უსარგებლო და სასარგებლო დებატები
font-large font-small
უსარგებლო და სასარგებლო დებატები
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"

ბოლო დროს ასეა, - სატელევიზიო პოლიტიკურ დებატებში გამოთქმული აზრი თუ სოციალურ სივრცეში დაწერილი მოსაზრება, ხშირად სიღრმეს მოკლებული და ზედაპირულია. უმეტესად, ავტორი საკითხში ვერ ერკვევა, მაგრამ მისმა შეფასებამ შეიძლება, აუდიტორიის ნაწილზე გარკვეული გავლენა მოახდინოს - ვიღაცას ძალიან მოეწონოს ან საშინლად აღშფოთდეს და დაუპირისპირდეს...


ამ ზედაპირულობაში კი მთავარი სათქმელი გვერდით რჩება, მასზე არავინ საუბრობს, საკითხსაც არავინ სწავლობს და იკვლევს. თუმცა, ამ ყველაფერს დღეს დებატებს არქმევენ. რეალურად, რა არის დებატები და როგორ უნდა წარიმართოს ის, რა განსხვავებაა ფორმალურს და არაფორმალურ დებატებს შორის? რატომ მსჯელობენ ჩვენს საზოგადოებაში უმეტესად საკითხში ჩაუხედავად და როგორ უნდა მივაღწიოთ დებატებისას იმას, რომ პიროვნულად არავის დავუპირისპირდეთ? - ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც ამ ყველაფერს ფუნდამენტურად სწავლობენ, რაზეც ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე გვესაუბრება. ის წლებია, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს და დებატების საერთაშორისო ტრენერია.

"ფორმალური დებატები, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები 20 წელია ახორციელებენ, იმ დებატებისგან, რასთანაც ეს სიტყვა ქართველ საზოგადოებაში ასოცირდება, ძალიან განსხვავდება... როგორც ახალგაზრდებს, ასევე ზრდასრულებს ვასწავლით მხოლოდ იმას, რაც დებატების ტექნიკას უკავშირდება. ამას დიდი შრომა, მომზადება უნდა და ამიტომაცაა ის სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც დღეს მედიასა თუ საზოგადოებაში ვხვდებით.
ამ სპეციალური პროგრამის გავლა მოეთხოვება არათუ ჩვენნაირი ქვეყნის გამოცდილების მქონე ადამიანებს, არამედ აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტობის კანდიდატსაც კი, ანუ იქ, სადაც საგანმანათლებლო სისტემაშიც დევს დებატების ტექნიკის სწავლება, ამ კურსის ცალკე გავლა აუცილებელია", - გვეუბნება თინათინ ცერცვაძე, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით მსგავსი სასწავლო პროგრამა ადაპტირებულად ქართულ რეალობას მოერგო. ხოლო ეს სწავლება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდებზე რა გავლენას ახდენს, როგორ იცვლებიან ისინი, ამას სადოქტორო კვლევაც მიუძღვნა. ასევე, პირველი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში, სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო-სასწავლო 3-წლიანი პროგრამა დანერგა.

- გამოდის, რომ თქვენი დებატები იმ პოლიტიკური დებატებისგან, რეალურად კი ჩხუბისგან, რომელსაც ხშირად ტელევიზიით თვალყურს ვადევნებთ, სრულიად განსხვავდება...
- სწორად აღნიშნეთ, ის რადიკალურად განსხვავებულია ჩხუბისგან, პიროვნული დაპირისპირებებისგან... როდესაც ჩვენ მეცადინეობას ვიწყებთ, მოსწავლეებს ვეუბნებით, - ყველაფერი, რაც დებატების სახით აქამდე გინახავთ, დაივიწყეთ, ეს ის არ არის, რაც ჩვენთან უნდა ისწავლოთ-თქო.
- განსხვავება რაში მდგომარეობს?
- დებატები ისეთი სახის უნარებს ავითარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მოკვლევის ჩატარება ანუ ფაქტების, მასალების მოძიება, მათი სწრაფად გადამუშავება, გუნდურად მუშაობა და დროის მართვა. მოკლე დროში ამომწურავი და სტრუქტურირებული გამოსვლა უნდა მოხდეს.
- მოუსმინო ოპონენტს - მგონი, ეს ყველაზე რთულია.
- ჩვენს მომზადებულ მსმენელებს დებატებისას ხან ერთ და ხან მეორე პოზიციაში უწევთ ყოფნა. როცა სხვის ტყავში ყოფნას სწავლობენ, ზუსტად იციან, რას ნიშნავს დაპირისპირება, რომელიც არა პიროვნულ დაპირისპირებაში, არამედ აზრთა ჭიდილში გამოიხატება. ამიტომ პერსონას კი არ უპირისპირდებიან, უბრალოდ, ვეღარ ეხებიან, რადგან სულ არგუმენტებსა და მსჯელობას ეყრდნობიან. ამ ყველაფერს თამაშ-თამაშით სწავლობენ.
- ე.ი. ხდება არა პიროვნული, არამედ აზრთა დაპირისპირება...
- დიახ და ეს გვაყალიბებს სრულფასოვან ორატორად, რომელიც შორს არის დემაგოგიისა და პოპულიზმისგან. მოსწავლეებს ვუხსნით, რომ რადგან თამაში მუშკეტერების პრინციპით - "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის" მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, ემოციების მართვა, ურთიერთთანამშრომლობა.
როდესაც გამარჯვებისთვის თამაშობ და გინდა, საუკეთესო მაჩვენებელი გქონდეს, ეს მომგებიანია. როცა საუკეთესო მაჩვენებელი ამ ყველაფრის გამოხატულებაა, დაწყებული - ოპონენტის პატივისცემით, დამთავრებული ასეთი უნარების წარმოჩენით, იწვრთნები და იწაფები.
ხშირად გვეკითხებიან, როგორ უხსნით იმას, რომ ოპონენტს პატივი სცეს ან არ დაიყვიროს, მსჯელობისას დროს არ გადააცილოს?
მათ იციან, რომ შეფასებისას გუნდს ეს ყველაფერი მოეთხოვება, ამიტომ, ამაზე უკვე იმდენად არიან ორიენტირებულები, რომ მერე ეს ძვალსა და რბილში უჯდებათ. ასე აღწევენ წარმატებას.
GzaPress
- თქვენი მოწაფეები პოლიტიკაში თუ მიდიან?
- ნაკლებად არიან პოლიტიკაში. ერთადერთი, ბოლო წლებია, ზრდასრულები აქტიურად გვაკითხავენ, მათ შორის, პოლიტიკოსები, დეპუტატები, საჯარო მოხელეები; გვქონდა პროექტები, რომლის ფარგლებშიც, საჯარო მოხელეებს ვამზადებდით. ცხადია, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ საერთოდ რომ გაუჩნდათ სურვილი, ამას მივესალმებით.
- არადა, ბავშვებთან ამ საკითხებზე ხანგრძლივად და ფუნდამენტურად მუშაობთ...
- მართალია, მოსწავლეებთან საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებისთვის რომ მიგვეღწია და მათ დებატების საერთაშორისო აკადემიაში მიეღოთ მონაწილეობა, პროექტის ფარგლებში "დებატები უკეთესი განათლებისთვის", მოსწავლეებმა თითქმის ერთწლიანი მომზადება და რამდენიმეეტაპიანი კონკურსი გაიარეს. საბოლოოდ კი, საქართველოს მასშტაბით, ხუთი საუკეთესო მოდებატე მონაწილეობდა საერთაშორისო აკადემიაში, სადაც საუკეთესო პოზიციები დაიკავეს.
ბევრი დამფინანსებელი გვყავს, ვისი მხარდაჭერითაც ვმუშაობთ, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო "გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი", რომელმაც ყველაზე არათვალში საცემ, მძიმე, უხილავ და რუტინულ შრომას დაუჭირა მხარი და ვფიქრობ, კმაყოფილიც დარჩა იმ მიღწევებით, რაც ასე ხილულად მივიღეთ ჩვენ, განსაკუთრებით ყველაზე კრიზისულ, პანდემიის პერიოდში.
