როგორ ჩაიტანეს ქართული ფილმები დასავლეთ ბერლინში "ცივი ომის" პერიოდში
font-large font-small
როგორ ჩაიტანეს ქართული ფილმები დასავლეთ ბერლინში "ცივი ომის" პერიოდში
"დაიმახსოვრე - პაროლი არის ლენინი!"

ერიკა გრეგორი მეუღლესთან, ულრიხ გრეგორთან ერთად "გერმანული სინემათეკის მეგობრების" თანადამაარსებელი და ამ ორგანიზაციის კინოთეატრ "არსენალის" კურატორია მისი დაარსების დღიდან, ანუ - 1970-დან 2001 წლამდე. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფილმების დასავლეთ ბერლინის მაყურებლისთვის წარდგენის საქმეში. ერიკა და ულრიხ გრეგორებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ კინემატოგრაფისტებთან და ქართული ფილმების დიდ კოლექციას მოუყარეს თავი. გთავაზობთ ერიკა გრეგორის მოგონებას, რომელიც ერთ საინტერესო ფაქტზე მოგვითხრობს.



ერიკა გრეგორი:
- ყველაფერი 1971 წელს, მოსკოვის კინოფესტივალზე დაიწყო. ერთ კვირადღეს, როდესაც ფესტივალის სხვა სტუმრები ნავით სეირნობდნენ, მე და ულრიხს სასტუმროში დაგვირეკეს და გვკითხეს, ხომ არ გვინდოდა ახალი საბჭოთა ფილმის ნახვა? ცხადია, გვინდოდა! შვიდი ადამიანი შეიკრიბა და მოსკოვის გარეუბანში წავედით. იქ, პატარა კინოსარდაფში გავიცანით ოთარ იოსელიანი. მან გვითხრა, რომ მართალია, მისი ფილმი არ შეარჩიეს საფესტივალო ჩვენებისთვის, მაგრამ მას უნდოდა, ის ჩვენთვის ეჩვენებინა. ფილმი თარგმანის გარეშე ვნახეთ, მაგრამ იოსელიანმა აგვიხსნა, რომ თარგმანის საჭიროება არ იყო, რადგან ფილმი უნდა ნახო და არა - მოისმინო. ასე ვნახეთ "იყო შაშვი მგალობელი" და მაშინვე მოვიხიბლეთ. მას შემდეგ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვადევნებთ თვალს იოსელიანის შემოქმედებას, ვცდილობთ, ის სხვა მაყურებლებსაც გავაცნოთ. "არსენალში" მუდმივად ვაჩვენებდით საბჭოთა და აღმოსავლეთევროპულ ფილმებს.
იმ პერიოდში ბერლინის ის ნაწილი, რომელიც ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს ერგო, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. დასავლეთ ბერლინის სამ სექტორს კი აკონტროლებდნენ საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ამერიკის მოკავშირე ძალები. დასავლეთის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ამერიკისთვის, დასავლეთ ბერლინი იყო "თავისუფალი სამყაროს ნიმუში" - თავისუფლების კუნძული კომუნიზმის ზღვაში. საბჭოთა კავშირისთვის კი დასავლეთ ბერლინი იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩარჭობილი ეკალი. ამიტომ რუსული დიპლომატია ცდილობდა, საბჭოთა კავშირის არსებობა დასავლეთ ბერლინის კულტურულ ცხოვრებაშიც საგრძნობი გაეხადა. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ისეთი პატარა ორგანიზაციის არსებობაც კი, როგორიც იყო "გერმანული სინემათეკის მეგობრები" და მისი კინოთეატრი "არსენალი", რომლის სახელიც დოვჟენკოს რევოლუციურ ეპოსს უკავშირდება. ჩვენც არ გვჭირდებოდა ბევრი ხვეწნა, საბჭოთა ფილმები რომ გვეჩვენებინა!
GzaPress
დავუბრუნდეთ საქართველოს. 1971 წლის დეკემბერში საბჭოთა კინოს კვირეულზე ორი ქართული ფილმი ვაჩვენეთ: ელდარ შენგელაიას "არაჩვეულებრივი გამოფენა" და გიორგი შენგელაიას "ფიროსმანი". საბჭოთა ხელისუფლებას ყოველთვის ვთხოვდით, ქართული კინოს კვირეულის მოწყობის ნება მოეცათ, მაგრამ უარით გვისტუმრებდნენ. წესი ასეთი იყო: ორი ფილმი "მოსფილმიდან", ორიც - "ლენფილმიდან" და ერთი ან ორი ფილმი რომელიმე რესპუბლიკიდან. მაგრამ 1974 წელს შანსი გაჩნდა. საბჭოთა კავშირის საელჩოდან მოვიდნენ "არსენალში" და გვკითხეს: ხომ არ გვინდოდა, ლენინის შესახებ ფილმების ჩვენება? არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო, რადგან ლენინზე არსებობს საინტერესო ფილმები - მაგალითად, მიხაილ რომის და სერგეი იუტკევიჩის ნამუშევრები. მაგრამ მე ვუპასუხე: დასავლეთ ბერლინში ლენინის შესახებ ფილმის ჩვენება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მოვიფიქრებ და შესაბამის ნებართვას ავიღებ-მეთქი. მათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ ასეთი ნებართვა არ გვჭირდებოდა. ბოლოს ვუთხარი: "თუ დამეხმარებით ქართული ფილმების კვირეულის ჩატარებაში, ვაჩვენებ ლენინის შესახებ ფილმსაც". ცოტა ვიკამათეთ, მაგრამ ერთ კვირაში მოსკოვიდან დადებითი პასუხი მივიღეთ.
GzaPress
1975 წლის თებერვალში კვირეული ჩატარდა. ბროშურის ყდაზე სოფიკო ჭიაურელის ფოტო იყო, ყდის უკანა გვერდზე - კადრი ფილმიდან "იყო შაშვი მგალობელი". ბუკლეტში მოცემული იყო ლანა ღოღობერიძის, მერაბ კოკოჩაშვილის, თენგიზ აბულაძის, ელდარ და გიორგი შენგელაიების ფილმები (ჩვენი საყვარელი "ფიროსმანი"). წარმოდგენილი იყო ადრეული ფილმებიც - ნიკოლოზ შენგელაიას და მიხეილ კალატოზოვის სურათებიც. "ჯიმ შვანთეს" მოპოვება დასავლური წყაროებიდან მოხერხდა, რადგან საბჭოთა სტრუქტურებმა გვითხრეს, რომ ქართველებს არ უნდოდათ ამ ფილმის ჩვენება. სხვა დიპლომატიური და საორგანიზაციო პრობლემებიც მოგვარდა და დასავლეთ ბერლინში ქართული კინოს კვირეული პირველად ჩატარდა.
პროგრამა როდესაც გამოქვეყნდა, დამირეკა კენ ვლაშინმა, რომელიც იმ დროს ლონდონის ეროვნული კინოთეატრის პროგრამის შემდგენელი იყო და მითხრა: ერიკა, როგორ მოახერხე ქართული ფილმების კვირეულის მოწყობა? ორი წელია, ამას ვითხოვ საბჭოთა კავშირის საელჩოსგან და მუდამ უარს მეუბნებიანო. მე ვუპასუხე: "კენ, დაიმახსოვრე - პაროლი არის ლენინი!"
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.