"არავის ვაბულინგებ, ეს უბრალოდ, პაროდიაა"
font-large font-small
"არავის ვაბულინგებ, ეს უბრალოდ, პაროდიაა"
რა კომპლექსების დაძლევას ცდილობს თორნიკე მურღულია

თორნიკე მურღულიას ვიდეოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო - 44.000 გამომწერი ჰყავს სხვადასხვა ქვეყნიდან. მან სახალისო ვიდეოებით განსაკუთრებით ემიგრანტებს შეაყვარა თავი. გვარის მიუხედავად, სამეგრელოს არ იცნობს და მეგრულადაც ვერ საუბრობს. ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. ფიზიკა-მათემატიკური დაამთავრა და ბანკში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს.


- როგორი ბავშვი იყავი? მსახიობური ნიჭი თუ გქონდა?
- ძალიან მსუქანი და წყნარი ვიყავი (იცინის). ადგილიდან არ ვიძროდი, თუ ვინმე არ მაიძულებდა. მე-10 კლასში გახლდით, პირველად მესხიშვილის თეატრში, სპექტაკლში რომ მივიღე მონაწილეობა. ერთ წარმოდგენაში სამ როლს ვთამაშობდი და წარმატებით გამომივიდა. მთელი დარბაზი ტაშს მიკრავდა. მამას შესთავაზეს, თბილისში გავეშვი, რათა თეატრალურში მესწავლა, მაგრამ უარი თქვა, პატარაა და მარტო ვერ დავტოვებო.
- პირველი ემოცია გაიხსენე, როცა დიდ სცენაზე აღმოჩნდი?
- რა თქმა უნდა, საოცარი შეგრძნება იყო, წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში. ამდენი განათება ჩემკენ რომ იყო მომართული, ცოტა შემეშინდა. სავსე დარბაზში, ამდენი ადამიანის წინაშე წარდგენა იოლი არ აღმოჩნდა. მეშინოდა, - ვაითუ ვერ შევძლო, არ დამცინონ-მეთქი. ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე. ჩემს თავს ვუმეორებდი: თორნიკე, შეძლებ-მეთქი. ისე მიდიოდა მთელი სპექტაკლი, გარშემო ვერავის ვხედავდი, მხოლოდ საკუთარ თავს ვამხნევებდი. ფიქრებიდან მაყურებლის ტაშმა და ოვაციებმა გამომაფხიზლა. მივხვდი, ყველაფერი გამომივიდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
GzaPress
- თუმცა, ამ ბედნიერებისა და სცენის ასეთი სიყვარულის მიუხედავად, თეატრალურზე არ ჩააბარე...
- ოჯახის რჩევით, ფიზიკა-მათემატიკურზე ჩავაბარე და წარმატებითაც დავამთავრე. იმ დროს, რასაც თეატრში სიარულს ვახმარდი, ჩემი მშობლები დაკარგულად თვლიდნენ, თუმცა ახლა დედა ხშირად მეუბნება, - თუ მაინც ამ გზით ივლიდი, ნეტავ, მაშინვე გაგვეშვი თბილისში, როცა ეს შემოგვთავაზესო. მაშინ მეც ვფიქრობდი, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ფიზიკა-მათემატიკურზე ჩავაბარებდი, მიყვარდა მათემატიკა.
- როგორ მიიღეს შენი ვიდეოები თანამშრომლებმა, შენ ხომ სერიოზული სამსახური გაქვს.
- კარგად მიიღეს ეს ყველაფერი. არ მახსენდება, ჩემს ვიდეოებს ვინმესგან უარყოფითი შეფასება მოჰყოლოდა. ასე რომ მომხდარიყო, მათ ალბათ აღარც ჩავწერდი.
- როგორი ხარ კადრს მიღმა და ითვალისწინებ თუ არა საზოგადოების აზრს?
- კადრს მიღმა ერთი კომპლექსიანი ბიჭი ვარ. ვცდილობ, ეს კომპლექსები დავამარცხო... რაც შეეხება ხალხის აზრს, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. იმის შიში მქონდა, ვინმემ ცუდი არ თქვას ჩემზე, ვინმემ არ დამცინოს-მეთქი, თუმცა მადლობა ღმერთს, ასე არ მომხდარა, პირიქით, დიდ სიყვარულს ვგრძნობ საზოგადოების მხრიდან. ამიტომაც მინდა, ჩემს თავში ეს კომპლექსები დავამარცხო.
