თვითნასწავლი მუსიკოსი, რომელიც 50-ზე მეტ საკრავზე უკრავს
font-large font-small
თვითნასწავლი მუსიკოსი, რომელიც 50-ზე მეტ საკრავზე უკრავს
"სახლში ჰამლეტ გონაშვილის ბასფანდური მაქვს, რომელიც ჩემი თილისმაა..."


ქართული ტრადიციული და კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტების გარდა, თვითნასწავლი მუსიკოსი, სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულ საკრავზე უკრავს და როგორც თავად ამბობს, სიახლეების ძებნას განაგრძობს. მითხრა, რომ მის სახლში 50-ზე მეტი ინსტრუმენტი "ცხოვრობს" და თითოეულს სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობაში იყენებს.


ბეჟან წინწალაშვილი:
- 10 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა ფოლკლორულ ანსამბლში შემიყვანეს, სადაც სიმღერასთან ერთად, რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრაც ვისწავლე... მერე, ხალხური საკრავების გარდა, თანამედროვე და მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის მუსიკალური ინსტრუმენტებითაც დავინტერესდი. სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე, ყოველთვის სიახლის ძიებაში ვარ, ვეცნობი და ვყიდულობ ამა თუ იმ საკრავს, მერე კი მასზე დაკვრას ინტერნეტით ვსწავლობ. 50-მდე ინსტრუმენტი მაქვს და ვცდილობ, ყველა გამოვიყენო.
- გამორჩეული ინსტრუმენტი თუ გაქვთ?
- ყველა ინსტრუმენტი მიყვარს. არაერთხელ, როცა რომელიმე საკრავი მინახავს და მისი ხმა მომისმენია, ეს რაღაც ახლის შექმნის მუზა გამხდარა. ხანდახან მუსიკის წერისას ესა თუ ის საკრავი გამომიყენებია... ბავშვობაში, რუსთავში არსებულ ბავშვთა სტუდიაში დავდიოდი და იქ გამოფენილ ფოტოებში ჰამლეტ გონაშვილიც მინახავს ბასფანდურით ხელში. წლების შემდეგ, ჩემმა პედაგოგმა მითხრა, ის ფანდური იყიდება, ოღონდ აუცილებლად საიმედო ადამიანის ხელში უნდა აღმოჩნდეს, ვისაც მუსიკა უყვარს და კარგი იქნება, თუ დაინტერესებიო. ის ფანდური ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და პატივსაცემი საკრავია. ჩემთვის თილისმად იქცა.
- ბოლო ხანებში არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა ინტერპრეტაცია; მუსიკოსები, როგორც პოპს, ასევე ფოლკლორს ან სულაც, ელექტრონულ მუსიკას განსხვავებული ფორმით გვთავაზობენ. თქვენ გაქვთ ასეთი ნამუშევრები?
- დიახ, ძალიან მიყვარს მელოდია, რომელიც ქართულ ფილმ "ჯარისკაცის მამაშია" გამოყენებული და მისი ჩემებური ინტერპრეტაცია გავაკეთე. ასეთივეა "ლაზური" და კიდევ რამდენიმე, რომელიც მსმენელს ძალიან მოეწონა.
- ქართულის გარდა, კიდევ რომელი ქვეყნის ინსტრუმენტებზე უკრავთ?
- ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, მუსიკალური საკრავების მაღაზიაში გველის ტყავისგან დამზადებული მუსიკალური ინსტრუმენტი ვნახე, ერხუ ჰქვია. საინტერესო, სპეციფიკური ხმა აქვს, ორსიმიანია და ხემით იკვრება. ცოტა პრეტენზიული ჟღერადობა აქვს და ყველა ჟანრში ვერ ვიყენებ, მაგრამ რაღაც მიმდინარეობებს უხდება. ასევე ხიუნი და ტონგო დრამი, რომელიც მთლად ჩინური არაა. ხუმრობით რომ ვთქვა, - ფილმებში ნანახ მფრინავ თეფშს ჰგავს და როგორი შეხედულებაც აქვს, ისეთივე ხმას გამოსცემს. თუმცა, განსხვავებული ხმა ზოგჯერ საინტერესოა და რაღაც მიმდინარეობას უხდება... ასევე გამოვარჩევდი სამხრეთამერიკულ ფოლკლორულ ინსტრუმენტს - ფან ფლეიტას, რომელიც იანკების საკრავად მიიჩნევა.
- თავადაც წერთ მუსიკას და სიმღერასაც, ხომ?
- დიახ. ასევე, ძალიან მიყვარს ფოლკისა და ჯაზის სინთეზი. ახლახან საქსოფონი შევიძინე და საკმაოდ ხშირად ვიყენებ არანჟირებაში.
- უცხო საკრავებზე თქვენით ისწავლეთ დაკვრა?
- დიახ, თუ ფორტეპიანოსა და ფანდურს არ ჩავთვლით, დანარჩენი ჩემით ვისწავლე. თუ ძალიან უცხოა და თანამედროვე მუსიკაში თითქმის არ გამოიყენება ან მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში უკრავენ მასზე, ინტერნეტში ვნახულობ, ოღონდ ჩემებური ინტერპრეტაციით ვამუშავებ. ეს პროცესი ძალიან მომწონს, რადგან თავად შემიძლია რაღაც ხმები და სტილი ამა თუ იმ ჟანრს მოვარგო, სიახლე შევიტანო, ოღონდ ეს გემოვნებიანად უნდა მოხდეს.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.