"მომავალში უკეთეს ტილოებს შევქმნი"
font-large font-small
"მომავალში უკეთეს ტილოებს შევქმნი"
როცა კომპლიმენტი ოცნებების ახდენის ძალას გაძლევს

ნინი სარქისაშვილი ჯერჯერობით სკოლის მოწაფეა, მეთერთმეტე კლასში გადავიდა... თვითიზოლაციის პერიოდში მის ნახატებს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის სასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა... თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ამ რთულმა პერიოდმა იმდენად დათრგუნა, რომ ორი თვის განმავლობაში არაფერი დაუხატავს...


- პატარაობიდანვე მიზიდავდა ხატვა, განსაკუთრებით - როცა ადამიანებს ვხატავდი. ჩემს ნიჭს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ მრავალი კომპლიმენტის მიღების შემდეგ, თავდაჯერება მომემატა. ეს ნიჭი თავდაპირველად ახლობლებმა, ნათესავებმა შენიშნეს და მშობლებს ურჩევდნენ, აუცილებლად მივეყვანე ხატვის წრეზე. იმ პერიოდში ცეკვაზე დავდიოდი და მათთვის ეს უფრო პრიორიტეტული იყო...
მალე გამიმართლა და ექიმმა ცეკვიდან გამოსვლა მირჩია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჩემთვის ზედმეტი დატვირთვა არ შეიძლებოდა. ამის მერე დავითანხმე დედა, რომ ხატვის მასწავლებელი მოგვეძებნა. ალბათ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. გამიმართლა, საუკეთესო პედაგოგი შემხვდა და სწორედ მისი დამსახურებაა, ასე რომ განვვითარდი.
პირველი გამოფენა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში მქონდა, სადაც მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდის ნახატთან ერთად ჩემი ნამუშევარიც გამოიფინა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი დადებითი გამოხმაურების გამო. მეორე გამოფენაც ამავე მუზეუმში ჩატარდა და წინა ტილოსთან შედარებით, ჩემი ნამუშევარი უკეთესი იყო. განსაკუთრებით პორტრეტების ხატვა მიყვარს და თავისუფალ დროს ყოველთვის ტექნიკის დახვეწას ვცდილობ. სხვათა შორის, კმაყოფილი ვარ საკუთარი პროგრესით...
GzaPress
- მხატვრისთვის საქართველოში რამდენად ხელსაყრელი გარემოა?
- ვფიქრობ, საქართველოში არ არის ხელოვნების სფერო მაღალ დონეზე განვითარებული და არ გვეძლევა საშუალება, ჩვენი ინტერესები ბოლომდე განვახორციელოთ. სწორედ ამიტომაა, რომ მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა საზღვარგარეთ ცდილობს წასვლას. თუმცა, მიუხედავად მწირი შესაძლებლობებისა, საქართველოს მრავალი უნიჭიერესი ხელოვანი ჰყავდა და ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი - ჩემი მასწავლებელია. სწორედ მისი დამსახურებით ვისწავლე ხატვის საფუძვლები. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მინდა კარიერის აწყობა და იმედია, ბევრი შრომის მერე მიზანს მივაღწევ, შემდეგ უცხოელებსაც გავაცნობ ჩემს ნამუშევრებს.
- რომელი მსოფლიო დონის მხატვრების შემოქმედება მოგწონს გამორჩეულად?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მსოფლიო დონის მხატვარმა იქონია ჩემზე გავლენა... განსაკუთრებით მომწონს მიმდინარეობა ჰიპერრეალიზმი და ძალიან ვაფასებ შოტლანდიელი მხატვრის - პოლ კადენის შემოქმედებას. ასევე, ვგიჟდები იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკეზე - მიქელანჯელოზე, რომელმაც შედევრები შექმნა და ამაში მრავალი ადამიანი დამეთანხმება. აღსანიშნავია მისი მარმარილოს ქანდაკება - "დავითი". ასევე, "განკითხვის დღე", რომელიც შესრულებულია სიქსტეს კაპელას კედელზე. გამორჩეულად მომწონს გუსტავ კლიმტის ნამუშევრები: "კოცნა", "ბაღჩა მზესუმზირებით".
GzaPress
- ლამაზ ქალბატონებს ხატავ...
- ჩემი აზრით, სილამაზე შეიძლება იყოს არა მხოლოდ გარეგნული, არამედ შინაგანიც. სურათმა შეიძლება მიგიზიდოს მასზე დატანილი ემოციებითაც და ეს გახდეს შთაგონების წყარო. ახლა ვცდილობ, გავაფართოო არეალი და განსხვავებული პერსონაჟებიც დავხატო. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეტალებს... პატარა რომ ვიყავი, მეგონა, შეუძლებელი იყო სილამაზის ჩარჩოებს მოურგებელი ადამიანის სახის ნაკვეთების ტილოზე გადატანით ვინმესთვის თავი მომეწონებინა, ამიტომ ყოველთვის ანჯელინა ჯოლის, მონიკა ბელუჩის პორტრეტებს ვხატავდი. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ კარგად შესრულებულ ნახატში მნიშვნელობა არა აქვს პიროვნების ვინაობასა და გარეგნობას, მას აუცილებლად დააფასებენ.
- ამბობენ, რომ რასაც შენ ხატავ, შეუძლებელია ადამიანმა უბრალო ფანქრით შექმნას...
- ვინც ასე ფიქრობს, მათ არც ვამტყუნებ... სანამ ხატვის ტექნიკას შევისწავლიდი, მეც ვერ დამაჯერებდი, რომ ასეთი ნახატების შექმნა უბრალო ფანქრით იქნებოდა შესაძლებელი. ახლა ვიცი, რომ მიზნის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო. ახლა უკვე იქ ვარ, სადაც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი და უზომოდ კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრებით. ვფიქრობ, პატარა ასაკში კარგად განვავითარე საკუთარი ნიჭი და მომავალში, რა თქმა უნდა, უკეთეს ტილოებს შევქმნი.
GzaPress
- როგორც მითხარი, 2 თვე ვერაფერს ხატავდი...
- 2020 წელი ჩემთვის სახარბიელო არ ყოფილა, გავრცელებული ვირუსიდან გამომდინარე. როგორც სხვებს, მეც მომიწია სახლში ყოფნამ, რამაც ჩემზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა. ასეთმა ყოფამ იმდენად დამთრგუნა, რომ ხატვის სურვილიც დამიკარგა. თუმცა, როგორც კი შევძელი სახლიდან გასვლა და მეგობრებთან ერთად გართობა, ფორმაში ჩავდექი და ახლა უკვე ვცდილობ, საკუთარი ნიჭი მაქსიმალურად გამოვიყენო (იღიმის). იმ დადებითმა გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი ნახატების სოციალურ ქსელში ატვირთვას მოჰყვა, მომცა სტიმული და სერიოზულად დამაფიქრა იმაზე, რომ სამხატვრო გზას უნდა გავყვე. ჩემი ოჯახი ყველაფერში მიწყობს ხელს, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. ვეცდები, ოცნებები ავისრულო და გარშემო მყოფებს იმედები არასდროს გავუცრუო.
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.