რატომ ეძებს ირმა ყოჩიაშვილი ექსტრასენს მარიამ ციმინტიას
font-large font-small
რატომ ეძებს ირმა ყოჩიაშვილი ექსტრასენს მარიამ ციმინტიას
ირმა ყოჩიაშვილის სახელი და გვარი რამდენიმე წლის წინ ყველას პირზე ეკერა...

ირმა ყოჩიაშვილის სახელი და გვარი რამდენიმე წლის წინ ყველას პირზე ეკერა, რადგან მან შემზარავი დანაშაული ჩაიდინა მეგობართან ერთად და ამისთვის ახლა სასჯელს იხდის... ის რამდენიმე კვირის წინ დამიკავშირდა და მთხოვა, მისი წერილი დამებეჭდა. ერთგვარ აღსარებას, სინანულს ველოდი...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემი თავგადასავალი საკმაოდ მძიმე მოსასმენია. ნაშვილები ვარ. მშობლები, რომლებმაც მიშვილეს, ფიზიკურად ძალადობდნენ ჩემზე, ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, არაადამიანურად მექცეოდნენ, სასტიკი მოპყრობითა და წამებით მსჯიდნენ, წამართვეს ცხოვრება, სიცოცხლის სურვილი; არ მქონია ოჯახური გარემო, არასდროს მიგრძნია დედობრივი სითბო, სიყვარული და მზრუნველობა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემს მეხსიერებაში და ჩემს მოგონებებში ცოცხლობდა მშობელი დედა, რომელიც მზრდიდა; სახლი, სადაც ვიზრდებოდი. დედაჩემი მაღალი, გამხდარი, გრძელ კაბაში ჩაცმული ქალი იყო მწვანე თვალებით, ტალღოვანი გრძელი შავი თმით..."

"ხშირად არაადამიანური ხმით ვღრიალებდი, ვტიროდი, ნერვიული შეტევები მქონდა, კრუნჩხვებში ვვარდებოდი. მოხეტიალე სულივით დავიარებოდი. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული შეშლილივით ვკიოდი, ოჯახის წევრებისგან ვითხოვდი, რომ ჩემი თავი მშობელი დედისთვის დაებრუნებინათ, საკუთარ სახლში წავეყვანეთ. ის დედა მენატრებოდა, რომელიც ძილის წინ ზღაპრებს მიკითხავდა..."

"გადავწყვიტე ცოტაოდენი ფული მეშოვა და მიწისქვეშა გადასასვლელში დავჯექი, მოწყალების თხოვნა დავიწყე იმ ბავშვებთან ერთად, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.
სახლიდან წამოსულები, სახლ-კარის გარეშე დარჩენილი პატარები ღამეს ქუჩაში ათევდნენ, მომავალი არ გააჩნდათ. მათი ყოფა ქუჩაში ხეტიალით, ნარკოტიკებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებით, ვირტუალური სამყაროების ძებნით შემოიფარგლებოდა. მათი არსებობა სიკვდილის ტოლფასი იყო..."

"მას მერე სრული მეტამორფოზა გამოვიარე, სხვა სული ჩასახლდა ჩემში და 2013 წელს წიგნის წერაც დავიწყე. სიტყვები, წინადადებები ყურში ჩამესმოდა, არაამქვეყნიური, არაადამიანური ხმით. შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კადრებს ვხედავდი გახელილი თვალებით, ყველაფერი ფილმის ეპიზოდებივით ტრიალებდა; დედამიწის არარსებულ ფერებს ვხედავდი, როგორც კომის დროს ის პაციენტები ხედავენ, რომლებმაც მძიმე ტრავმები გადაიტანეს..."

"უცნაური ხილვები მაქვს და ვფიქრობ, ამ ყველაფრის ახსნას მხოლოდ ნათელმხილველი ან ექსტრასენსი შეძლებს, რომელსაც ასევე დამეხმარება ჩემი ნამდვილი მშობლების პოვნაში. სამყარო მესაუბრება, რომ ამის დრო მოვიდა. ჟამი დადგა შეხვედრის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მეძებს, ტირის, განიცდის და მოსვენებას ვერ ვპოულობ..."

წერილს სრულად ჟურნალ "გზის" 20 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.