ახალგაზრდა პიანისტის "ონლაინგამარჯვება"...
font-large font-small
ახალგაზრდა პიანისტის "ონლაინგამარჯვება"...
...და შანსი, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება არც მისცემოდა...

სერბეთში, ქალაქ სმედერევოში, სულ ცოტა ხნის წინ პიანისტთა VII საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა და ის თუნდაც იმიტომაა გამორჩეული, რომ ამ კონკურსის არსებობის ისტორიაში, რომელიც იმდენად ძვირფასია მსოფლიო მუსიკალური წრეების წარმომადგენლებისთვის, რომ მსოფლიო პანდემიის გამოც სხვა ღონისძიებების მსგავსად გასაუქმებლად ვერ გაიმეტეს, ონლაინ ჩატარდა და არ ვიცი, სხვებისთვის რამდენად ცუდი იყო ასეთ რეჟიმში მუშაობა, მაგრამ ორი ქუთაისელი გოგონასთვის, რომლებმაც ძალა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სცადეს, ნამდვილად იღბლიანი აღმოჩნდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ფინანსური პრობლემების ფონზე, ალბათ გამგზავრებას ვერ მოახერხებდნენ.


კონკურსში სამოცზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდა პიანისტი მონაწილეობდა: ყველაზე უმცროსებში (პირველი კატეგორია) ბარბარე ძნელაძემ გაიმარჯვა და 14 წლამდე კონკურსანტებს შორის (მესამე კატეგორია) - მარიამ ბოყოველმა. უნდა აღინიშნოს, რომ შესრულების ტექნიკის გარდა, ყურადღება ექცეოდა რამდენად სწორად გამოხატავდნენ კონკურსანტები ემოციას და როგორ მოძრაობდნენ მათი თითები...
ორივე გოგონა ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში სწავლობს; მუსიკალური სკოლაც და პედაგოგიც საერთო ჰყავთ: ღირსების ორდენის კავალერი, არაერთი კონკურსის ლაურეატი და დამსახურებული პედაგოგი ლავალეტა წოწორია-ფორჩხიძე უამრავი ნიჭიერი პიანისტის აღმზრდელია და წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება ქუთაისის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მესამე მუსიკალურ სკოლას.
ამჯერად მარიამს გაგაცნობთ, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მერვეკლასელი, უმაღლესი შეფასებებით გადადის კლასიდან კლასში. მისი მუსიკალური წარმატების შესახებ კლასის ხელმძღვანელმა, ირინა ჩაფიჩაძემ შეგვატყობინა:
- მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. თეა და რამინ ბოყოველები ოთხ შვილს ზრდიან და გარდა იმისა, რომ ზრდილობიანები და მართლაც კარგად აღზრდილები არიან, ხელოვნება მათთვის მასაზრდოებელი წყაროა. მარიამი ოჯახში მესამე ბავშვია. მას ორი უფროსი ძმა ჰყავს, მათ სკოლა უკვე დაამთავრეს და ახლა მამას ეხმარებიან მცირე საოჯახო ბიზნესში, ავეჯს ამზადებენ. თორნიკე და ბექა კარგად ხატავენ და ავეჯის დიზაინზე მუშაობენ. სწავლასაც აგრძელებენ. უმცროსი ანაა, სკოლის მოსწავლე. მთელი ოჯახი საოცრად მღერის. ბატონი რამინი ქუთაისის ბზობის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი და ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრია. მარიამიც მამასთან ერთად გალობს და მისი წკრიალა ხმის მოსმენას არაფერი სჯობს!

მარიამის მუსიკალურ მიღწევებზე სასაუბროდ ქალბატონ ლავალეტას დავუკავშირდით:
GzaPress- გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეა. პირველ კლასში იყო, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ეროვნულ კონკურსში რომ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბორჯომში გაიმართა და საერთაშორისო ჟიურიმ, რომელსაც ჩვენი სახელოვანი პროფესორი, ბატონი რეზო თავაძე ხელმძღვანელობდა, ერთხმად მიანიჭა დამწყებ პიანისტს პირველი პრემია. იმავე კონკურსზე ჩამოსული იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ქალბატონი მანანა კანდელაკი, რომელიც მაშინ მოსკოვში მოღვაწეობდა და მანაც საოცრად შეაფასა მარიამის შესრულება, შემდეგ კი თვალყურს ადევნებდა ალბათ ჩემი მოსწავლეების მიღწევებსაც, რადგან სწორად მან შემატყობინა, სერბეთში ონლაინკონკურსი რომ იმართებოდა. მისი საქციელი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მართლა უყვარს თავისი საქმე და უნდა, ნიჭიერებას ფართო ასპარეზი მისცეს. რადგან კონკურსი ონლაინ ტარდებოდა, ხარისხიანი ჩანაწერი უნდა გაგვეგზავნა და საბედნიეროდ, აღმოგვაჩნდა მანანა დოიჯაშვილის სახელობის კონკურსის ჩანაწერი, რომელიც სამთავრობო დონეზე ტარდებოდა და მარიამმა იქაც არაჩვეულებრივად დაუკრა. დისკზე ჩავწერეთ და გავგზავნეთ. ასობით კონკურსანტს შორის ჩვენმა გოგონებმა გაიმარჯვეს.
უნდა ვაღიარო, ეს კონკურსი ონლაინ რომ არ გამართულიყო, ალბათ გამგზავრებას ვერ შეძლებდნენ. ამ მხრივ, "კორონამ" ჩვენთვის იმუშავა. მანამდე გერმანიიდან გვქონდა მიწვევა პრესტიჟულ კონკურსზე. იქ მუსიკოსმა თამარ პაბლუამ (რომელიც ქუთაისიდან გახლავთ, ამჯერად კი ნიუ-იორკის კონსერვატორიის პროფესორია) მიგვიწვია. სწორედ უსახსრობის გამო მოგვიხდა უარის თქმა. არადა, ბიზნესმენებმა თავიანთი მფარველობის ქვეშ რომ აიყვანონ მარიამის მსგავსი ბავშვები, მომავალში ამას ნამდვილად არ ინანებენ... მარიამი არაერთი კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია; შეუძლებელია ყველა მისი წარმატების ჩამოთვლა. ის მომავლის მუსიკოსია და მეც მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი შრომის დაფასებისა და აღიარებისთვის.
P.S. ჩვენ კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა პიანისტს, რომლის დაკრული უკვე შესულია საქართველოს მუსიკალურ ფონდში.
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.