, წიგნების კითხვაში შევეჯიბროთ"
"ფსიქოლოგიური მასალებით და ეზოტერიკით დავინტერესდი"

თათა გიორგობიანი ემოციური ადამიანია, თუმცა სოციალურ ქსელში ემოციების გამოხატვა არ იზიდავს: ამჯობინებს, საკუთარი განცდების შესახებ დღიურში წეროს... ძველი ჩანაწერების კითხვა ახსენებს, როგორ გაიზარდა, საკუთარ თავში რა ცვლილებები აღმოაჩინა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ფსიქოლოგიური მასალებით და ეზოტერიკით დავინტერესდი. ჩემთვის ეს დიდი სიახლე იყო. იმ პერიოდში წავიკითხე "ოსტატი და მარგარიტა", ასევე - ვადიმ ზელანდის "რეალობის ტრანსერფინგი". ფსიქოლოგიურმა ლიტერატურამ ისე "ჩამითრია", რომ მგონი, სამომავლოდ, ჩემს ინტერესს პროფესიულ ასპექტშიც განვიხილავ..."

"დიდი ხანია, პროექტის - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - ფარგლებში გამოცემულ წიგნებს "მივყვები". "წითელი და შავი" ამ პროექტით გამოცემული 24-ე წიგნია და "მივადექი". მინდა, ორმოცდაათივე წიგნი წავიკითხო..."

"ადამიანი მაინც საკუთარი გამოცდილებით "იზრდება", მაგრამ არის დეტალები, როცა წიგნში წაკითხულს იყენებ - არ ჩქარობ, სიტუაციას აკვირდები... ამ მხრივ, ფსიქოლოგიურ და ეზოტერიკულ ლიტერატურას გამოვყოფ. საუბარში ვადიმ ზელანდის "რეალობის ტრანსერფინგი" ვახსენე, რომელმაც მაიძულა, ბევრი რამისთვის სხვა თვალით შემეხედა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვა