"კახი ჩემზე 2 წლით უფროსია და ამის გამო, მთელი ცხოვრება მეუფროსება" - რას ყვება კახი კავსაძის ძმა?
font-large font-small
"კახი ჩემზე 2 წლით უფროსია და ამის გამო, მთელი ცხოვრება მეუფროსება" - რას ყვება კახი კავსაძის ძმა?
"კახის იუბილემ კარგად ჩაიარა, რამდენიმე ტორტი მიართვეს, იყო უამრავი ზარი და მილოცვა"

ბავშვობაში ძმები მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდნენ, სტიპენდიასაც იღებდნენ, მაგრამ მალე გაირკვა, ისინი "ხალხის მტრის" შვილები იყვნენ და სასწავლებელი დაატოვებინეს... "კახი ჩემზე 2 წლით უფროსია და ამის გამო, მთელი ცხოვრება მეუფროსება", - დღეს უკვე ღიმილით ამბობს იმერი კავსაძე. ყველასთვის საყვარელ მსახიობს 5 ივნისს 85 წელი შეუსრულდა. ცნობილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის უმცროსი ძმა, იმერ კავსაძე, საოპერო მომღერალი და ცნობილი ხელოვანია. ის წლების განმავლობასი პოლონეთში, კრაკოვის თეატრის სოლისტი გახლდათ.

მათი ძმობის ამბავზე, წარსულზე, დღევანდელობაზე, დიდ ტკივილსა და სიყვარულზე ბატონი კახის ძმა გვესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კახის იუბილემ კარგად ჩაიარა, რამდენიმე ტორტი მიართვეს, იყო უამრავი ზარი და მილოცვა. 85 წელი ისეთი თარიღია, ადამიანმა თავის ცხოვრებას უნდა გადახედოს. კახი შემართებითაა, ფეხზე ტრავმა ჰქონდა, ეს პრობლემა მოგვარდა, ახლა გაცილებით უკეთესადაა, თავს კარგად გრძნობს..."

"ბავშვობაში ხშირად ერთად ვიყავით, ზღვაზე ზაფხულობით ერთად დავდიოდით. ჩვენთვის უცხო იყო ფუფუნება, ღამით თავის დასადები ადგილის მეტი, არაფერი გვინდოდა. კარგ დროს ვატარებდით. კახის ისეთი აღნაგობა ჰქონდა, ასაკთან შედარებით, ყოველთვის უფროსად გამოიყურებოდა. სკოლაში რომ სწავლობდა, ამბობდა, სტუდენტი ვარო და მის ნათქვამში ეჭვი არავის შეჰქონდა..."

"ზაფხული იყო, ზღვაზე დასასვენებლად ვიყავით. ბუნებრივია, კახი იქაც დიდობდა, დადიოდა პლაჟზე რუს გოგონებთან და თურმე, სიგარეტსაც აბოლებდა. ეს რომ გავიგე, სიგარეტი დავუმალე და ამის გამო გამლახა..."

ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ბატონი იმერი ჰყვებოდა:
"კახი ჩემთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო, მეგობარიც ყველა ასეთივე ჰყავდა. ამიტომ, მათთან შედარებით თავს პატარად ვგრძნობდი. კახი თითქოს ყოველთვის ჩემი მფარველი იყო. ერთხელ სკოლაში მომივიდა უსიამოვნება კლასის ერთ-ერთ დაჯგუფებასთან. კახისთან მივედი და შევჩივლე. სამი ბიჭი მოვიდა და კლასში რომ შემოვიდნენ, გადაირივნენ ამოდენები ვინ არიანო და ხელად ჩაწყნარდნენ. იმის შემდეგ, იმ დაჯგუფებას ჩემთვის უბატონოდ ხმა არ გაუცია".

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 11 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.