"ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გამარტივებულმა ბიზნესგარემომ და ქართული ცეკვის სილამაზემ გამიჩინა"
font-large font-small
"ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გამარტივებულმა ბიზნესგარემომ და ქართული ცეკვის სილამაზემ გამიჩინა"
საქართველოზე შეყვარებული ბიზნესმენი

ბიზნესმენი, რომელზეც დღეს გიამბობთ, წარმოშობით სპარსია, თუმცა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოუხდა ცხოვრება, საბოლოოდ კი აქ, საქართველოში გადაწყვიტა დაფუძნება და საქმიანობის გაგრძელება.
მოჯტაბა ვაქილი ბიჯარ იმ მიზეზებზეც გვიამბობს, თუ რატომ გაუჩნდა საქართველოში ცხოვრების სურვილი.
- დავიბადე თეირანში. 25 წლამდე ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობდი, 4 წელი ვიმსახურე ირანის სამხედრო ავიაციაში. მინდოდა, ჩემი ძალისხმევა ქვეყნის უსაფრთხოებისა და უკეთესი მომავლისთვის მიმეძღვნა, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა ქვეყნის პოლიტიკა და გადავწყვიტე შემეცვალა პროფესია, ბიზნესის მიმართულებით წავსულიყავი. ჩავაბარე თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1988 წლიდან საქმიანობა საამიროებში, კერძოდ - დუბაიში გავაგრძელე.
ამ პერიოდისთვის დაწყებული იყო საამიროების განვითარების გეგმა, სპარსებსა და არაბებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ბიზნესის მხრივ. უფრო მეტიც, დუბაის განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენ, სპარსებმა შევასრულეთ, რადგან ირანის რევოლუციის შემდეგ ბევრმა სპარსმა დატოვა ქვეყანა და თავისი ფული სხვა ქვეყანაში წაიღო, ასე მოხდა აქაც. ყველაზე უხეში დათვლით, ჩვენი მხრიდან დაახლოებით 350 მილიარდი ჩაიდო საამიროების, კერძოდ კი დუბაის განვითარებაში. სპარსი ბიზნესმენების ინტერესი საამიროების მიმართ გამოწვეული იყო, პირველ რიგში, ტერიტორიული სიახლოვით და ასევე, თავისუფალი სავაჭრო სივრცის არსებობით, რაც ბიზნესმენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნიდა. დუბაიში ჩემი საქმიანობა ტრანსპორტისა და ნავთობის, მძიმე მრეწველობის განვითარების კუთხით დავიწყე, შემდეგ ცოტა ხნით მომიწია ინგლისში ცხოვრებამ (ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე). 2009 წელს აშშ-ში დავაფუძნე ჩემი შვილობილი კომპანია Al ARAA GENERAL TRAIDING LLG. 2011 წლამდე ვცხოვრობდი დუბაიში და ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე ამ ქვეყნის განვითარებაში.
გარკვეული დროის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ვთვლი, რომ ამ პერიოდისთვის ჩემმა ბიზნესმა ამოწურა თავისი რესურსი და საამიროების მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გადავწყვიტე, ბიზნესი სხვა ქვეყანაში დამეწყო, რადგან ბიზნესს თავისი კანონები აქვს. ისეთ ქვეყანას ვეძებდი, სადაც კლიმატური პირობებიც მისაღები იქნებოდა ჩემთვის და ტერიტორიულადაც ახლოს ვიქნებოდი ჩემს შვილთან, რომელიც დუბაიში ცხოვრობს. ასევე მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური გარემო, დემოკრატიულობის კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია კორუფციულ მდგომარეობასთან. "გუგლში" ჩავწერე: "ყველაზე არაკორუფციული ქვეყანა მსოფლიოში" და პირველივე ამომიგდო GEORGIA. მანამდე ნანახი მქონდა ცეკვის რეკლამა (ახლა ზუსტად ვიცი, რა ჰქვია ამ ცეკვას) და გაოცებული შევცქეროდი საოცარ შესრულებას, ვუსმენდი მუსიკას - მსგავსი შთაბეჭდილება ჩემზე მსოფლიოს არც ერთ კულტურას არ მოუხდენია. თუმცა არ ვიცოდი, რომ ესეც საქართველოს უკავშირდებოდა და როდესაც მივყევი "გუგლში" ინფორმაციას, სწორედ ეს ცეკვა გახდა მაპროვოცირებელი, რის გამოც საბოლოოდ გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი და ადგილზე მენახა, რა ხდებოდა აქ. როდესაც დავაზუსტე ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ უცხოელებს ვიზას არ სთხოვდნენ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, აქ აღმოვაჩინე საუკეთესო საინვესტიციო გარემოც, რომელიც მორგებული იყო ჩემს ინტერესებზე. ერთი სიტყვით, საქართველოს იმ პერიოდისთვის ეკავა სწორედ ის სასტარტო პოზიცია ბიზნესის განვითარების კუთხით მსოფლიოში, როგორიც დაახლოებით 25 წლის წინ - დუბაის, ეს სიტუაცია ჩემთვის კი სავსებით ნაცნობი იყო.
- საქართველოში ჩამოსულს, როგორი განცდა დაგეუფლათ?
- პირველი შთაბეჭდილება ამ ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების განცდამ შემიქმნა, რაც პოლიციელების სიმრავლით იგრძნობოდა ქუჩებში. კონკრეტული მისამართი მაინტერესებდა და მივედი პოლიციასთან, დახმარება ვთხოვე. დაადგინეს ზუსტი მისამართი და რადგან უცხოელი ვიყავი, თვითონვე მიმიყვანეს იქ. გაოგნებული დავრჩი, ვერაფრით ვხსნიდი ამ მოვლენას და როდესაც მათ ქმედებებს დავაკვირდი, მივხვდი, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი არიან. საერთოდ არ გაგრძნობინებენ, რომ უცხო ქვეყნიდან ხარ ან სხვა ეთნოსს მიეკუთვნები.
ქართველთა სტუმართმოყვარეობა, წელიწადის 4 სეზონი, მდიდარი ქართული კულტურა, ქვეყნის მდებარეობა - ხიდი ევროპასა და აზიას შორის და კიდევ უამრავი რამ მომეწონა აქ. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს იმაზე მეტია, სადაც მხოლოდ მე კი არა, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი სრულყოფილ ბედნიერებას იპოვის. ყოველთვის სუნთქვაშეკრული ვუყურებ ქართული ცეკვების კონცერტს, ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, მყავს ულამაზესი ქართველი მეუღლე და ქართული ოჯახური ცხოვრებით ვცხოვრობ. მყავს ბევრი ქართველი მეგობარი და პარტნიორი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მომიწია საქართველოში ბიზნესმიმართულების შეცვლამ, ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან საქართველოში მოვხვდი. ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო ტექნოლოგიების შემოტანით და დანერგვით ვარ დაკავებული.
- ეპიდემიამ თქვენს ბიზნესზე თუ იმოქმედა?
- 2019 წლის ოქტომბერსა და 2020 წლის თებერვალში დავაფინანსე საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციები, რომლებიც თბილისსა და დუბაიში გაიმართა.
რაც ეპიდემია დაიწყო, ჩემი უცხოელი პარტნიორების დახმარებით, შეუფერხებლად შემოდის საქართველოში საჭირო რაოდენობის სწრაფი ტესტები, რომელიც ყველაზე მაღალი ხარისხისაა და, რაც მთავარია, ბევრად შეღავათიან ფასში, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებში ხდება.
როგორც გვითხრეს, ბატონი მოჯტაფა ხშირად აფინანსებს სხვადასხვა ბავშვთა სახლს, მონაწილეობს სოციალურ პროექტებში, თუმცა ამ ყველაფერს ჩუმად და უხმაუროდ აკეთებს. ამ ადამიანთან დაკავშირება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც გვითხრეს, რომ საქართველოში უცხოელ ბიზნესმენს შემოაქვს უმაღლესი ხარისხის ტესტები, რაშიც ის "თავის საფასურს" არ იღებს.
როგორც ამბობს, დაგეგმილი აქვს, უცხოელი ინვესტორები დააინტერესოს ეკოლოგიურად სუფთა ქართული სამკურნალო პროდუქტით, რომელიც ექსპორტზე გავა ყურის ქვეყნებში, რაც დამეთანხმებით, უდავოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ მეწარმეთა იმ ნაწილს, ვინც ტრადიციული წარმოებითაა დაინტერესებული და ქვეყნის აგროტურიზმის განვითარების მიმართულებაზეა ორიენტირებული.
ლილიანი
"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ქუვეითიდან
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო სწყდება გული პედაგოგად და ფეხბურთელად დაბადებულ თამაზ ჯავახიშვილს
ახლახან ნათელა იანქოშვილის ერთი მხატვრის მუზეუმმა საქართველოს თანამედროვე მხატვართა საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლა.
ქართველი მხატვრის კიდევ ერთი წარმატება საზღვრებს მიღმა
წარმატებული კარიკატურისტის გამარჯვებები და... სატკივარი
თუ გინდა იყო ბედნიერი, გააშენე ბაღი
"შემეცვალა აზრი, მეტად დავაფასე საკუთარი ქვეყანაც და ქართველი ბიჭებიც..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.