"არ დამიჯერა, მაინც წავიდა - საქართველოს და ქართველებს უჭირთო, წლების განმავლობაში ვეძებდი და შვილის კვალსაც ვერ მივაკვლიე..."
font-large font-small
"არ დამიჯერა, მაინც წავიდა - საქართველოს და ქართველებს უჭირთო, წლების განმავლობაში ვეძებდი და შვილის კვალსაც ვერ მივაკვლიე..."
აღმაშენებლის გამზირზე მიმავალს ხნიერმა ქალბატონმა, რომელიც ორი ხელჯოხით კიბის საფეხურებზე ასვლას ცდილობდა, დახმარება მთხოვა... პატრონი ბევრი უნდა მყავდეს, მაგრამ ახლა ჩემ გვერდით აღარავინააო, - შემომჩივლა და ატირდა. აღმოჩნდა, რომ რუსუდან ყავლაშვილი თავის ორ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილს, თემურ და რუბენ სოზიაშვილებს გლოვობდა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"დიდ სიხარულს მანიჭებდა მისი წარმატებები. მეოთხე კურსის დასრულების შემდეგ, ლენინგრადის სამხედრო აკადემიაში გადაიყვანეს. წარმატებით დაამთავრა ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიენიჭა სამხედრო ექიმის წოდება. ჯერ ყაზახეთში გაანაწილეს, მოგვიანებით კი უზბეკეთში გადაიყვანეს..."

"ძალიან უნდოდა ამ ქალაქიდან სამშობლოში დაბრუნება. მწერდა, მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს შევალიოო. სხვადასხვა ხრიკსაც კი მამართავდა დასაბრუნებლად. საბოლოოდ, მიზანს მიაღწია, ჩამოვიდა და მუშაობა სასწრაფო დახმარების სადგურში, ქირურგად დაიწყო... მოგვიანებით ოჯახთან
ერთად, ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც სამსახურისა და საცხოვრებლის პრობლემა უკვე მოგვარებული ჰქონდა. ბარგი შეკრული იყო, როცა დაიბარეს, სამაჩაბლოში მდგომ ქართულ ნაწილებსა და ხუთი სოფლის მოსახლეობას ექიმი არ ჰყავსო. დაღონებული დაბრუნდა. ქართველებს უჭირთ და როგორ არ დავეხმაროო..."

"დავხედე. ეძინა. არ გავაღვიძო-მეთქი, შუბლზე ფრთხილად ვაკოცე და წავედი. მას შემდეგ აღარ მინახავს... ვიცოდი, ვგრძნობდი, ცოცხალი არ დაბრუნდებოდა, მაგრამ არ დამიჯერა... მაინც წავიდა - საქართველოს და ქართველებს უჭირთო. ახლა მე და მის შვილებს რომ გვიჭირს, აინტერესებს ვინმეს?! ჩემი შვილი, რომელმაც თავი საკუთარ ქვეყანასა და ხალხს შესწირა, ისე გაქრა, თითქოს არც უცხოვრია..."

"მისთვის არ არსებობდა განსხვავება ოსსა და ქართველს შორის. ხშირად საველე პირობებში ლამპის შუქზე ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. ხეობაში ის გახლდათ ქირურგიც, თერაპევტიც, რეანიმატოლოგიც, მასაჟისტიც, კბილის ექიმიც..."

"შვილს წლების განმავლობაში ვეძებდი და მის კვალსაც ვერ მივაკვლიე... მაშინ გია, თემურის შვილი 11 წლის იყო, მარტო ვზრდიდი. კვირაში ორი დღე თუ ვიყავი სახლში, დანარჩენი დღეები თემურის საძებნელად დავდიოდი. ბავშვის მარტო დატოვება მიხდებოდა. ნახევრად მშივრები ვიყავით. ქუჩაში ნატეხ პურებს ვაგროვებდი. ერთ დღეს ნახევარი პური ვიპოვე, გახარებულმა სახლში მოვიტანე და ბავშვს მივეცი. ცოტა ხანში დავინახე, რომ პირზე ქაფი გადმოსდიოდა... სასწრაფომ გადაიყვანა... მას შემდეგ ქუჩაში პური აღარ ამიღია. ერთხელ, მახსოვს, ციცქნა ნაჭერი კარაქი მქონდა. ნახევარი პურზე წავუსვი. გიამ პური აიღო და მხოლოდ კარაქი ალოკა. გაბრაზებულმა ხელზე დავარტყი... რომ მახსენდება, ახლაც მრცხვენია..."

"მივმართე თავდაცვის, ჯანდაცვის, შს სამინისტროებს, სამხედრო პროკურატურას, ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო და მრავალ სხვა ორგანიზაციას, პირადად ვიარე კაბინეტებში, არ დამიტოვებია არც ერთი სტრუქტურა და ცალკეული პირი, მაგრამ დღემდე გულგრილობის მსხვერპლი ვარ..."

ქალბატონი რუსუდანის ემოციურ ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 5 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო სწყდება გული პედაგოგად და ფეხბურთელად დაბადებულ თამაზ ჯავახიშვილს
ქართველი მხატვრის კიდევ ერთი წარმატება საზღვრებს მიღმა
ახლახან ნათელა იანქოშვილის ერთი მხატვრის მუზეუმმა საქართველოს თანამედროვე მხატვართა საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლა.
წარმატებული კარიკატურისტის გამარჯვებები და... სატკივარი
თუ გინდა იყო ბედნიერი, გააშენე ბაღი
"შემეცვალა აზრი, მეტად დავაფასე საკუთარი ქვეყანაც და ქართველი ბიჭებიც..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.