ხის ოსტატი, რომელიც შეგირდების ყოლაზე ოცნებობს
font-large font-small
ხის ოსტატი, რომელიც შეგირდების ყოლაზე ოცნებობს
ხელშეწყობა რომ მქონდეს, ახალგაზრდებს ვასწავლიდი ამ საქმეს"

რესან ჟოჟაძე ქედაში, სოფელ უჩხითში ცხოვრობს. ბავშვობაში თურმე მფრინავობაზე ოცნებობდა, ახლა დურგალია და ულამაზეს, ნაირნაირ ჭურჭელსა და ნივთებს ამზადებს - ფილთაქვებს, გობებს, თეფშებს, სასალათეებს, საათებს, ჭაღებს, სათამაშოებს... ხის დამუშავება ბაბუასგან შეისწავლა და დღემდე მისი დანატოვარი, დაჟანგული დანადგარებით მუშაობს. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გააქტიურდა, სოციალურ ქსელში ნამუშევრების ფოტოები ატვირთა, რასაც წარმოუდგენელი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა. რესანის ოცნებაა, მის ნამუშევრებს ეწეროს: "დამზადებულია საქართველოში", ჰქონდეს თანამედროვე დანადგარები და თავისი მშობლიური სოფელი ტურისტებისთვის საინტერესო გახადოს.

- უჩხითი მაღალმთიანი, ძალიან ლამაზი სოფელია, ტურისტული პოტენციალიც აქვს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება, სოფელი ახალგაზრდებისგან სულ რომ არ დაიცალოს. ადრე 84 კომლი ცხოვრობდა, ახლა ნახევარზე მეტი ბათუმშია სამუშაოდ წასული, ბევრიც - თურქეთში. 17 წლიდან მეც ხშირად მიწევდა თურქეთში საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობა, ჩაის ვკრეფდი, ერთხანს მანქანებზეც ვტვირთავდი. პანდემიის გამო ესეც შეუძლებელი გახდა, თუმცა ეს პერიოდი ჩემთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა.
GzaPress
- როგორც მითხარი, ეს საქმე ბაბუამ შეგასწავლა, როცა 13-14 წლის იყავი. რთული იყო?
- ბაბუა კარ-ფანჯრის ხელოსანი იყო, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა: კოვზებს, ჯამებს, თეფშებს. ის ხელით მუშაობდა. მისმა საქმიანობამ მეც დამაინტერესა და ხშირად ვუყურებდი, რას და როგორ აკეთებდა. ხან რაღაცას გავაფუჭებდი, ხან კარგად გამომივიდოდა და ასე, ნელ-ნელა ვისწავლე. 16 წლის რომ გავხდი, რაკი მატერიალურად შეძლებულად არ ვცხოვრობდით და სწავლის გაგრძელების საშუალებაც არ მქონდა, მეზობლად "ცეხი" იყო და იქ დავიწყე მუშაობა - თან ვსწავლობდი და თან ხელფასს მაძლევდნენ. დაახლოებით ერთი წლის წინ, ინტერნეტში ხის მაჯის საათი ვნახე და გადავწყვიტე, თვითონაც მეცადა გაკეთება. დეტალების დასამზადებლად ერთი კვირა მაინც დამჭირდა. ფოტო სოციალურ ქსელში რომ ავტვირთე, ბევრს მოეწონა, რამაც სტიმული მომცა და სხვა რამეების კეთებაც დავიწყე. ბევრი ისეთი ჭურჭელი დავამზადე, მსოფლიოში ანალოგი რომ არ აქვს. ახლა შეკვეთებს ვეღარ ავუდივარ. დღეში მხოლოდ 4-5 ნაკეთობის დამზადება შემიძლია. ოჯახის წევრები მეხმარებიან, მაგრამ ძირითადად, ყველაფერს მარტო ვაკეთებ. გარდა ამისა, თანამედროვე დანადგარები არ მაქვს, რაც ჩემთვის დიდი პრობლემაა - სამუშაო პროცესი ამის გამო უფრო რთულად მიდის. ხელშეწყობა რომ მქონდეს, რამდენიმე ახალგაზრდას შევასწავლიდი საქმეს და შემდეგ დავასაქმებდი კიდეც, ეს სოფელსაც წაადგება და ქვეყანასაც. ტურისტებს რომ დავაინტერესებ, ისინი სოფელშიც ამოვლენ და აქაურობასაც მოინახულებენ. ერთი გიდი დამიკავშირდა, სექტემბერში ინგლისელ ტურისტებს ველოდები და თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა, უჩხითში უნდა ჩამოვიყვანოო. ესპანეთიდანაც აპირებენ ტურისტები ჩემს სოფელში ჩამოსვლას.
GzaPress
- რა პროცესს გადის ხე, ვიდრე მას ფორმას მისცემ და რთულია თუ არა მასალის მოპოვება?
- მასალის მოპოვება ნამდვილად რთულია, ხშირად შეშას ვიყენებ. არის პროგრამა, რომლის მიხედვითაც ერთ ოჯახს 16 კუბი შეშა ეკუთვნის. მე ვიწერ შეშას და რაც დაუზიანებელია, ვინახავ, ზოგსაც ვყიდულობ. ყველა მასალას სხვადასხვანაირი დამუშავება სჭირდება. ყველაზე კარგი დასამუშავებელი და ადვილად დასამორჩილებელია ცაცხვი. დამუშავების პროცესი შრომატევადია, დიდი დრო სჭირდება. როდესაც ხესთან მუშაობ, არ უნდა იფიქრო იმაზე, რამდენს გააკეთებ დღეში და რამდენი შემოსავალი გექნება. ხე უნდა გიყვარდეს და უნდა იცოდე, როგორ მოექცე მას. სიყვარული, ისევე, როგორც ყველა საქმეში, აქაც მნიშვნელოვანია. უკვე საზღვარგარეთიდანაც ბევრი შეკვეთა მაქვს: საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან. თუ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მექნება, ჩემს ქვეყანასა და ხალხს სიკეთით გადავუხდი თანადგომას.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.