წიგნის ფორმის აქსესუარები
font-large font-small
წიგნის ფორმის აქსესუარები
"ულამაზესი აქსესუარებით ბავშვებს წიგნებსა და კითხვას ვაყვარებ"

კინოსა და ლიტერატურის თემაზე შექმნილი მინიატიურული წიგნის ნაირფერი ყელსაბამები, სამაჯურები, სანიშნეები, ჩანთები, ბრელოკები - ხელოვნებათმცოდნე ნინო გარაყანიძე ხელნაკეთ ნივთებს ძირითადად, წიგნის თემატიკაზე ქმნის და ამ ულამაზესი აქსესუარებით ბავშვებს წიგნებსა და კითხვას აყვარებს.


- ხელნაკეთი ნივთები პატარაობიდანვე მაინტერესებდა და ხშირად რაც სახლში მქონდა, იმ მასალისგან სახელდახელოდ ვამზადებდი სამკაულებს. მუშაობის პროცესი ძალიან მსიამოვნებდა და ის უფრო მახარებდა, რომ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს - ყველას მოსწონდა. ბავშვობისას პირველად რა გავაკეთე, აღარ მახსოვს, მაგრამ როცა ამ საქმეს უკვე სერიოზულად მოვკიდე ხელი, თიხისგან მინიატიურული წიგნი დავამზადე.
GzaPress
- როგორ გაჩნდა იდეა?
- იდეა ჩემმა შვილმა მომაწოდა. ორი შვილი მყავს და ორივე კარგად ძერწავს, წიგნის კითხვაც უყვართ. თამაშისას გამოძერწეს პატარა წიგნი, რომელიც მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ წიგნის თემაზე აქსესუარებისა და სამკაულების შექმნა. ეს იყო 2015 წელს, მაშინ უფროსი 9 წლის იყო, უმცროსი კი - 6-ის. თავიდან ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართულები, ახლა ძირითადად მე ვმუშაობ. ჯერ სამკაულებს ვამზადებდი, შემდეგ - წიგნის, მუსიკის, ფილმის თემაზე ვქმნიდი აქსესუარებს. კითხვა მეც მიყვარს და მინდოდა, შემეყვარებინა არა მარტო ჩემი შვილებისთვის, არამედ მეგობრების, ახლობლების ბავშვებისთვისაც. მიხარია, რომ ასე მოხდა. შეკვეთების რაოდენობამ თანდათანობით მოიმატა. სასიამოვნოა, თუნდაც მცირე წვლილი შეიტანო იმაში, რომ მომავალ თაობას კითხვა შეაყვარო.
- ყველაზე ხშირად რომელ აქსესუარს ან რომელ წიგნს ირჩევენ ხოლმე?
- უფრო ყელსაბამებზეა მოთხოვნა და კიდევ, ჰარი პოტერისა და პატარა უფლისწულის თემაზე შექმნილ აქსესუარებზე. პოპულარულია ქსოვილის ჩანთები სხვადასხვა პრინტით. ასევე, ლეპტოპის დასადები, ე.წ. ლეფთრეი, რომელიც მრავალფუნქციური და მთელი ოჯახისთვის კომფორტული ნივთია. ლანგრის ფუნქციასაც ასრულებს და ასევე წიგნის დასადებად, ხატვისას, მგზავრობისას, საუზმობისას, კითხვისა და მეცადინეობის დროსაც გამოიყენებთ. ლამინირებული ზედაპირი იძლევა საშუალებას, დასვრის შემთხვევაში იოლად გაიწმინდოს სველი წესით.
GzaPress
- ძირითადად რა მასალით მუშაობთ?
- ჩანთებს თექისა და ტილოსგან ვკერავ, ვიყენებ ხეს, ქვას, რომელსაც ვამუშავებ. თავდაპირველად წიგნის ფორმის სამკაულებისთვის თიხას ვიყენებდი, მაგრამ რაკი საკმაოდ შრომატევადი იყო - თიხის გაშრობას და მერე შეღებვას ბევრი დრო სჭირდება, მოთხოვნა კი იზრდებოდა, - გადავწყვიტე, გამომეყენებინა პლასტმასივით მასალა, რომელსაც ადვილად ვამუშავებ. საკმაოდ შრომატევადია ყდისა და ფურცლების დამზადების პროცესი, რადგან ამ ყველაფერს ხელით ვაკეთებ, მხოლოდ ყდაა ამობეჭდილი. ნამდვილად დიდი შრომა მაქვს ჩადებული თითოეულ ნივთში, მაგრამ მიყვარს ჩემი საქმე და რაც უნდა რთული იყოს, სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც შვილები პატარები მყავდა, ძირითადად ღამე ვმუშაობდი. რაც წამოიზარდნენ, მეტი თავისუფალი დრო მრჩება საქმისთვის, მაგრამ პერსონალური გამოფენა ჯერჯერობით არ მქონია, რადგან გარკვეული რაოდენობის ნივთების თავმოყრა მაინც მიჭირს, ფესტივალებსა თუ გამოფენა-გაყიდვებში კი ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა.
- საუბრისას ახალი გატაცებაც ახსენეთ.
- როდესაც შვილები გყავს, ცდილობ, ყველაფერი ნატურალური გამოიყენო, თანაც, კარანტინის პერიოდში იმდენჯერ გვესმოდა ხელების ხშირად დაბანის მოწოდება, რომ იდეა გამიჩნდა და ხელნაკეთი საპნების დამზადება დავიწყე. მგონი, დროული იყო ამ მიმართულებით ჩემი დაინტერესება, ჯერჯერობით ექსპერიმენტების პროცესში ვარ, სექტემბრისთვის რეალიზაციაზეც ვფიქრობ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.