"მარიამი ჩემი გულის მსაჯული გახდა მას შემდეგ, რაც ბანაკისკენ მიმავალ ავტობუსში ამოვიდა"
font-large font-small
 "მარიამი ჩემი გულის მსაჯული გახდა მას შემდეგ, რაც ბანაკისკენ მიმავალ ავტობუსში ამოვიდა"
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.

ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს. გამოჩენიდან მალევე დაიპყრო ინტერნეტი, მისი ვიდეოები მილიონობით ადამიანმა ნახა. 2018 წელს კი ქუჩის მუსიკოსების კონკურსში გაიმარჯვა და კიდევ უფრო გაიზარდა მისი ცნობადობა. ამჟამად რესტორანში მღერის ბენდთან ერთად, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ქუჩაში სიმღერას ვეღარ ახერხებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მენატრება ის დრო, როდესაც ქუჩაში ვმღეროდი, ეს სულ სხვა რამ იყო. ქუჩის მუსიკოსებს უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მსმენელის წინაშე: უნდა შეძლო და გამვლელი შეაჩერო, ზუსტად უნდა მიაწოდო გრძნობა და ემოცია. ამ დროს ვერ ვხედავ, რა ხდება ჩემ ირგვლივ, ფიქრი და ემოცია მხოლოდ სიმღერისკენ მაქვს მიმართული..."

"ჩემსა და საბა მაისურაძეს (საფარელი) შორის კონფლიქტზე ბევრი ჭორი მსმენია და მინდა, ყველა უარვყო. მათ შორის ისიც, რომ სასმელს ვსვამდი, საბა კი ამის გამო ბრაზობდა. რეალობა მხოლოდ ჩვენ ვიცით და ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს მხოლოდ მე არ მეხება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ნამდვილად კარგი მეგობრები ვიყავით, ოღონდ - დასაწყისში, დღეს მხოლოდ შორიდან ვესალმებით ერთმანეთს..."

"ამ ზღვაში ერთად შევცურეთ და ის ნამდვილად, ღირსეულად იგერიებს ტალღებს. ბევრ ჭორს გაუძლო, რადგან ჭკვიანია, იცის საკუთარი თავის ფასი და ისიც, რომ ბუნებით ერთგული ვარ. მოკლედ, მარიამი ყველა გოგონას უშანსოდ ტოვებს. ის ჩემი ძალა და ჩემი გულის მსაჯული გახდა მას შემდეგ, რაც ბანაკისკენ მიმავალ ავტობუსში ამოვიდა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვა