ხისა და კერამიკის საინტერესო სინთეზი
font-large font-small
ხისა და კერამიკის საინტერესო სინთეზი
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ

4 წლის წინ, როდესაც მხატვარმა გიორგი რობაქიძემ და კერამიკოსმა ელენე ჩლაიძემ დაქორწინება და ახალ სახლში ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, ბევრი ნივთიც თავიანთი ხელით შექმნეს. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ. ავტოფარეხი სახელოსნოდ გადააკეთეს და დღემდე იქ მუშაობენ.

GzaPress
გიორგი:
- ხის მასალაზე მუშაობა ბავშვობიდან მომწონდა. ხის ოსტატი ირგვლივ არავინ მყავდა, მაგრამ სოფელში გავიზარდე და დიდ დროს ვატარებდი იმ ოთახში, სადაც ბაბუა იარაღებს ინახავდა. ინსტრუმენტებით ვერთობოდი და ხისგან მცირე ზომის ფიგურებს ვთლიდი, რაც ძალზე მსიამოვნებდა. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელშიც ჩავაბარე, სახვითი ფაკულტეტის დამთავრების მერე კი, გარკვეული პერიოდი ძიების პროცესში ვიყავი. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი სამუშაო მასალა ხე უნდა ყოფილიყო. ერთხანს ესპანეთში, ტოლედოში ვცხოვრობდი. იქ კერამიკის სახელოსნოში შევისწავლე თიხაზე მუშაობა, მაღალი ხარისხის ღუმელთან და მასალებთან მუშაობის გამოცდილებაც მივიღე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მალევე გავიცანი ელენე, დავოჯახდით და აღმოვაჩინეთ, რომ ეს 2 მასალა - ხე და კერამიკა - ერთმანეთს ძალიან უხდებოდა.
GzaPress
ელენე:
- აკადემიაში კურსელები ვიყავით, მაგრამ მაშინ ერთმანეთი არ შეგვიმჩნევია. ბავშვობაში თიხის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო ქანდაკების ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ დედამ გადამაფიქრებინა. სკოლის პერიოდში ხელნაკეთ თოჯინებს ვაკეთებდი და გამოფენებზე გამქონდა, ამიტომ ტანსაცმლის დიზაინზე ჩავაბარე, თუმცა ისე მოხდა, პირველი 2 კვირა ჯგუფში ვერ ჩავეწერე, შემდეგ ადგილი აღარ იყო და მითხრეს, დროებით რომელიმე სხვა დარგი ამერჩია და მეორე სემესტრიდან გადამიყვანდნენ. ასე მოვხვდი კერამიკის ფაკულტეტზე. დედა მაშინაც შემეწინააღმდეგა, მექოთნე შვილი არ მინდაო (იცინის), მაგრამ მაინც ამ ფაკულტეტზე დავრჩი. ძალიან გამიმართლა, რომ გია იაშვილი და ალდე კაკაბაძე იყვნენ ჩემი პედაგოგები. არაჩვეულებრივი კერამიკოსი იყო ქალბატონი ალდე, ცოცხალი ადამიანივით გაგვაცნო და შეგვაყვარა კერამიკა. სასიამოვნოა თიხასთან შეხება, ორგანული, ცოცხალი მასალაა და გამშვიდებს, სხვა განზომილებაში ხარ, მუშაობის პროცესში სხვაზე არაფერზე ფიქრობ. ამიტომაც მიიჩნევენ თერაპიად. ხელოვნების სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ და ამაში თავადაც არაერთხელ დავრწმუნდი. ჩემი ერთი ლექტორი გვეუბნებოდა, გაბრაზებულები ჩარხთან ნუ დასხდებით და თიხას ნუ შეეხებით, ცუდ ენერგეტიკას იღებს და მერე ღუმელში სკდებაო. მართლაც ასეა, თუ დაძაბული ხარ, თუ მიფუჩეჩებით აკეთებ, თუ არ ეფერები, კარგი არ გამოდის. სამუშაო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია - ნედლ თიხას ამუშავებ, ფორმას აძლევ, სამჯერ გამოწვა და მოხატვა სჭირდება... დაახლოებით ერთი კვირა მხოლოდ გაშრობას უნდა. ძირითადად ხელით მუშაობ. ამ მასალით ბევრი ნივთის დამზადება შეიძლება, ინტერიერისთვის იქნება განკუთვნილი თუ ექსტერიერისთვის.
GzaPress
გიორგი:
- ვცდილობ, ჩემი ხედვით შევქმნა ნამუშევრები. ხეც ისეთივე ორგანული მასალაა, როგორიც თიხა. ხეზე მუშაობა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება - აუცილებლად გამომშრალი ხე უნდა გამოიყენო, რადგან ნედლი დეფორმირდება და სკდება, თან არც გემორჩილება. უნდა იცოდე ხის მასალის კატეგორიები - რომელი ხეა მაგარი, ხოლო რომელი რბილი დასამუშავებელი, როგორ უნდა შეინახო, ჭია რომ არ გაუჩნდეს და ა. შ.. ხეს თიხისგან განსხვავებით ინსტრუმენტით დამუშავება სჭირდება. ამიტომ ხესთან ერთად ინსტრუმენტსაც უნდა მოერგო. რაც მთავარია, ნამუშევრებში უნდა ჩანდეს, რომ ეს მხატვრის გაკეთებულია. მასობრივი მოხმარების ნივთის დამზადება უფრო ხშირად მიწევს, რადგან მოთხოვნაა ასეთი, მაგრამ ვცდილობ, მხატვრული ღირებულების იყოს. რაც შეეხება, ხისა და კერამიკის სინთეზს, ეს იდეა ჩვენი დაოჯახების შემდეგ გაჩნდა.
GzaPress
ელენე:
- როდესაც ამ სახლში გადმოვედით საცხოვრებლად, ბევრი რამ ჩვენი ხელით გავაკეთეთ - ხის დაფები, ჭურჭელი, ჭაღი, ეს ბარიც გიორგის დამზადებულია. მოკლედ, მეგობრები რომ მოვიდნენ, ყველას ძალიან მოეწონა და გვკითხეს, სოციალურ ქსელში რატომ არ ვდებდით ფოტოებს. მართლაც დავდეთ ერთი ნამუშევრის ფოტო, მერე მეორის, ხალხს მოეწონა და ვიფიქრეთ, რომ ღირდა სახელოსნო გაგვეკეთებინა და ახალი საქმე წამოგვეწყო. არ ვაქტიურობთ და არ ვაპიარებთ ჩვენს საქმიანობას, მაგრამ "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" გვერდის მოწონებები სულ უფრო და უფრო იმატებს. ეს დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, მუშაობაში ნელ-ნელა ვიზრდებით და ვიხვეწებით. ყველაზე მოთხოვნადი მაინც სამზარეულოს დაფები და სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელია. ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს, სამომავლოდ ავეჯისა და ინტერიერის სხვა ნივთების წარმოებასაც ვფიქრობთ, მაგრამ ორივე ვმუშაობთ და დრო აღარ გვრჩება, თან სახელოსნო სახლიდან მოშორებით გვაქვს. ორივეს გვენატრება ჩვენი საქმის კეთება - გიორგის ხატვა, მე - ქანდაკება, მაგრამ ამას კიდევ უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.