რა გავლენას ახდენს ფსიქოლოგი სპორტსმენზე და როდის სჭირდება იგი
font-large font-small
რა გავლენას ახდენს ფსიქოლოგი სპორტსმენზე და როდის სჭირდება იგი
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს

სპორტული ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის შედარებით ახალი მიმართულებაა და საქართველოში სულ უფრო წარმატებით იკიდებს ფეხს. ამ დარგის მიმართ დაინტერესება ბოლო წლებში, სახელმწიფოს მხრიდანაც გაიზარდა და სპორტული გუნდებიც უფრო აქტიურად მიმართავენ სპეციალისტებს. ფსიქოლოგის საქმიანობა სპორტსმენების შედეგებზე ნათლად აისახება, რადგან გარდა ძლიერი ფიზიკური მომზადებისა, შეჯიბრებაზე გასვლისას, ფსიქოემოციური მდგრადობა უმნიშვნელოვანესია. ფსიქოლოგ მიხეილ კურტანიძეს სწორედ სპორტული ფსიქოლოგიის არსსა და მნიშვნელობაზე ვთხოვეთ საუბარი.


- სპორტული ფსიქოლოგია ეს ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დარგია, რომელიც შედარებით ახალია და დაახლოებით 50 წელია, რაც არსებობს. თანამედროვე სპორტით დაინტერესებას მოჰყვა ის, რომ სპორტი ფინანსურადაც უფრო მომგებიანი გახდა. გაიზარდა კონკურენცია, სტრესი, რამაც სპორტსმენებში სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური პრობლემები (შიში, შფოთვა, საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა და სხვა) წარმოშვა. სპორტსმენთა პროდუქტიულობის გაზრდისთვის მომზადებისას ფსიქოლოგების ჩართვა გახდა საჭირო.
მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი სპორტსმენია, იურისტი თუ ეკონომისტი, ის იმ სოციუმის ნაწილია, რომელშიც ყველა ვარსებობთ და ის პრობლემები, რაც გვაქვს, ყველას გვაწუხებს, ოღონდ სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვაგვარად გამოხატავენ.
სტრესისგან ჩვენი ფსიქიკა გვიცავს, რომელიც ერთგვარი ბუფერია ჩვენსა და გარე სამყაროს შორის. სტრესმა შეიძლება როგორც სომატური, ასევე შფოთვითი აშლილობები გამოიწვიოს და ის სომატურ, ანუ სხეულის დონეზე გამოიხატოს - გულის აჩქარებით, მხედველობის, სმენის დაქვეითებით, თავბრუსხვევის შეგრძნებით. ამ დროს განგაშის სიგნალი ირთვება და ადამიანის პირველი რეაქცია გაქცევაა, როცა პროცესს ვეღარ მართავს. სტრესს სპორტულ აქტივობებში თუ განვიხილავთ, ეს კონცენტრაციასა და მობილიზებაში, თავისი შესაძლებლობების კარგად წარმოჩენაში უშლის ხელს.
- რა სახის თერაპია და მიდგომაა საჭირო და როგორ უნდა მართოს ეს პროცესი ადამიანმა?
- თუ სტრესი ძლიერია და მისი გავლენაც ყოვლისმომცველი, იმგვარი, რომ ყოველდღიურ რუტინას თავს ვეღარ ართმევს, ნაკლებად შესაძლებელია, ადამიანმა დამოუკიდებლად დასძლიოს. ასეთ ეტაპზე სპეციალისტის ჩარევაა საჭირო. მნიშვნელოვანია, მუშაობის პროცესში ძირითადი ფაქტორების გაცნობიერება, თუ საიდან იღებს სათავეს სტრესი. ყველა მოვლენას თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები განაპირობებს.
რაც შეეხება რიგით სტრესს, რომელზეც კონკრეტული რეაქცია გვაქვს, ეს წარსული გამოცდილებიდან მომდინარეობს. იუნგი ამბობდა, რომ თუ ადამიანი აცნობიერებს, რა აწუხებს, ეს უკვე 70%-ით თვითთერაპიააო. სპორტსმენების შემთხვევაში, როგორც კი მცირე მხარდაჭერას ვავლენთ, თავისით "ლაგდება" ყველაფერი.
