11 წლის მხატვარი, რომელიც პროფესიონალებს აცვიფრებს
font-large font-small
11 წლის მხატვარი, რომელიც პროფესიონალებს აცვიფრებს
ფესტივალზე "100 გონება", 100 უნიჭიერეს ხელოვანთან ერთად ვმონაწილეობდი

ელენე ელყანიშვილი 11 წლის თვითნასწავლი მხატვარია, რომელსაც პროფესიონალები აღფრთოვანებაში მოჰყავს... მისი ნახატები იმდენად დიდ ყურადღებას იპყრობს, რომ უკვე ხუთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა...

- ელენე, ჯერ 11 წლის ხარ და პროფესიონალები შენზე ამბობენ, რომ უკვე შემდგარი მხატვარი ხარ... როდის დაიწყე ხატვა?
- 11 წლის ვარ, მაგრამ შემდგარ მხატვრად რომ მომიხსენებენ, მეუხერხულება, რადგან თვითნასწავლი ვარ და ვფიქრობ, მხატვარი რომ გავხდე, ჯერ კიდევ ბევრი შრომა და სწავლა დამჭირდება... რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ, საღებავებით ხატვა კი 6 წლიდან დავიწყე...
მშობლები ჩემი შემოქმედების პირველი შემფასებლები, გულშემატკივრები და ხელოვნების დიდი მოყვარულები არიან...
- დაუჯერებელია სამხატვრო სკოლაში რომ არ გისწავლია...
- პატარა რომ ვიყავი, დედას ჩემი ხელოვნების სკოლაში მიყვანა უნდოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვეღარ მივედით. არც ერთი დღე არ მივლია მასწავლებელთან! როგორც აღვნიშნე, დამოუკიდებლად ვცდილობ ხატვის ტექნიკას დავეუფლო, ასე უფრო საინტერესოა. ვხატავ სახლში და ზოგჯერ ბუნებაშიც, როცა ამის საშუალება მაქვს, ხელოვნების ისტორიას კი სკოლაში გაკვეთილზე ვეცნობი...
- როგორც ვიცი, კონკურსებში, გამოფენებში მონაწილეობ...
- 6 წლისამ ნახატების კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც მეორე ადგილი დავიკავე... ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო და დღემდე კარგად მახსოვს. ამ დრომდე მქონდა 5 პერსონალური გამოფენა: პირველი გამოფენის შემდეგ გადმომცეს სერტიფიკატი "წლის აღმოჩენა", რითაც უბედნიერესი ვიყავი! მეორე გამოფენა მქონდა საქართველოს პარლამენტში, ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მესამე - ჩემს საყვარელ 142-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მეოთხედ ჩემი ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა მასშტაბურ სახელოვნებო ფესტივალზე "100 გონება", სადაც 100 უნიჭიერეს ხელოვანთან ერთად ვმონაწილეობდი, ყველაზე პატარა მე ვიყავი... მეხუთე პერსონალური გამოფენა აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროში მქონდა, ახლა მეექვსე გამოფენისთვის ვემზადები...
GzaPress
- მუზა ყოველთვის აუცილებელია?
- თუ ფუნჯი არა, ფანქარი მაინც მიჭირავს ხელში... თუ ფერწერის მუზა არ მოდის, ფანქრით ვაკეთებ ფურცელზე ჩანახატებს. ყველაზე მეტად პეიზაჟების ხატვა მიყვარს, რადგან ბუნებაში ულამაზესი ფერებია. თუმცა, მაქვს პორტრეტებიც, ნატიურმორტებიც, აბსტრაქტული ნახატებიც. მიყვარს მარინისტული პეიზაჟები... ასევე, ცხოველების ხატვაც, განსაკუთრებით - ცხენების...
პატარა რომ ვიყავი, ძალიან სწრაფად ვხატავდი, რადგან დიდხანს ერთ ადგილზე გაჩერება არ შემეძლო და ერთი სული მქონდა, როდის დავასრულებდი... ახლა უფრო დიდხანს ვანდომებ. გაიზარდა ტილოების ზომაც და ეს სასიამოვნო პროცესია. მით უმეტეს, თუ ვხატავ ჩემს პატარა "სამფლობელოში", სადაც მუსიკა მაქვს ჩართული და არავინ მიშლის ხელს...
შედარებით დიდხანს ვმუშაობ შეკვეთაზე, რადგან ამ დროს მეტია პასუხისმგებლობა...
- ქართველი და მსოფლიო მხატვრებიდან, განსაკუთრებით ვინ მოგწონს?
- ქართველებიდან ელენე ახვლედიანია ჩემი საყვარელი მხატვარი. ასევე, ლადო გუდიაშვილი, ნიკო ფიროსმანი... თანამედროვე მხატვრებიდან რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედება მომწონს. სხვათა შორის, ბოლო დროს ბევრი უნიჭიერესი მხატვარი გავიცანი...
უცხოელებიდან იმპრესიონისტებს გამოვარჩევდი: კლოდ მონეს, ვან გოგს, ედგარ დეგას, მანეს და სხვა... ასევე მომწონს კანდინსკი, გუსტავ კლიმტი...
- როგორი იყო შენთვის თვითიზოლაციის პერიოდი?
- პანდემიის და იძულებითი იზოლაციის გამო, მეც სახლში ყოფნამ მომიწია. შესაბამისად, ხატვისთვის უამრავი დრო მქონდა და ახალი ტილოებიც მომიგროვდა. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, სახელოვნებო ფესტივალსა თუ გამოფენებში მონაწილეობას ვგეგმავ... სამომავლოდ კი სურვილი მაქვს, ჩემი ნახატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიფინოს და პროფესიონალი მხატვარი გავხდე....
ჩემს გამოფენებზე ხშირად მოდიან მხატვრები, ხატვის პედაგოგები და ისინი საუკეთესო რჩევებს მაძლევენ. ჩემთვის, როგორც თვითნასწავლისთვის, მნიშვნელოვანია მათი აზრი, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებ!
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.