როგორც საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი, მიღწევებით ჩვენ თანაბრად მოვიაზრებით ისეთი განვითარებული ქვეყნების გვერდით, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, აშშ. ყველა ჯერზე, როდესაც ქართულ დელეგაციებს ვგზავნით, ყველგან კარგი მაჩვენებელი გვაქვს.
საერთოდ, სკრუპულოზური მუშაობის გარეშე დებატების სწავლება ურთულესია, რადგან, როგორც კი ადამიანი ორ სიტყვას იტყვის, ამბიცია უჩნდება, ჰგონია, ღმერთია და ყველას ყველაფერს "უმტკიცებს". არადა, აქ მთავარი ოქროს შუალედის დაცვაა, მით უფრო, ახალგაზრდებთან, რომ ფსევდოთავდაჯერებულობის განცდა არ გაუჩნდეთ. ასე რომ, ჩვენი საქმე საფრთხილოცაა, როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას, განსაკუთრებით მაშინ, თუ აუდიტორიამ მოუსმინა და ტაშიც დაუკრა. ამიტომ უკუკავშირის მეთოდებზეც ბევრს ვმუშაობთ, ამაზე ცალკე ტრენინგები გვაქვს, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ორატორის, ასევე პიროვნული განვითარებისთვის.
- დღეს ტელეეკრანიდან მოსმენილ დებატებს როგორ შეაფასებთ?
- თუკი რაიმე დისკუსიის ან საინტერესო გამოსვლის ნიშანს ატარებს, ხშირად არის დემაგოგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხსენებელი საუბარს ან დაპირისპირებას დაშვებით იწყებს, მერე თითქოს ლოგიკა, არგუმენტაცია, მტკიცებულებაც ჩნდება, მაგრამ ძირშივე უტოპიურია, რადგან უკვე რაღაც დაუშვა, თითქოს სპეკულაცია მოახდინა. ჩვენ ხშირად გვესმის, "მოგეხსენებათ, ეს ასეა" - ეს უკვე ყალბია. რას ნიშნავს, მოგეხსენებათ? საიდან იცი? დაამტკიცე, რომ ასეა!.. ვიმეორებ, დღეს ჩვენი საზოგადოება ასეთი მომხსენებლების გამოსვლებმა გაიტაცა.
ამიტომ, მჯიღისცემის, დემაგოგიის, პოპულიზმის მიმართულება აუცილებლად შესაცვლელია ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობით. ეს დასაფიქრებელი თემაა, რითაც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს.
- როგორც საერთაშორისო ტრენერი და ამ საქმის ექსპერტი, რას ურჩევდით ადამიანებს, თუნდაც დებატების მიმართულებით?
- ბოლო დროს საზოგადოება მსჯელობამ გაიტაცა; იციან თუ არა, ყველა საკითხში ერთვებიან. თუკი ჩემმა ნათქვამმა შეიძლება ვინმეს ყურამდე მიაღწიოს, ვისურვებდი, კარგად გაიგონ და გაიაზრონ, რომ საკითხს სანამ თავიდან ბოლომდე არ შეისწავლიან, მასზე აზრის გამოხატვა არ დაიწყონ. იმწამს ვიღაცაზე შეიძლება გავლენა მოახდინონ, ტაშიც დაუკრან, ანუ თვალში ნაცარი შეაყარონ, მაგრამ საკითხს თუ არ შეისწავლიან, ისე მსჯელობას აზრი არა აქვს. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი გადასულია სოციალური ქსელების დონეზე გავრცელებული ინფორმაციების გაზიარებაზე, რაც დამღუპველია. საქმეში ჩაუხედავი ადამიანი უცბად ისეთ ფრაზას დაწერს და ეს ფრაზა ისეთი "შთამბეჭდავი" აღმოჩნდება, რომ ვინც ამას უსმენს, უყურებს, იბნევა, მერე ან მიჰყვება მას, ან უპირისპირდება, თუმცა პრობლემა ზედაპირზე რჩება. დისკუსია და დაპირისპირება საკითხებზე, რომლის არც მცოდნეები და არც შემსწავლელები არ არიან, ყველაფერს ძალიან ზედაპირულს და უსაფუძვლოს ხდის. შესაბამისად, ყველაფერი წყალზე ზემოდან მოტივტივე ნაგავს ემსგავსება...
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.