სტერეოტიპული მიდგომაა, რომ ფსიქოლოგები ერთგვარი მასწავლებლები, მრჩევლები გამოვდივართ და ამ დროს, პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ხდება. პირველ რიგში, ვისმენთ, რა აწუხებს ადამიანს, რა პრობლემით მოდის და მთლიან სურათსაც ვაფასებთ. ვეხმარებით, რომ სიტუაცია თავად გააცნობიეროს, რაში მდგომარეობს მისი პრობლემა და რას შეიძლება არსებული სიტუაცია გამოეწვია. ერთგვარი უკუკავშირით ვარკვევთ, რამდენად იღებს ადამიანი არსებულ მოცემულობას. როგორც კი მიიღებს, თვითთერაპია იწყება, შემდეგ სპეციალისტი იყენებს ინტერვენციის სხვადასხვა მეთოდს. სიტუაციიდან გამომდინარე, სპორტული ფსიქოლოგია ფსიქოკონსულტირების ყველა თანამედროვე მოდელს იყენებს.
GzaPress
- სპორტსმენებს ძირითადად რა პრობლემები აქვთ?
- მოტივაციის ნაკლებობა, უიმედობა, წინასწარი საშეჯიბრებო განცდები და შფოთვები.
- მოტივაციის ნაკლებობას რა იწვევს? მაგალითად, არასათანადო ანაზღაურება?
- თუ სპორტსმენი თავის საქმეში წარმატებულია, საკმაოდ კარგი დაფინანსება აქვს, არ არის ისე, როგორც 90-იან წლებში იყო. მოტივაციის დაქვეითების უამრავი მიზეზი არსებობს. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ წარმატების შიშზე, არასწორ აღზრდაზე, გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმებზე, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში და ა.შ. კომპლექსური საკითხია და მიზეზიც ყველასთან განსხვავებულია. ადამიანმა შეიძლება მოტივაცია დაკარგოს, მაგალითად, როცა უკვე იმ ასაკშია, რომ შემდგარი პიროვნება უნდა იყოს, მაგრამ ვერ ახერხებს შესაძლებლობების გამოვლენას; შემოსავალი სჭირდება, მაგრამ არ აქვს - აქ უკვე მოტივაცია ეკარგება. ჩვენ კი შეგვიძლია მივეხმაროთ გააცნობიეროს, რამდენად მისია საერთოდ ეს სპორტი, რადგან ვიცით, რომ ქართულ რეალობაში ოჯახები, მშობლები დიდ გავლენას ახდენენ ამ კუთხით.
საკითხი ასე რომ დავსვათ, უფრო მარტივი იქნება: რატომ მიდიან სპორტში? რა მოტივაცია ამოძრავებთ? ერთია, რომ ბავშვობისას იძულებით შეჰყავთ, მეორე - სხვა გზა არა აქვს, სკოლაში ვერ სწავლობს, არაფერი გამოსდის და ირჩევს სპორტს. პირადად მე, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, მაგრამ არასდროს მქონია სპორტის პროფესიად გადაქცევის სურვილი. მოკლედ, გაუცნობიერებლობამ უკვე შეიძლება დაგაკარგვინოს მოტივაცია.
- სპორტის რომელი სახეობები შეიძლება იყოს უფრო სტრესული?
- შეგვიძლია ასე უფრო დავყოთ - გუნდური და ინდივიდუალური სპორტი. გუნდურში კომუნიკაციის პრობლემა უფროა, ვიღაცას ვიღაც შეიძლება არ მოსწონდეს, მწვრთნელებთან კონფლიქტებს ვაწყდებით ხოლმე, ეს კი გუნდურობას უშლის შემდეგ ხელს, ამიტომ მეტ-ნაკლებად უფრო სტრესულად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან ბევრი ადამიანის ფაქტორი მოქმედებს. გუნდთან მუშაობისას ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევაა მნიშვნელოვანი.
- სპორტული ფსიქოლოგიით თქვენი დაინტერესება რამ განაპირობა?
