"როგორია, უფულობა გიმსხვრევდეს ოცნებას?!."
font-large font-small
"როგორია, უფულობა გიმსხვრევდეს ოცნებას?!."
ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც ამერიკის ხელოვნების აკადემიაში სწავლის შანსი მიეცა

"ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის კინოაკადემიაში ჩავირიცხე, სადაც სწავლა 47.000 დოლარი ღირს. ზოგი მსაყვედურობს კიდეც, - თუ ფული არ გქონდა, ასეთ კონკურსზე რატომ გახვედიო?! ანუ, მათი აზრით, საკუთარი უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოცდის უფლებაც არ გვქონია ეკონომიკურად შეჭირვებულებს. მოხდა ის, რასაც არ ველოდი, რადგან არც ასეთი მაღალი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე... "განსაკუთრებული ნიჭიერებისა და სამსახიობო უნარების გამო, გრიცხავთ ელიტურ ჯგუფში", - მალევე მომწერეს აკადემიიდან. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, დავფრინავდი სადღაც ზეცაში, რომლისგანაც უცებ დავენარცხე... მიწას კი არა, უფსკრულს, რომ ამ ნიჭისა და უნარის განსავითარებლად საჭირო ფული არ მაქვს. 19 წლამდე ისე მოვედი, რომ არასდროს დამიწუწუნია მატერიალური გაჭირვების გამო. ჩემს ოჯახს ფული თუ არ ჰქონდა, სიყვარული ჰქონდა, სითბო და მზრუნველობა. აფხაზეთიდან ჩემი დევნილი მშობლები თავიანთ შემოსავალს 3 შვილის კარგ და განათლებულ ადამიანებად აღზრდაში დებდნენ. სჯეროდათ, რომ განათლება საუკეთესო კაპიტალია. ჰოდა, სხვა რეალობას შევეჯახეთ.

როგორია, როდესაც ათასებიდან გამოგარჩევენ, სიზმრად გექცეს კინოაკადემიაში სწავლის პროცესი და უფულობა გიმსხვრევდეს ოცნებას?!. მესმის, რომ ადამიანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შელახვისას ყველანი ვეხმარებით, ეს ჩემი ადამიანური ვალდებულებაცაა. მაგრამ მას შემდეგ, რაც კინოაკადემიიდან წერილი მივიღე, თვითონაც ავად ვარ ოცნებით... ოცნებით ავადმყოფობა ისეთი მტანჯველი ყოფილა, იქნებ სჯობდეს კიდეც, რაიმე ორგანული დაავადება მჭირდეს... ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ აკადემიის კომისიას არ გამოვერჩიე, ელიტურ კი არა, რიგით ჯგუფში არ ჩამრიცხავდა და არც ამხელა გულისტკენა მექნებოდა ჩემი მატერიალური მდგომარეობის გამო. ახლა უფრო გავიაზრე, რა საშინელებაა უფულობა, რომელიც თურმე განათლებასაც, ადამიანობასაც, ნიჭიერებასაც თავისი უზარმაზარი ბრჭყალებით კრავს და ახრჩობს.
და მაინც, თითოეული თქვენგანის სასწაულის იმედი მაქვს.
ამ პოსტს ვწერ იმ იმედით, რომ 3,5-მილიონიან ქვეყანაში 47.000 მოქალაქეს ვიპოვი, ვინც 1 დოლარით დამეხმარება სწავლის დაფინანსებაში. მთავარია, ჩემმა თხოვნამ ძალიან ბევრ ადამიანამდე მიაღწიოს. ცალკე აღებული 1 დოლარი თითქოს არაფერია, მაგრამ ძალიან დიდია, როცა ერთიანდება და კიდევ უფრო დიდი ხდება მორალურად, რომ ეს ჩემმა თანამემამულეებმა შემაძლებინეს, რომ ეს ჩემმა ხალხმა შეძლო. ერთად მოვახდინოთ სასწაული".

