გათხოვება და ჯვრისწერა ექსპრომტად
font-large font-small
გათხოვება და ჯვრისწერა ექსპრომტად
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"

სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი - მარია მამუჩაშვილი კარანტინის პერიოდში დაოჯახდა, ივლისში კი საყვარელ ადამიანზე ჯვარიც დაიწერა. უკვე პატარასაც ელოდებიან... მარიას მიაჩნია, რომ შვილის დაბადებამდე არავინ იცის, დედობა რას ნიშნავს და ადამიანები იტყუებიან, როცა მუცლად მყოფი შვილის შესახებ ამბობენ, - უკვე მიყვარსო...


- რაც გავთხოვდი, მას შემდეგ ბათუმში ვარ, რადგან თორნიკე ამჟამად აქ მუშაობს (ინჟინერია) და თავისთავად, მეც აქ გადმოსვლა მომიხდა... ჩემი ე.წ. გათხოვების მსგავსად, ჩვენი ჯვრისწერა ექსპრომტად მოხდა, რადგან პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ კიდევ მოქმედებდა, თუნდაც - რესტორნებში: სტუმრების განსაზღვრული რაოდენობა უნდა ყოფილიყო, საქორწინო კაბა არ უნდა მცმოდა და ა.შ. ჯვრისწერა გულით გვინდოდა. გადავწყვიტეთ, ჯერ ჯვარი დაგვეწერა, მერე კი, როცა რეგულაციები აბსოლუტურად მოიხსნება, ისეთი ქორწილი გადავიხადოთ, როგორიც გვსურს.
- საქორწინო კაბის ჩაცმა რატომ არ შეიძლებოდა?
- შეგვეძლო, მაგიდასთან ექვს-ექვსი კაცი დაგესვა, მაგრამ საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი - უნდა გამოგეცვალა. რესტორნის წარმომადგენლებმა გაგვაფრთხილეს, რომ ასეთი რეგულაცია არსებობდა. ქორწილის გადახდა ხომ არ შეიძლებოდა? ამიტომ, კაბით რომ დაგინახონ, დაგვაჯარიმებენო (იცინის). ჯვრისწერა ვიწრო წრეში აღვნიშნეთ - მხოლოდ მეჯვარეები და ოჯახის წევრები იყვნენ. კაბა თეო თავდგირიძემ შემიკერა. ნაზი, სადა, დახვეწილი კაბა მსურდა...
GzaPress
- საბოლოოდ გულდაწყვეტილი ხარ, არა?
- არა, პირიქით - აღფრთოვანებული ვარ, რომ იმ სიტუაციაში ეს მოვახერხეთ. ჯვარი 18 ივლისს დავიწერეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი შეზღუდვები მოიხსნა - უკვე შეგვეძლო, ქორწილი ჩვეულებრივად გადაგვეხადა...
- როგორ გრძნობ თავს მეუღლის ამპლუაში?
- განსხვავებული საერთოდ არაფერია. უბრალოდ, ის არის უკეთესი, რომ ახლა ერთმანეთს გაცილებით ხშირად ვხედავთ, ვიდრე მანამდე ვხედავდით, რადგან ბოლო 2 წელი სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით... გათხოვების შემდეგ, გოგონები ახალ ცხოვრებას რომ იწყებენ, ასე ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი ძველებურადაა.
- საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრებისას, მისი ხასიათის რა თვისება აღმოაჩინე?
- ის, რომ ნიღბის მატარებელი ადამიანი საერთოდ არ არის - ზუსტად ისეთია, როგორიც მანამდე იყო: გულთბილი, ყურადღებიანი... ამჟამად, ასეა და იმედია, ბოლომდე ასე იქნება (იღიმის).
GzaPress
- ყველაზე მეტად მასში რა თვისებები მოგწონს?
