"ძალიან მოუქნელი ვიყავი, ბავშვობაში ცეკვიდანაც კი გამომიშვა მასწავლებელმა"
font-large font-small
"ძალიან მოუქნელი ვიყავი, ბავშვობაში ცეკვიდანაც კი გამომიშვა მასწავლებელმა"
როგორ გახდა "ხესავით მოუქნელი" ნათია ძალიან მოქნილი

ნათია ლაშაურის ვიდეოებს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა და მოწონება აქვს, ბევრ ადამიანსაც გაუჩინა სურვილი დაკავდეს იოგით. როდესაც ვარჯიშობ, ამ დროს გონება ითიშება, არაფერზე ფიქრობ და შენი თავის უფალი ხდებიო, - ამბობს ნათია. მის შვილებს ძალიან მოსწონთ დედის საქმიანობა და ხშირად ვიდეოს მეგობრებსაც უზიარებენ.


- თითქმის ოთხი წელია, რაც იოგით ვარ დაკავებული. ამით 33 წლის ასაკში დავინტერესდი, რადგან ხერხემლის პრობლემა მქონდა. პირველსავე გაკვეთილზე მივხვდი, რომ ეს საჩემო იყო. მანამდე ძალიან მოუქნელი ვიყავი. ბავშვობაში ცეკვიდანაც კი გამომიშვა მასწავლებელმა, რომელმაც დედაჩემს უთხრა, - წაიყვანეთ ეს ბავშვი, ამის აქ სიარულს აზრი არ აქვს, ხესავით მოუქნელიაო.
- ვინც შენს ვიდეოებს ნახავს, დარწმუნდება, რომ საოცრებებს აკეთებ.
- მთავარია, დაიჯერო, საკუთარი თავი დაარწმუნო, რომ ყველაფერი გამოგივა. ბევრი ვარჯიშიც არ არის საჭირო, უბრალოდ, დაიჯერეთ და თქვენც შეძლებთ.
- რატომ უნდა დაინტერესდეს ადამიანი იოგით?
- პირველ რიგში, იოგა ხსნის სტრესს, ბედნიერსა და თავისუფალს გხდის. თვალებს რომ ხუჭავ, გადიხარ სამყაროდან და მხოლოდ თავისუფლებას გრძნობ. ეს საოცარი შეგრძნებაა; იმდენად საოცარი, რომ მიჭირს ამის სიტყვებით გადმოცემა, ეს უნდა განიცადო. ასევე, სამკურნალოდაა კარგი: სხეულის ყველა კუნთი "იღვიძებს". ისეთ კუნთებსაც კი აღმოაჩენთ, რომლის არსებობის შესახებაც არ იცოდით. სიცოცხლის ხალისს იბრუნებთ და ბედნიერებას შეიგრძნობთ. ვფიქრობ, საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ დაკავდეთ იოგით, თუმცა, ეს არ უნდა აქციოთ რუტინად, ნამდვილად უნდა გინდოდეთ და სიამოვნებას იღებდეთ ამით.
GzaPress
- დღეში რამდენ საათს ვარჯიშობთ?
- გაწერილი გრაფიკი არ მაქვს. ვვარჯიშობ ყველგან, სამზარეულოში, სარეცხის გაფენის, სახლის დალაგების დროსაც კი. ეს სიამოვნებას მანიჭებს, იმიტომ კი არ ვვარჯიშობ, რომ აუცილებელია. კვირაში სამი დღე მაქვს იოგის გაკვეთილი.
- როგორ იკვებებით იმისთვის, რომ ფორმა შეინარჩუნოთ?
- დიეტაზე არ ვარ და უარვყოფ იმ მოსაზრებასაც, რომ თუ იოგით დაკავდები, ვეგეტარიანელი უნდა გახდე. ჩემდა სამარცხვინოდ, ძალიან ცუდად ვიკვებები (იცინის). ყველაფერს ვჭამ, რაც მომწონს და მიყვარს. დღის განმავლობაში მივირთმევ ბევრ ტკბილეულს, თუმცა წონაში არ ვიმატებ, რადგან საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ იმ საკვებით სიამოვნებას ვიღებ და არ გავსუქდები. მთავარი ადამიანში ფსიქოლოგიაა. თუ ისწავლით, როგორ მართოთ საკუთარი თავი, აუცილებლად ყველაფერს შეძლებთ და ისწავლით ბედნიერების შეგრძნებას. ხშირად გაუგზავნეთ სამყაროს ბედნიერების მესიჯები და ის უკან ორმაგ ბედნიერებას დაგიბრუნებთ.
GzaPress
- როგორ მიიღო ეს თქვენმა მეუღლემ?
- თავიდან არ მოსწონდა, მაგრამ დღეს ხელს მიწყობს და მეხმარება ყველაფერში. მალე 15 წელი შესრულდება, რაც ცოლ-ქმარი ვართ და უკვე ვიცით ერთმანეთის ფსიქოლოგია. დაინახა, რომ ამით ბედნიერი ვარ და მასაც ხომ ეს უნდა. ყოველთვის გვერდით მიდგას და მამხნევებს, სხვანაირად იდილიაც ვერ გვექნებოდა.
- სამი შვილის დედა ხართ. როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს?
- იცით, როგორი დედა ვარ? სრულ თავისუფლებას ვაძლევ შვილებს. უფროსი უკვე თინეიჯერია, ტყუპი კი 11 წლისები არიან. პატარა გოგონა საბურთალოს საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, ბიჭებთან. არ დამიშლია, რადგან ვხედავდი, რომ ეს უნდოდა. თუ ასე მივუდგებით და შვილებს თავისუფლებას მივცემთ, არც დედობა გაგვიჭირდება და არც დედობასთან საქმის შეთავსება.
- ავარჯიშებთ ბავშვებს? საერთოდ, რა ასაკიდან არის დაშვებული იოგის შესწავლა?
- პატარა ასაკიდან არის შესაძლებელი და უფრო იოლიცაა მათი სხეულის დამუშავება, მაგრამ მე 13-14 წლის მოზარდებთან ვმუშაობ. ამ ასაკში კარგად ხვდებიან, რასაც ვეუბნები.
GzaPress
- ეკლესია კრძალავს იოგას. რატომ?
- არ ვიცი, რატომ კრძალავს, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაურკვეველია. იოგა ასოცირდება ბუდიზმთან და ალბათ ამიტომ, მაგრამ ასეთი დაგმობა უბრალოდ წარმოუდგენელია. მე ქრისტიანი ვარ, ვერ ვახერხებ ტაძარში სიარულს, მაგრამ ღმერთი მწამს. იოგას ჩემი რწმენა არ შეურყევია და ყველა ჩემი მეგობარი ასეა.
- არის თუ არა დაინტერესება და შემოთავაზებები კომპანიებისგან?
- სარეკლამო კომპანიების მხრიდან ხშირად მაქვს სხვადასხვა სახის შემოთავაზება. მიხარია, რომ იოგა ნელ-ნელა მკვიდრდება საქართველოში და ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. თუ გინდა იპოვო საკუთარი თავი და იყო ბედნიერი, უნდა სცადო და რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ მიხვდებით, რომ თქვენ შეიცვალეთ.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.