"საქართველოში პროფესიონალიზმს დაფასება არა აქვს"
font-large font-small
"საქართველოში პროფესიონალიზმს დაფასება არა აქვს"
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის

თამარ გოგიაშვილი დღეს ბარსელონაში ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერია. საქმიანობა ნულიდან დაიწყო, მაგრამ ძალიან ბევრს შრომობდა და დასახულ მიზანს მაინც მიაღწია.


- რა გახდა თქვენი ემიგრაციის მიზეზი?
- მიუხედავად იმისა, რომ კარგი ეკონომისტი ვიყავი და სამსახურიც მქონდა, მაინც ყოველთვის არასტაბილური მომავლის განცდა მაწუხებდა. სამწუხაროდ, საქართველოში პროფესიონალიზმს დაფასება არა აქვს. ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, ბარსელონა ძალიან მომეწონა და ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე ქართველებსა და ესპანელებს შორის. ჩემთვის მისაღები იყო მათი ცხოვრების რიტმი, კლიმატი და კიდევ ბევრი სხვა რამ, რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. რაც მთავარია, ჩემს არჩევანს არ ვნანობ.
- მაინც რა მსგავსება აღმოაჩინეთ ქართველებსა და ესპანელებს შორის?
- მულტიკულტურულია ბარსა, ტემპერამენტით ძალიან ვგავართ ერთმანეთს - მათაც ჩვენსავით უყვართ გართობა, თბილი და ყურადღებიანი ხალხია. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტი ვიყავი, ყოველთვის მეხმარებოდნენ და გვერდით მედგნენ. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ალბათ, ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ აქაურობას ადვილად შევეგუე. სულ ვმუშაობდი და ნოსტალგიისთვის ვერ ვიცლიდი. თუმცა, ბუნებრივია, მენატრებოდა თბილისი და თბილისური ურთიერთობები, მეგობრები. ეს ყველაფერი დღესაც მაკლია, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი მეგობარი მყავს.
- თავდაპირველად, სად მუშაობდით?
- ერთ-ერთი სასტუმროს სამზარეულოში, მაგრამ იმის გამო, რომ მუშაობის უფლება არ მქონდა და კონტრაქტს ვერ გამიფორმებდნენ, თავის დანებება მომიხდა. ამ დროს უკვე ენაც ვიცოდი და სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე. "წითელი ჯვრის" საერთო საცხოვრებელში ქართული ენის მცოდნე სჭირდებოდათ - იქ ბევრი ქართველი ცხოვრობდა და მომსახურე პერსონალთან კომუნიკაცია უჭირდათ. გარდა იმისა, რომ ენის ბარიერის დაძლევაში ვეხმარებოდი, ფსიქოლოგიურ დახმარებასაც ვუწევდი მათ, ვცდილობდი დამეკვალიანებინა, როგორ გაევლოთ ადაპტაცია. 4 წელი ვიმუშავე "წითელ ჯვარში", მაგრამ მინდოდა, პარალელურად რამე შემესწავლა და ტყავზე მუშაობით დავინტერესდი. საერთოდ, ესპანეთში ტყავის დამუშავების კულტურა მაღალ დონეზეა განვითარებული. გავწევრდი "კატალონიის არტისტების ასოციაციაში", სადაც ეს საქმიანობა პროფესიონალურად შევისწავლე, გავიარე რამდენიმე საფეხური, ტრენინგები და ჩემი ნაკეთობების გაყიდვის ლიცენზია მივიღე.
GzaPress
- რა ნივთებს ამზადებთ?
- ქამრებს, პაჟებს, საფულეებს, ჩანთებს - ეს ყველაფერი ხელით იქმნება და მთელი ხიბლიც ამაშია. პირველი გამოფენა 2017 წელს მქონდა, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, შემდეგ კი - 2019 წელს, კატალონიის მთავარ საგამოფენო დარბაზში, მეგობარ დიზაინერებთან ერთად. ეს იყო მასშტაბური გამოფენა, სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ორნამენტები მქონდა გამოყენებული... ვაპირებ, შევქმნა ფეხსაცმლის დიზაინი და ვაწარმოო კიდეც. მარტო ვაკეთებ ამ ყველაფერს. ფიზიკურად ბევრი მუშაობა მიწევს, მაგრამ მომწონს ეს საქმე.
- ამ ექვსი წლის განმავლობაში, რაც საცხოვრებლად ესპანეთში გადმოხვედით, თუ იყავით საქართველოში და რა ცვლილებები შეამჩნიეთ იქ?
- ყოველ წელს ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას. პირველად ოთხი წლის შემდეგ ჩავედი და ცვლილებები თვალში საცემი იყო. რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა, თავისუფალი თაობა დავინახე. ასე არ იყო ექვსი წლის წინ... თუმცა სოციალური მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ადამიანებს ყოველდღე უწევთ ფიქრი თავის გატანაზე.
- საქართველოში დაბრუნებასა და თქვენი საქმიანობის იქ გაგრძელებაზე თუ გიფიქრიათ?
- საქართველოში დაბრუნებაზე ყველა ემიგრანტი ფიქრობს, თუმცა ჩემი საქმიანობის იქ გაგრძელების პერსპექტივას ვერ ვხედავ. დაბოლოს, მინდა გითხრათ, სადაც უნდა იყო, იოლი არ არის ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაცია, მაგრამ თუ მიზანს დაისახავთ, ამას აუცილებლად შეძლებთ.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.