ბამბის თოჯინები და ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი კომპოზიციები
font-large font-small
ბამბის თოჯინები და ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი კომპოზიციები
როგორ იქცა ბაკურიანში გაჩენილი იდეა რეალობად

2013 წლიდან დღემდე აქსესუარებს ქმნის და თავიდანვე ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა. თავის ბრენდს ბავშვობის მეტსახელი დაარქვა და მას შემდეგ ბევრი სხვადასხვა ნივთი შექმნა. განსაკუთრებული ყურადღება ქაბზოს ხელნაკეთ ყელსაბამებს წიწაკებითა და "მატრიოშკებით" ხვდა წილად, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც ბევრი ატარებს და წლებია პოპულარობასაც ინარჩუნებს. ერთი წლის წინ თავის საქმიანობას ახალი მიმართულება შემატა: მინიატიურები, წელს საახალწლოდ კი სათამაშოები დაამზადა. შერეული ტექნიკით შექმნილ თოჯინებს, ჩვენი მშობლების დროინდელი სათამაშოების ვიზუალი აქვს და ვფიქრობ, სწორედ ამ ნოსტალგიური განწყობის გამო დაიმსახურა საზოგადოების ინტერესი.


ნინო ქაბზინაძე (დიზაინერი):
- სამხატვრო აკადემია ინტერიერის დიზაინერის განხრით დავამთავრე, შემდეგ "ჯიპაში" სარეკლამო სტრატეგიებისა და გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე. ამის შემდეგ ბავშვობის ოცნება ავიხდინე და ჩავაბარე კონფუცის უნივერსიტეტში ჩინური ენის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩინეთში წასვლა ვერ შევძელი, თუმცა გარკვეულ დონეზე მაინც მოვახერხე ჩინურის შესწავლა. ჩემი სამკაულის, ყელსაბამებისა და გულსაბნევების 100 პროცენტი ხელითაა მოხატული. სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩემი საქმიანობით იტალიაში დაინტერესდნენ, შემოთავაზება მქონდა გამოფენებში მიმეღო მონაწილეობა, ჩავსულიყავი და მათთვის გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება, მათი ტექნოლოგიაც მესწავლა, მაგრამ პირადმა სივრცემ ამის საშუალება არ მომცა. თუმცა, თავად ფაქტი ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო.
- სამკაულის პარალელურად, მეორე ხაზი, მინიატიურები და სათამაშოებიც მაქვს. რისგან იქმნება შენი დეკორატიული ნივთები?
- სამწუხაროდ, საქართველოში მაკეტის შესაქმნელად მასალა არ იყიდება, მხოლოდ გამოწერით შეიძლება მათი შეძენა. მუზა რომ მომივიდა, სწრაფად მინდოდა შედეგი მენახა, ამ პრობლემას რომ შევეჯახე, თავად გამოვიგონე დამზადების გზები. ეს არის შერეული და ასე ვთქვათ, საკმაოდ იოლად მოსაპოვებელი მასალა: ბუნებრივი ხის ტოტები, კენჭები, მუყაო, ბამბა, ქაღალდი, ნახერხი, ბალახის იმიტაციისთვის ჭურჭლის ღრუბელი გამოვიყენე და საბოლოოდ უცხო და ბუნებრივი ნამუშევრები გამოვიდა. შრომატევადი პროცესია, დიდი დრო მიაქვს, მაგრამ იმდენი დადებითი შეფასება მოვისმინე, აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით.
GzaPress
- საახალწლოდ ფიგურებიც შემატე...
- დიახ, ყოველ ახალ წელს მინდოდა მსგავსი რამის გაკეთება, მაგრამ აქამდე ვერ მოვიფიქრე თემა, მასალა და თან მინდოდა, სათამაშო გამორჩეული ყოფილიყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, ბაკურიანში ვიყავი. სიცივეში, თოვლში შეფუთულები დადიოდნენ და იდეაც აქედან წამოვიდა. ქალების ხასიათი "დავიჭირე" და გადავწყვიტე, მათი მსგავსი თოჯინები შემექმნა. უწინ სათამაშოებს ბამბისგან აკეთებდნენ, მაგრამ ახლა მივიწყებულია ეს ტექნიკა. სწორედ ბამბისგან გადავწყვიტე ფიგურების გაკეთება და პირველი ფიგურა ვცადე. წითელთავსაფრიანი თოჯინა რომ გავაკეთე და შედეგი დავინახე, ამან სხვადასხვა ტიპაჟის შექმნის სურვილიც გამიჩინა - განსხვავებული კოსტიუმებითა და სახეებით. თოჯინები ბამბისგან კეთდება, ქსოვილსაც ვიყენებ, ხოლო სახეები პოლიმერული თიხისგანაა და ხელით არის მოხატული. მსუბუქი, საკმაოდ თბილი და ეკოლოგიურად სუფთა ნამუშევრები გამოვიდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ, ახალ ტიპაჟებსაც შევმატებ. საერთოდ, ძალიან მიყვარს წინასაახალწლო სამზადისი, ნაძვის ხე, მისი მორთვა. ამ დღესასწაულს სიხარული და სიხალისე შემოაქვს. წელს ამ ყველაფერს ჩემი კომპოზიციებიც შევმატე და ამ გზით კიდევ ერთი, ჩემთვის ზღაპრული სამყარო შევქმენი (იღიმის).
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ხელოვანის ცხოვრების გზა
ბუნება აქსესუარებში - ალპინისტი და თვითნასწავლი ხის ოსტატი
გოგი გეგეჭკორის უკანასკნელი პორტრეტი
"არ არის აუცილებელი, ერთ კონკრეტულ განზომილებაში იცხოვრო"
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა.
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.