"ჩემი ქვეყანა იმიტომ კი არ დავტოვე, რომ იქ არ დამედგომებოდა, ქართველი შემიყვარდა, ეს ქვეყანა შემიყვარდა..."
font-large font-small
"ჩემი ქვეყანა იმიტომ კი არ დავტოვე, რომ იქ არ დამედგომებოდა, ქართველი შემიყვარდა, ეს ქვეყანა შემიყვარდა..."
"საქართველო ჩემი სახლია, უკრაინაში აღარ ვბრუნდები"

"საქართველო ჩემი სახლია, უკრაინაში აღარ ვბრუნდები, აქ არის ჩემი ქმარი, შვილი და აქ მინდა ინტეგრირება. ოთხი უცხო ენა ვიცი და ქართულადაც ყველაფერს ვისწავლი. მინდა, აქ ვიყო წარმატებული შეფმზარეული და ყველა ის შესაძლებლობა გამოვიყენო, რასაც ქართული მიწა იძლევა", - ამბობს "მასტერშეფის" ფინალისტი იანა კუცი, რომელიც პროექტის შემდგომ ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და გეგმებს გვიზიარებს და მის პირად ცხოვრებაზე, ინტერესებსა და ოცნებებზე გვესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ცნობილების ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"თქვენს ქვეყანაში მაინც უცხოელი ვარ და როცა ამდენი ადამიანი ასე მგულშემატკივრობდა, ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო. მართალია, ბევრიც ილანძღებოდა, ქართული რომ არ ვიცი, მაგრამ ადრე თუ გვიან, ვისწავლი. უცნობები ფოტოს გადაღებას მთხოვენ - ეს როგორც საამაყო, ისე საპასუხისმგებლოა..."

"ქმარმა მითხრა - არ შეიძლება, ყველას მოსწონდეო. მართალია. მე მყავს მეგობრები,
ნაცნობები, რომელთაც ვუყვარვარ, პატივს მცემენ, ასევე, ისეთებიც, რომლებსაც დიდად არ ვეხატები გულზე, ამიტომ, ეს ალბათ ჩვეულებრივი ამბავია ყველას ცხოვრებაში..."

"ჩემი ქვეყანა იმიტომ კი არ დავტოვე, რომ იქ არ დამედგომებოდა ან თავს ცუდად ვგრძნობდი. ქართველი შემიყვარდა, ეს ქვეყანა შემიყვარდა, აქაური კულტურა, ბუნება, კულინარია და იმიტომაც ჩამოვედი. მინდა, მთელ მსოფლიოს მოვუთხრო საქართველოს შესახებ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს..."

"ჩემმა ქმარმა საქართველო ჩემთან ერთად "ისწავლა", ბევრ ადგილას არ იყო ნამყოფი, მაგალითად - გუდაურში. მთელ ცხოვრებას ატარებ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენელი სილამაზეა, განსაკუთრებით მთები, ტბები, უღელტეხილები და წარმოდგენა არ გაქვს ამ ყველაფერზე. ხალხი სხვა ქვეყნებიდან ჩამოდის ამის სანახავად, თვითონ ქართველები კი საზღვარგარეთ დადიან და საკუთარს არ აფასებენ, საოცარია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 13 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.