არის თუ არა მეთუნეობა მიმზიდველი საქმიანობა
font-large font-small
არის თუ არა მეთუნეობა მიმზიდველი საქმიანობა
ბო­ლო დროს ტუ­რის­ტულ­მა ბიზ­ნეს­მა ცო­ტა გა­მო­ა­ცოცხ­ლა ეს სფე­რო

ლექსო გენგაშვილმა ჯერ თბილისში, შემდეგ კი თელავში გახსნა კერამიკის სახელოსნო და ადგილობრივების გარდა, კახურ ტრადიციულ მეთუნეობას იტალიელ, ზელანდიელ და რუს მოხალისეებსაც შეასწავლის. სულ მალე, სკოლა-სახელოსნოსთან ერთად, კერამიკული მუზეუმიც გაიხსნება, სადაც დამთვალიერებლები არაერთი კერამიკული ნაკეთობისა და არტეფაქტის ნახვას შეძლებენ.


ლექსო გენგაშვილი:
- თელავში დავიბადე და გავიზარდე. ისევე როგორც ყველას, მეც მიყვარდა ბაღში თიხით რაღაცების კეთება. 3-4 წლისამ მოვზილე პირველად თიხა და სახანძრო მანქანები გავაკეთე. მაწანწარა - ასე ჰქვია ქუჩას, რომელიც ადრე მეთუნეობის კერად ითვლებოდა. იქვე ახლოს, მე-6 სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს მეზობლად კერამიკული საამქრო იყო. იქ დამზადებული ჭურჭელი მაღაზიებშიც იყიდებოდა. მახსოვს, სკოლიდან მივყავდით ხოლმე დასათვალიერებლად. გვაჩვენებდნენ, როგორ მზადდებოდა ჭურჭელი. 1987 წელს ხალხური რეწვის სასწავლებელი დავამთავრე და გაბრიელ ჭიბალაშვილმა შემასწავლა მეთუნეობა. სხვათა შორის, მთელ საბჭოთა კავშირში ეს პირველი რეწვის სასწავლებელი იყო. 25 წელი სოჭში ვცხოვრობდი და როცა დავბრუნდი, პატარა სახელოსნოს გახსნა გადავწყვიტე თბილისში. თავდაპირველად, მოსწავლეებიც თბილისში მყავდა, შემდეგ თელავში გადმოვედი საცხოვრებლად და სამუშაოდ. მერიისა და ხალხის დიდი მხარდაჭერით გავხსენი იქ სკოლა-სახელოსნო, პატარა მუზეუმიც მაქვს, სადაც ჩემი მასწავლებლის ნამუშევრებია გამოფენილი და ყველას ვუყვები მასზე.
GzaPress
- რამდენად რთულია მეთუნეობის შესწავლა?
- მეთუნეობას ერთ და ორ თვეში ვერ შეისწავლი. ეს პროცესი თითქოს დაუსრულებელია, მუდმივად სწავლობ, ახალ გზებსა და საშუალებებს ეძებ ტექნიკის დასახვეწად, ამიტომაა საინტერესო. თუ შემოსავლის წყაროც გახდა, მით უკეთესი. ძირითადად მე, საგამოფენოდ ვამზადებ ნივთებს. ხალხური რეწვის ასოციაციის წევრი ვარ და საერთაშორისო ფესტივალებშიც ვმონაწილეობ.
- ახალგაზრდების მხრიდან თუ არის დაინტერესება?
- არის, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ჩარხთან 10 და 12 წლის ბავშვი ვერ დადგება. ჯერ ძერწვას სწავლობენ. ადრე არსებული სტერეოტიპით, მეთუნეობის სწავლა ყველას არ შეეძლო, ის მამიდან შვილს მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ეს სტერეოტიპი მე დავანგრიე - ვინც მოინდომებს, ყველას შეუძლია შეისწავლოს. უნდა აღვნიშნო, რომ გოგონები უფრო ინტერესდებიან, ბიჭებისთვის მეთუნეობა მაინცდამაინც მიმზიდველი საქმიანობა არ არის. თუმცა, ამ ბოლო დროს ტურისტულმა ბიზნესმა ცოტა გამოაცოცხლა ეს სფერო. ყიდულობენ როგორც ტურისტები, ასევე - ადგილობრივები. ხშირად სასტუმროები მიკვეთენ კერამიკულ ჭურჭელს ან სხვადასხვა ნივთს, ინტერიერის გასალამაზებლად - კოკას, ჩაფს, ნახევარჩაფს, ჩარექებს... მექვევრე არა ვარ, მაგრამ ქვევრიც გამიკეთებია.
GzaPress
- რამდენად რთული სამუშაო პროცესია?
- გამოწვას ბევრი დრო სჭირდება, ფორმის მიცემას 10 წუთში შეძლებ. საერთოდ კი, სწავლის პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივია. თვითონ ვამუშავებ თიხას. თბილისში მუშაობისას, თურქულ თიხასთან ერთად, ქსნისა და ნორიოს თიხასაც ვიყენებდი. თელავში კი ბოლო 2 კვირაა, აქაური თიხითა და დურუჯის ლამით ექსპერიმენტი ჩავატარე, გამოვწვი და ძალიან მომეწონა. თიხაზე მუშაობა საუკეთესო თერაპიაა. მეთუნეობის სწავლას რომ იწყებენ, ვეღარ ჩერდებიან. ჩემი ასაკის ადამიანებიც კი ინტერესდებიან. უცხოელი მოსწავლეებიც მყავს - რუსეთიდან, ახალი ზელანდიიდან, იტალიიდან. თიხით ერთხელ რომ დაავადდები, მერე მასზე ხელის აღება გიჭირს... სულ მალე გაიხსნება მუზეუმიც, რომლის მსგავსი კახეთში არ არის და გპირდებით, რომ აქაური თუ უცხოელი დამთვალიერებლებისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.