- სხვადასხვა სიტუაციაში რომ ვუსმენ, ხშირად დოსტოევსკის "იდიოტი" მახსენდება, რადგან მთავარ გმირს ხასიათით ძალიან ჰგავს: 21-ე საუკუნისთვის არარეალურად კეთილი, გულთბილი და ჰუმანურია. ჩემთვის ეს, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელიც კია. ყველაზე მეტად ეს მომწონს. ალბათ, ამან გამაგიჟა, რომ ამ დროში, როცა წინსვლა გინდა, ადამიანურობას ინარჩუნებ. ეგ მაოცებს.
- როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად შენი რომელი თვისება მოსწონს?
- ალბათ, მხიარულება და ბავშვურობა. სხვა განსაკუთრებული რა მაქვს, არ ვიცი. ისეთი კეთილი ვერ ვარ, როგორიც თავადაა.
- სიტყვა "ოჯახი" რას ნიშნავს?
- ჩემთვის "ოჯახს" ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, სიტყვებით რომ ვერ აღგიწერ, რადგან უმამოდ გავიზარდე... ოჯახი ყველაზე წმინდა რამაა. ვეცდებით, ჩვენც ასეთი ოჯახი შევქმნათ - ჯერ 5 თვეა გასული, რაც შევუღლდით, ყველაფერი წინ არის. დეკემბერში პატარას ველოდებით. შესაბამისად, ცხოვრების სტილი, რომელიც გართობას უკავშირდებოდა, შეიცვალა - ბავშვს ვუფრთხილდებით.
- ბავშვის "აღზრდა" მის დაბადებამდე ხომ არ დაიწყე?
- ჯერ ვერ აღვიქვამ, რომ შვილი უნდა მეყოლოს. კი, ვფიქრობ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მესამე ადამიანი ჩნდება, მაგრამ ფანატიკოსი დედა ვერ ვარ. მუცელში ბავშვი რომ მოძრაობს და მისი გულისცემის ხმას იგებ, ეს ძლიერი ემოციის მომგვრელია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერი დაბადების შემდეგ იწყება. მგონია, რომ იტყუებიან, როცა ბავშვის შესახებ მის დაბადებამდე ამბობენ, - ვგიჟდები, უკვე მიყვარსო (იცინის).
GzaPress
- როგორ ფიქრობ, დედობისთვის მზად ხარ?
- ჩემი აზრით, დედობისთვის მზად არავინ არის. ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდები, ამას მერე ხვდები და აანალიზებ, თორემ მანამდე, დარწმუნებული ვარ, დედობა ვერავის წარმოუდგენია, როგორია. არა მგონია, ვინმემ შვილის დაბადებამდე იცოდეს, დედობა რეალურად რას ნიშნავს.
- ორსულმა ბათუმში როგორ დაისვენე?
- ძალიან კარგად. მთელ სამეგობროს ვუმასპინძლე. თავდაპირველად, როცა ბათუმში საცხოვრებლად გადმოვედით, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები მოქმედებდა. ზღვის სანაპიროზე ერთი შეზლონგიც კი არ იდო. ოფიციალურად, სეზონი პირველ ივლისს გაიხსნა. იქიდან მოყოლებული, თავს მარტო არ ვგრძნობდი, არ მომიწყენია. სანაპიროზე დილით, როცა მზე ნაკლებად აცხუნებს და საღამოს გავდიოდი, თან - ქოლგის ქვეშ ვიყავი.
- როგორ იკვებები?
- მაქსიმალურად ვცდილობ, რაც ჯანსაღია, ის საკვები მივიღო. მანამდეც ასე ვიქცეოდი, მაგრამ ახლა - განსაკუთრებით ფრთხილად ვარ.
- საოჯახო საქმეებს როგორ უძღვები?
- გურმანი ვარ, გემრიელობების მომზადებაც მიყვარს და დაგემოვნებაც. თორნიკეს პრობლემა არა აქვს - შეუძლია, ნებისმიერი კერძი ჭამოს. ძირითადად, კერძების გამოძახების სერვისით ვსარგებლობ. აქ ცხოვრება ისეთი ძვირია, რომ აზრი არა აქვს, მაღაზიაში ჩახვალ, ინგრედიენტებს იყიდი და სადილს მოამზადებ თუ მზა საკვებს გამოიძახებ - ორივე ერთი და იგივე თანხა ჯდება.