ეს სოციალურ სივრცეში გავრცელებული 19 წლის ნიკოლოზ ბოლქვაძის პოსტია, რომელიც ძნელია, ყურადღების გარეშე დატოვო. "გზა" მეტი დეტალის გასარკვევად წარმატებულ ახალგაზრდას დაუკავშირდა.
ნიკოლოზ ბოლქვაძემ ქუთაისში, ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ზაქარია ფალიაშვილის #2 სამუსიკო სკოლის ვოკალურ განყოფილებაზე სწავლაც წარმატებით დაასრულა. ამჟამად 80%-იანი გრანტით სწავლობს ლიეტუვაში არსებული ამერიკული უნივერსიტეტის (Lჩჩ Iნტერნატიონალ Uნივერსიტყ), ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე. იქვე მუშაობს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ წრეზე არ უვლია და არც გამოცდილება აქვს, თურმე ყოველთვის ოცნებობდა მსახიობობაზე და სწორედ ახლა საუკეთესო შანსი მიეცა: ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში მის გაგზავნილ აპლიკაციას მალევე მოჰყვა დადებითი პასუხი. სამოტივაციო წერილის, დრამატული და კომედიური შინაარსის მონოლოგების წარდგენის გარდა, ნიკოლოზის სარეკომენდაციო წერილების ავტორები ლიეტუვას უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი და ვოკალის პედაგოგი ნანა დოღონაძე გახლდნენ. როგორც ნიკოლოზი თვლის, მათმა დახასიათებამ დიდი გავლება მოახდინა აპლიკაციის შეფასებისას.
აქვე გეტყვით, რომ 1884 წელს დაარსებული ამერიკის კინოაკადემია მდებარეობს ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში. თუ უახლოესი კვირების განმავლობაში თანხის მობილიზება მოხდება, ნიკოლოზი ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდში, ზამთრის სემესტრიდან დაიწყებს სწავლასა და იქვე ცხოვრებას. სწავლა ორწლიანია. ერთი წელი 37 ათასი დოლარი ღირს, ხოლო 12 ათასი დოლარი სტუდენტური საცხოვრებლისთვისაა განსაზღვრული.
GzaPress
ნიკოლოზ ბოლქვაძე:
- მხარდაჭერის სურვილით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, სრულიად მოულოდნელად და უცნაურად ჩნდებიან ჩემ გარშემო ადამიანები. როგორც კი აკადემიიდან ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია მივიღე, დახმარების სურვილი ბევრმა გამოთქვა. ჩემთვის სრულიად უცნობმა ქალბატონებმა - მარი ბერძენაძემ და ანა მანაგაძემ ორგანიზება გაუწიეს ჩემი მხარდაჭერის პროცესს. როცა ჩემი ამბავი გაშუქდა, ქალბატონი ანა იმავე დღეს მობილურით დამიკავშირდა. სწორედ იმ დღეს მომიწია თბილისში იმ ბინის დაცლამ, სადაც ვცხოვრობდი და მან, იმ მომენტში ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა, თავის სახლში ცხოვრება შემომთავაზა. ახლა დროებით ქალბატონი ანას ბინაში ვცხოვრობ. ხოლო ქალბატონი მარის ინიციატივით, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო მოძრაობა "1 დოლარი ნიკოლოზისთვის". დაახლოებით ერთ თვეში უნდა მოხდეს თანხის მობილიზება. ცოტა დრო მაქვს და სწორედ ამიტომ ვღელავ, თორემ სხვა შემთხვევაში ალბათ ასე არ ვინერვიულებდი. სწავლა 2021 წლის 2 იანვარს იწყება.
- აკადემიამ თქვენზე რომ შეაჩერა არჩევანი, ეს დიდი გამართლებაა. საკმაოდ მიზანდასახული ჩანხართ, თქვენ როგორ უყურებთ მიმდინარე პროცესს?
- იმდენი ადამიანი მიდგას გვერდში, ახლა უფლებაც არ მაქვს, ყურები ჩამოვყარო. ესეც რომ არა, არ ვარ ის ტიპი, რამეს ხელს რომ მოვკიდებ, საქმე ბოლომდე არ მივიყვანო და შუა გზაში მივატოვო. აქედან გამომდინარე, არანაირად არ ვაპირებ დანებებას და მაქსიმალურად წინ მივიწევ.
- გექნებათ ინფორმაცია, რომელი მსახიობები სწავლობდნენ აღნიშნულ აკადემიაში. საზოგადოებას უყვარს ცნობილი გვარების დასახელება და ჩამოვთვალოთ...
- ამერიკის დრამატული ხელოვნების კინოაკადემია დასრულებული აქვთ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან: ედრიან ბროუდი, ადამ სკოტი, ენ ჰეთეუეი, პოლ რუდი, მიგელ ბერნარდო, კირკ დუგლასი და ა.შ.
- თქვენი სამსახიობო კარიერა როგორ წარმოგიდგენიათ? რომელი ჟანრი გიზიდავთ ყველაზე მეტად?
- ახლა რომ გესაუბრებით, "ოსკარს" ვხედავ (იღიმის)... რაც შეეხება ჟანრებს, ყველა სახელოვნებო სფეროში - იქნება ეს მუსიკა, ლიტერატურა, თეატრი თუ კინო - დრამას ვანიჭებ უპირატესობას. ეს ჟანრი უფრო ახლოსაა ჩემთან. დიდი იმედი მაქვს, ჩემი ოცნება ახდება.


ნიკოლოზ ბოლქვაძის სწავლის დაფინანსების მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
თBჩ - GE51TB7447845061100079
საქართველოს ბანკი - GE19BG0000000365799593
საერთაშორისო ანგარიში/IBAN - LT053500010006146057
მიმღები - მარიამ აბშილავა
მიმღების ბანკი - ლიბერთი ბანკი
რეზიდენტი - საქართველო, თბილისი, მცხეთის ქუჩა
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო სწყდება გული პედაგოგად და ფეხბურთელად დაბადებულ თამაზ ჯავახიშვილს
ახლახან ნათელა იანქოშვილის ერთი მხატვრის მუზეუმმა საქართველოს თანამედროვე მხატვართა საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლა.
ქართველი მხატვრის კიდევ ერთი წარმატება საზღვრებს მიღმა
წარმატებული კარიკატურისტის გამარჯვებები და... სატკივარი
თუ გინდა იყო ბედნიერი, გააშენე ბაღი
"შემეცვალა აზრი, მეტად დავაფასე საკუთარი ქვეყანაც და ქართველი ბიჭებიც..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.