"ბაკურიანიდან იწყება ჩვენი ამბავი... მე და ჯუმბერი 55 წელია ერთად ვართ"
font-large font-small
 "ბაკურიანიდან იწყება ჩვენი ამბავი... მე და ჯუმბერი 55 წელია ერთად ვართ"
""ძალიან რთული პერიოდი გვქონდა 9 აპრილის დროს"

გერმანისტი თინა ჭიჭინაძე წლების მანძილზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი გახლდათ. მას, თანაცხოვრების 55 წელი აკავშირებს ჯუმბერ პატიაშვილთან (ცეკას პირველი მდივანი 1985-89 წლებში). ოჯახმა აღზარდა ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი და ახლა, შვილთაშვილს - პატარა ქეთოს ელოლიავებიან, რომელზეც ქალბატონი თინა ამბობს - ერთია, მაგრამ ათს უდრისო. მას ვთხოვე გაეხსენებინა სტუდენტობის წლები, მომავალი მეუღლის გაცნობა, რა სირთულეები გაიარა ოჯახმა, როგორ გრძნობდა თავს ქვეყნის პირველ ლედად...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მე ვიყავი ჩემი ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოდგილე, ის - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იყო მდივანი. კომკავშირის ხაზით, ერთობლივი სემინარები ტარდებოდა. სწორედ იმ წელს, ზამთარში ბაკურიანში ვიყავით და იქიდან იწყება ჩვენი ამბავი. ჯუმბერმა, ასე ვთქვათ, შეტევა დაიწყო თავის მეგობრებთან ერთად (იღიმის) და მალე, შეიქმნა ოჯახიც... 55 წელია ერთად ვართ, წელს მარტში შესრულდა ეს თარიღი. პანდემიის გამო ვერ აღვნიშნეთ, მხოლოდ ვიწრო წრე შევიკრიბეთ წეროვანში..."

"ძალიან რთული პერიოდი გვქონდა 9 აპრილის დროს. ბავშვებმა იმდენი ტკივილი მიიღეს ჩვენგან დამოუკიდებლად და მაინც ჩვენი მიზეზით, რომ დღემდე თვალს ვერ ვუსწორებ. მაშინ უფროსი ბიჭი 14 წლის იყო, უმცროსი - 9-ის. მადლობა ღმერთს, არ გაბოროტდნენ ან გზას არ ასცდნენ და წესიერი ადამიანები არიან. ბიჭები 9 აპრილის შემდეგ, ერთ კვირაში გავუშვით სკოლაში. მირეკავდნენ და კითხულობდნენ, - როგორ გარისკეთო?.."

"უფროსს ისეთი მეგობრები ჰყავდა, დღემდე ერთად არიან. სკოლის გაკვეთილები დამთავრდებოდა თუ არა, ოთხივე გიგას გვერდით მოდიოდა. მერე გავიგე, თურმე მთელი კლასი ამათ მოყვებოდა რაღაც მანძილის მოშორებით. უმცროსი შვილი - პაატა კი სულ კაბაზე ხელმოკიდებული მყავდა, ეშინოდა დედა არ დაეკარგა..."

"რაისა გორბაჩოვა ჩამოდიოდა მეუღლესთან ერთად. მაშინ ჯუმბერი ბიუროს რიგითი მდივანი იყო, გორბაჩოვთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გორბაჩოვები ყოველ წელს ლიძავაში ისვენებდნენ. ჩვენ აეროპორტში ვხვდებოდით მათ და ერთად მივდიოდით აგარაკზე. რაისა ჭკვიანი ქალი იყო. როცა ჯუმბერი საუბრობდა და მიხეილ გორბაჩოვი შეკითხვას დააპირებდა, ასე ეტყოდა: ჯერ დავამთავრებინოთ და კითხვები მერე დავუსვათო. ლიძავაში ერთად ვსეირნობდით მე და რაისა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 8 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ტელესკოლის პედაგოგი, რომელსაც სამადლობელ წერილებს სწერენ
ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც ამერიკის ხელოვნების აკადემიაში სწავლის შანსი მიეცა
საბერძნეთში პოპულარული ჯორჯ გურენის გულახდილი ინტერვიუ
40 წლის მზევინარ ირემაძე ხულოში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელ ღორჯომში ცხოვრობს.
"შემოდგომის ყველაზე კარგი ფერები 20 ოქტომბრიდან იწყება"
75 წლის მამაკაცი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ეხმარება
"11-წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მარტივი ნამდვილად არ არის, რომ ვიღაცას ენდო, მაგრამ..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.