- შენი სამოდელო კარიერა გაგრძელდება?
- ჩემი სამოდელო კარიერა დროებით "დაძინებულია". რომ გამოიზამთრებს, ალბათ, მერე "გაიღვიძებს" და ვნახოთ. წინასწარ ვერ ვიტყვი, მოდელობის გაგრძელებას ან თავის დანებებას ვაპირებ-მეთქი.
- თუმცა, "მისების" კონკურსებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებ...
- ჰო, სამწუხაროდ. სხვათა შორის, ბევრი გოგო ვიცი, რომლებსაც ბავშვები ჰყავდათ, მაგრამ საერთაშორისო კონკურსებში მაინც მონაწილეობდნენ. არ ვიცი, ეს როგორ ხდება - შეიძლება, ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.
- ორსულობისას შენი სამოსი შეიცვალა?
- კი, აბსოლუტურად, რადგან წონაში საგრძნობლად მოვიმატე. ძველი ტანსაცმელი ჩავალაგე, გარდერობში მხოლოდ რამდენიმე სარაფანი და პრაქტიკული სამოსი დავტოვე. თუ ქორწილში ან დაბადების დღის წვეულებაზე წასვლა მინდა, ტანსაცმლის შეკერვა მიწევს. ჩემთვის ახალი ზომის ტანსაცმელს ვაგროვებ - "მოპუტკუჩებული" ვარ.
GzaPress
- მამობისთვის თორნიკე როგორ ემზადება?
- ის საერთოდ "აფსაიდშია" (იცინის). ვერც ერთი ვერ ვაანალიზებთ, რომ შვილი უნდა გვეყოლოს. ბულვარში სეირნობისას ბავშვს რომ ვხედავთ, ვამბობთ, - ჩვენმაც ასე უნდა იტიროს? უნდა გვითხრას, ეს მინდა, ის მინდა, ხელი გამიშვი ან მომკიდეო?.. ასეთ რაღაცებს ვაკვირდებით... ჩემი ორსულობის შესახებ ერთდროულად შევიტყვეთ. მაშინ ჯერ კიდევ ვვარჯიშობდი (პრესის ვარჯიშებს ვასრულებდი). ფეხმძიმობის სიმპტომები მქონდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება დიდად არ მიმიქცევია. თორნიკემ მითხრა, - წამოდი, ექოსკოპია გადავიღოთო. კლინიკაში ერთად მივედით... მთელი დღე ემოციებში ვიყავით, თან - ბავშვის გულისცემის ხმა მომასმენინეს...
- ბავშვის სქესი იცით?
- კი, ბიჭია, თუ ჩვენი ექოსკოპისტი არ ცდება...
- ბათუმური ცხოვრების სტილი თბილისურისგან რით განსხვავდება?
- ბათუმში ზედმეტად ბევრი ხალხია. თბილისში გზებზე საცობები რომ იქმნება, ბათუმშიც ზუსტად ასეა, ბულვარში კი იმდენი ხალხია, რომ ადამიანების ტალღის "გაჭრა" გიწევს, რათა "ისეირნო", მაგრამ 2 დღეა, რაც ხალხის ნაკადი შესუსტდა. თორნიკე მეუბნება, - ცოტა ხანში, ბათუმში მანქანას რომ დაინახავ, გაგიხარდება, მოწყენილობა იქნება, თან სულ წვიმსო. თავიდანვე ასე "მამშვიდებს" (იცინის).
- ახალი სამეგობრო წრე შეიძინე?
- სააგენტოდან ბათუმში ბევრი ნაცნობი მყავს. ახალი მეგობრები არ შემიძენია. ალბათ, ნელ-ნელა შევიძენ...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.