"ძალიან გამწარებული ვარ, რადგან ჩემმა სახელმწიფომ ერთხელ უკვე მომატყუა"
font-large font-small
"ძალიან გამწარებული ვარ, რადგან ჩემმა სახელმწიფომ ერთხელ უკვე მომატყუა"
"თუ სახელმწიფო რაღაცაში მაინც დაგვეხმარება, ამას რა ჯობია?!"

საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია, მეორეს კი წინასაარჩევნო პიარის ნაწილი ჰგონია. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რამდენად შეეშველება 200 ლარი პანდემიის გამო კრიზისულ სიტუაციაში ჩავარდნილ ქართულ ოჯახებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ცნობილების ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი:
"სიმართლე გითხრათ, ძალიან გამწარებული ვარ, რადგან ჩემმა სახელმწიფომ ერთხელ უკვე მომატყუა - კუთვნილი 200-ლარიანი კომპენსაცია არ მომცა, რომელიც კარანტინის დროს უნდა მიმეღო... ორჯერ ვიყავი შემოსავლების სამსახურში და - სულ ტყუილად. თუ რეალურად ვერ გვეხმარებიან, ნუ გვატყუებენ მაინც და ნუ გვპირდებიან. მეც, პირდაპირ მითხრან, რომ სახელმწიფოს ჩემი ბედი არ აინტერესებს. ფაქტია, პირველად დამჭირდა სახელმწიფოს დახმარება და უსახსროდ, უიმედოდ დამტოვეს! თუნდაც, პრინციპის გამო მინდა ეს საქმე მოვიგო..."

თეა დარჩია, მოცეკვავე:
"თუ სახელმწიფო რაღაცაში მაინც დაგვეხმარება, ამას რა ჯობია?! მე ოთხი შვილი მყავს, აქედან, 17 წლამდე ასაკის მარტო ორია, მაგრამ ოჯახისთვის ნებისმიერი თანხა შეღავათია. თითოეულ ბავშვზე 200 ლარი ძალიან კარგია, მაგრამ ის, რომ უმუშევრებმა და სოციალურად დაუცველებმა თავი თვეში 200 ლარით გადაირჩინონ, ფანტასტიკაა... თანხები არამიზნობრივად, არასწორად იხარჯება. პრიორიტეტი თითოეული ადამიანი უნდა იყოს, მისი გადარჩენა შიმშილისა და სიდუხჭირისგან - ეს უნდა იყოს უმთავრესი და არა - გზები, ნაგვის ურნები, ძვირფასი სკამები, რომლებიც სახელმწიფოს ასტრონომიული თანხა უჯდება..."

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:
რა თქმა უნდა, 200 ლარი იმ ტრავმირებულ დღეებს ვერავის აუნაზღაურებს, მაგრამ ერთგვარი დამამშვიდებელი ბონუსი იქნება. თანაც, ბევრი ოჯახისთვის 200 ლარი საარსებო საშუალებაა. ოჯახი, სადაც 2-3 ბავშვია, 600 ლარს აიღებს და ეს ფული ერთ თვეს მაინც გაატანინებს. ჩვენი რეალობა მძიმეა, ეკონომიკური ფონი - უმწვავესი, ამიტომ კარგია, რომ სახელმწიფო ცდილობს, ხვედრი შეუმსუბუქოს კრიზისში მყოფ ადამიანებს. ბავშვები ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ითრგუნებიან. ეს ჩემი შვილიშვილების მაგალითზე კარგად ვიცი... კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს 200 ლარი წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.

ამ თემასთან დაკავშირებულ, ცნობილი ადამიანების ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 20 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.