"დიდი ხნის უნახავი მამა იდგა მეტროსთან! გავიქეცი მისკენ პატარა ბავშვივით... მან ზურგი მაქცია და წავიდა"
font-large font-small
"დიდი ხნის უნახავი მამა იდგა მეტროსთან! გავიქეცი მისკენ პატარა ბავშვივით... მან ზურგი მაქცია და წავიდა"
"ყველა პრობლემა მაინც, მამაჩემის სახელს უკავშირდება..."

ჩემი რესპონდენტი ამჟამად ბათუმში ცხოვრობს და ორ გვარს ატარებს. ზურა ხუციშვილი-ბოხუა იმ ადამიანების თაობას ეკუთვნის, რომელსაც დაკარგულს ვეძახით, თუმცა ზურამ გაუძლო საავდრო ღრუბლებივით მის თავზე შეკრებილ ყველა პრობლემას. როგორ გაუძლო?! გაუმართლა და დედა ჰყავდა მუდამ გვერდით!

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი ცხოვრებაც მუდამ რთულდებოდა, მაგრამ ამას არასოდეს ვიმჩნევდი. ბევრი საინტერესო რამ და ტკივილიც გადამიტანია. ათი წლის ვიყავი, როდესაც
ჩვენს ოჯახში მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. მამამ თითქოს ჩვეულებრივად გაიხურა კარი და წავიდა ჩვენგან. ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არ იყო შუქი, წყალი და ალბათ, არავისთვის არის გასაკვირი, ცხოვრება რომ ჭირდა..."

"არ მავიწყდება, ჩემი პირველი სერიოზული გალაშქრება უსამართლობის წინააღმდეგ მაშინ მოხდა, როდესაც დედას ერთ-ერთმა სამსახურის უფროსმა ხელფასი არ მისცა. ხელფასთან დაკავშირებით სერიოზულად დაველაპარაკე და ვხედავდი, "შეფს" თვალები როგორ უფართოვდებოდა მოულოდნელობისგან! აი, სწორედ მაშინ შემიყვარდა ეს ფრაზა, თუ კარიდან არ გიშვებენ ფანჯრიდან უნდა შეხვიდეო..."

"დილით სკოლაში მივდიოდი. დიდი ხნის უნახავი მამა იდგა მეტროსთან! როდესაც გავიქეცი პატარა ბავშვივით, რომ მივსალმებოდი, მან ზურგი მაქცია და წავიდა. ვერ აგიხსნით, მაშინ რას ვგრძნობდი. ჩავთვალე, რომ არავინ ვიყავი და არავინ იყო ჩემთვის... ვფიქრობდი, სამყარო დასრულდა, ამოიწურა სიკეთის ბოლო წვეთი, ჩაქრა უკანასკნელი მანათობელი სხივი და ამან საშინლად იმოქმედა ჩემზე. ნერვიულობის ფონზე წელს ქვემოთ მოვწყდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

როლანდ ხოჯანაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.