"დღემდე შიშები მაქვს... ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე"
font-large font-small
"დღემდე შიშები მაქვს... ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე"
"ძალადობის მსხვერპლი 4-ჯერ ვიყავი"

"დღეს მე რომ ცოცხალი ვარ, ეს დედაჩემის, ჩემი შვილის და კულინარიის დამსახურებაა", - ამბობს "მასტერშეფის" მონაწილე ნინიკო ღამბაშიძე. ის ჟიურის გაოცებას ხშირად ახერხებს, მე კი გაოცებული დავრჩი მისი მონათხრობით. ადამიანი, რომელიც არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი, დღეს ამ თემაზე ღიად პირველად ლაპარაკობს, რათა იქცეს სტიმულად მათთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა ახლა აქვს.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბებიამ გამზარდა. 4 წლის ვიყავი, პატარა წინასაფარი რომ შემიკერა.

იმ წინასფარს რომ გამიკეთებდა, მთავარი ამბავი მერე იწყებოდა. მას დღემდე დიდი სიყვარულით ვინახავ, ჩემში საოცარ მოგონებებს აღძრავს. ბებიამ პირველად ბაზარში რომ წამიყვანა, პროდუქტის არჩევის პროცესითაც კი საოცრად დამაინტერესა. მაშინ პროდუქტებს ვხატავდი, ჩემებურად ვწერდი რეცეპტებს..."

"ძალადობის მსხვერპლი 4-ჯერ ვიყავი. არის რაღაც სიტყვები, რომელიც არ მინდა ვთქვა.
დღემდე შიშები მაქვს... ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე. სკოლაც ვერ დავასრულე, ღამის სკოლაში გადავედი, გარეთ გასვლის მეშინოდა, ძალიან ცუდად ვიყავი... ამ თემაზე თქვენთან პირველად ვსაუბრობ..."

"13 წელია, "სოს ბავშვთა სოფელი საქართველოში" ვარ დასაქმებული. ძალიან ბევრი ბავშვი ისევ ძალადობის მსხვერპლია, ზოგიერთის შემთხვევაში, მშობლები მათზე სათანადოდ ვერ ზრუნავენ. მე ამ ბავშვების ამბებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე ვწერ. მათი ფსიქოლოგიც ვარ და მეგობარიც, მხარში ვუდგავარ. ბედნიერი ვარ, რომ სიკეთის კეთების შესაძლებლობა მაქვს..."

ნინიკო ღამბაშიძის საოცრად საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 2 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.