- მომიყევი, როგორ დაიწყე ვიდეოების გადაღება?
- თავიდან ვიდეოებს ვწერდი მხოლოდ მეგობრებისთვის და "სთორიზე" ვტვირთავდი. მხოლოდ ის ადამიანები ნახულობდნენ, ვისაც მოვნიშნავდი. შემდეგ ერთი ვიდეო გამისაჯაროვა მეგობარმა და იმხელა მოწონება, გამოხმაურება მოჰყვა, გადავწყვიტე, კიდევ გადამეღო და საჯაროდ უკვე თვითონ ამეტვირთა.
- ვინ გეხმარება ფორმებისა და მაკიაჟის შერჩევაში?
- მეუღლე. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, მაკიაჟსაც ის მიკეთებს, ტანსაცმელსაც ერთად ვარჩევთ. მოკლედ, ისიც ჩავრთე ამ ამბავში. გამიჭირდა მისი დათანხმება, რადგან ძალიან წყნარი და მორიდებულია, თუმცა, ბევრი თხოვნის შემდეგ, რაღაცნაირად დავითანხმე და მგონი, არც შევცდი - მასაც კარგად გამოსდის ეს ყველაფერი. გადაღების პროცესი კიდევ ერთი მხიარულებაა - ჩაშლილი კადრები, ტანსაცმლის შერჩევა, მაკიაჟის გაკეთება, სცენარის დადგმა და გადაღებამდე ტექსტების გამეორება. ძალიან ვხალისობთ ამ ყველაფერზე.
- ბოლო ვიდეოები მიუძღვენი პოლიტიკოსებს, ეს შენი მხრიდან მათი დაბულინგების მცდელობა ხომ არ არის?
- ამას ხშირად მეკითხებიან და იმედია, თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ყველას გავცემ პასუხს: არავის ვაბულინგებ, უბრალოდ, ეს პაროდიაა. საერთოდ, აპოლიტიკური ვარ, არასოდეს ვერევი პოლიტიკაში. იმხელა გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკოსების პაროდიებს, რომ არ გავჩერდები და კვლავ გავაგრძელებ.
GzaPress- რატომ მაინცდამაინც ქალი პოლიტიკოსების, მსახიობების პაროდიები და არა მამაკაცის?
- კაცი რომ კაცის პაროდიას აკეთებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მამაკაცი რომ პარიკს მოირგებს, მაკიაჟს გაიკეთებს და შეძლებს, გააცოცხლოს ბუმბერაზი მსახიობები, ეს უფრო საინტერესოა. სწორედ ამიტომ შემიყვარა მაყურებელმა.
- ოჯახის შესახებაც გკითხავთ, როგორი მეუღლე ხართ?
- საკუთარი თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ იდეალური ქმარი ვარ. მე და ჩემი მეუღლე არასოდეს ვჩხუბობთ და ვკამათობთ, ყველაფერს ვაკეთებ მისი ბედნიერებისთვის. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და ყოველთვის ვეუბნები, თუ რამე არ მოგეწონება, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როცა შემეშლება, გამოვასწორებ-მეთქი. ამ პრინციპებით ვცხოვრობთ და ამართლებს კიდეც. ვთვლი, რომ ოჯახიდან ჩხუბისა და აურზაურის ხმა არ უნდა გადიოდეს, ლაპარაკით ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია.
- მეუღლე არ ეჭვიანობს, სოციალურ ქსელში ამდენი გოგო სიყვარულს რომ გიხსნით?
- ჩვენ ეჭვიანები არ ვართ. ვიცით, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი. ჩემთვის მეუღლის გარდა, სხვა ქალი არ არსებობს და მანაც იცის, რომ საეჭვიანო არაფერი აქვს.
- ორი შვილი გყავთ, ხომ არ აპირებთ ვიდეოებში ბავშვებიც ჩართოთ?
- ჯერ პატარები არიან - ხუთის და ორი წლის. კამერასთან მუშაობის დროს ძალიან იბნევიან და იმას არ აკეთებენ, რასაც ვთხოვ.
- როგორია სამომავლო გეგმები?
- სექტემბრიდან ჩემი მაყურებელი ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე მიხილავს, ვიდეოების გადაღებასაც ვაგრძელებ.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.