- ამ მიმართულებით აქტივობა მაგისტრატურაში სწავლისას დავიწყე. სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა და ბევრი სპორტსმენი მეგობარი მყავს. მათ ვაკვირდებოდი ხოლმე, რაც სპორტისა და ფსიქოლოგიის მიმართ ჩემი სიყვარულიდან გამომდინარეობდა. მერე გადავწყვიტე, რომ ორივე გამეერთიანებინა და მე და ჩემი კოლეგა, რომელთან ერთადაც ახლა ვმუშაობ, სპორტული ფსიქოლოგიით დავინტერესდით. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ყველაფერი დავამუშავეთ და შევისწავლეთ, რაც კი თანამედროვე ლიტერატურა არსებობს, ძირითადად, უცხოური, რადგან ქართული სულ რამდენიმეა და მათ საფუძველზე ჩვენი სტილი შევიმუშავეთ. მანამდე, ინდივიდუალური პრაქტიკა გვქონდა, მაგრამ კიდევ უფრო სერიოზული მუშაობა დავიწყეთ და შარშან ზაფხულს, პარაოლიმპიურ ცენტრში, პარაწოლჭიმის (შტანგის) ნაკრებთან ვიმუშავეთ - ჩვენი მუშაობა ასპროცენტიანი შედეგით დასრულდა და დაფასდა იმით, რომ სპორტსმენებმა შეჯიბრებებზე მაღალი სინჯის მედლები აიღეს. ჩვენ სამთვიანი გეგმა გვაქვს, საშუალოდ, შედეგს 12-16 შეხვედრაში ვაჩვენებთ, მათთან კი ამდენიც არ დაგვჭირდა და წარმატება ცალსახა იყო. ჩვენ ფსიქოკონსულტანტები და ფსიქოთერაპევტები ვართ, ამიტომ ეს ჩვენს საქმეში კიდევ უფრო გვეხმარება.
პირველი ეფექტი მალე მოდის და ჰგონიათ, უკვე მორჩნენ, მაგრამ სამთვიან გეგმაში, თვითონ ადამიანი ფორმაში როდის მოვა, ამას მსოფლიოში ვერავინ განსაზღვრავს, ეს შეიძლება მესამე ვიზიტზე მოხდეს ან ბოლოს წინაზე. შუა გზაზე თუ ჩათვალა, რომ მორჩა, - ასეთ დროს შრომა წყალში იყრება და ხელახლა გვჭირდება მუშაობის დაწყება. ქართველები ვართ და ასეთი მომენტი ხშირია.
- სტუდენტებმა რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი?
- როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება, რადგან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როცა ადამიანი თეორიაში საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრაქტიკაში სპორტსმენებთან ურთიერთობას ვერ ახერხებს, წიგნის ენით ესაუბრება. დაუწერელი კანონია, რომ როცა ადამიანთან საუბრობ, მის მენტალობას განათლების დონეს ითვალისწინებ, საიდან მოდის და ა.შ. ამიტომ პირდაპირ გეშტალტ ფსიქოლოგიიდან, წარსულის, აწმყოსა და მომავლის კონტრასტზე, მშობლის მიმართ აგრესიაზე საუბარი უკვე არასწორია. სტუდენტებმა ეს უნდა იცოდნენ, ამას კი შესაბამისი ტრენინგები სჭირდება, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. უცხოეთში არაერთი კურსია, რომელიც სრულ, კარგ პრაქტიკულ ცოდნას იძლევა. ეს ყველაზე ძლიერი დახმარება იქნება ჩვენი ფსიქოლოგებისთვის. მაგალითად, ამერიკული სტანდარტებით, იცით, როგორ არის? ვთქვათ, მე თქვენგან 100 ლარი ავიღე, აქედან 40-50 ლარს ჩემსავე განვითარებაში ვხარჯავ, კიდევ უფრო პროდუქტიული რომ ვიყო, პირადი თერაპევტი მჭირდება, სუპერვიზორი და აუცილებლად უნდა გავიარო ტრენინგები, რათა მომსახურების ხარისხი მომხმარებლისთვის მაღალი იყოს.
- რა კეთდება სპორტული ფსიქოლოგიის მეტად განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან?
- როგორც ვიცი, გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა და თვითონ გუნდებიც იწვევენ ფსიქოლოგებს, გადამზადების ცენტრიცაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების ფსიქოლოგები გადიან ტრენინგებს.
სპორტის ფსიქოლოგიაში ფსიქოკონსულტანტი ლიცენზირებული არ არის. ისევე, როგორც ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებები, რეგულირებადი პროფესია არ გახლავთ. თუმცა, სამაგისტრო განათლება ფსიქოკონსულტირებაში, რასაც თან საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენინგები ემატება, უშუალოდ სპორტის ფსიქოლოგიის მიმართულებით, ამ დარგში განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს პროფესია ევროპის სულ რამდენიმე წამყვან ქვეყანაშია ლიცენზირებული. ჩემი გადმოსახედიდან, უფრო მეტი რამაა გასაკეთებელი, რაზეც ყველა თანხმდება და საბედნიეროდ, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
"ქუჩაში გაყრილი თოჯინების მერე გიკვირთ, რომ ბავშვებს კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიიყვანენ ხოლმე?!"
"ბარმენი განათლებული უნდა იყოს, რომ ყველა თემაზე გესაუბროს"
"მიკვირს, ასეთ ქვეყანაში გაზრდილი ადამიანები აქ ასე რატომ იქცევიან..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.