"მე შენ კი არა, წითელ მოსკოვს არ ვემორჩილებიო"
font-large font-small
"მე შენ კი არა, წითელ მოსკოვს არ ვემორჩილებიო"
რისთვის დასაჯეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული მეთოდე ჭანტურია

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბევრი შვილი ჰყავს, ზოგი ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მათი სახელები არ დაკარგულა და ადრე თუ გვიან, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლდათ მეთოდე ჭანტურია, რომელსაც საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში საპატიო ადგილი უჭირავს.


მეთოდეს შესახებ მისმა შვილიშვილმა, ეროვნული მოძრაობის აქტიურმა წევრმა, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა რენო ესვანჯიამ, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის, გარკვეული ცნობები მოიპოვა 90-იან წლებში, როცა საქართველოში კა-გე-ბეს არქივი გაიხსნა.
ჩვენ ვესაუბრეთ მის უმცროს დას, მეთოდე ჭანტურიას უმცროსი ქალიშვილის - საშა ჭანტურიას შვილს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ ია ესვანჯიას:

- დედაჩემის გადმოცემით - ბაბუა მეთოდე ჭანტურია სულით ხორცამდე პატრიოტი იყო. ის სოციალ-დემოკრატებთან მეგობრობდა: ნოე რამიშვილთან, ბენია ჩხიკვიშვილთან, ნოე ჟორდანიასთან... ბაბუაჩემი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, მაშინდელი ანდრეევის, დღევანდელი თევდორე მღვდლის ქუჩაზე. ასევე ჰქონდათ დიდი სახლი, დიდი საკარმიდამო ნაკვეთი ეწერში, რომელიც ჩამოართვეს, რადგან თბილისში ცხოვრობდნენ. ჩამოართვეს ასევე სხვა ქონებაც. ოჯახი რეპრესირებული იყო, არ იღებდნენ უმაღლესში, სადაც მათ სურდათ, თუმცა მაინც მოახერხეს უმაღლესი განათლების მიღება.
GzaPress
90-იან წლებში მოვიდა მეთოდე ჭანტურიას რეაბილიტაციის საბუთი, მაგრამ მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა მთავრობისადმი, წართმეული ქონება არ დაგვიბრუნდა.
დედაჩემი, საშა ჭანტურია, რომელიც ძალიან პატარა იყო მაშინ, ასე იგონებდა თბილისში საბჭოთა არმიის შემოსვლას:
1921 წლის თებერვალი იყო. დილით გარეთ არ გამიშვეს, ძალიან ციოდა, თითქოს ქალაქი გაქვავებულიყო... ჯარს, რომელიც თბილისში შემოვიდა, წინ ცხენზე ამხედრებული ულვაშიანი კაცი მოუძღოდა... მამაჩემი იმ დღეს მოვიდა ძალიან გვიან ღამით, შინდისფერი "ჩერგესკა" ეცვა და დედას სთხოვდა წაჰყოლოდა ბათუმში, სადაც კრეისერი ელოდებოდათ და ემიგრაციაში უნდა წასულიყვნენ. მახსოვს, სარდაფში ჩავედით ღორის შაშხისა და კვერცხის ამოსატანად. წასასვლელად გადადებულ ფულს, ნიკოლოზის და ეკატერინეს თავის გამოსახულებიან ოქროს მონეტებს არჩევდნენ... დედაჩემი მამას არ გაჰყვა და კიდევაც დავრჩით საქართველოში...
GzaPress
სულ ტერორის ქვეშ მყოფ ოჯახში მაინც იშლებოდა სუფრა, სადაც საუბრობდნენ საქართველოზე, პოლიტიკაზე. ერთ-ერთი წვეულების დროს თამადა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ნათესავი იყო (დედის მხრიდან, გვარად ნოდია), პოლიტიკურად არ ეთანხმებოდა ბაბუას და თურმე წაეკინკლავა: როცა მე ვარ თამადა, ყველანი უნდა დამემორჩილოთო, მეთოდემ კი უპასუხა: მე შენ კი არა, წითელ მოსკოვს არ ვემორჩილებიო... და სწორედ ეს გახდა მიზეზი და საფუძველი მისი დაპატიმრებისა - მეორე დღეს აიყვანეს... "სი სოულ ბატა ვა გომტალენქო, თოკირ ვორექ, ჭოფირ ვორექ, ვა შემბრალენქო..." - ეს სიმღერა უყვარდა თურმე მას და ხშირად მღეროდა, ციხეშიც, რომელიც თითქოს მისი ცხოვრების თანამგზავრად იქცა.
GzaPress
1925 წელს მეთო ჭანტურია ციხიდან გამოუშვეს, თავისი საქმიანობა გააგრძელა და ბევრი კეთილი საქმე გააკეთა: იყო ერთ-ერთი პირველი თაოსანი - ჯერ კიდევ მაშინ, ებრაელებს ხელი შეუწყო სამშობლოში გამგზავრებაში, ასევე სამეგრელოს სოფლებში, რომელიც რიონის ადიდების გამო ხშირად იტბორებოდა, მისი თაოსნობით ჩატარდა ნაპირგასამაგრი სამუშაოები, გაკეთდა დამბა და მრავალი სხვა. შემდეგ მოღვაწეობდა ბათუმში, სადაც ეკავა მაღალი თანამდებობები, მაგრამ მეთო ჭანტურია ვერ ეგუებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას, ეს კარგად იცოდა ჟანდარმერიამ, ამიტომ იგი 1929 წელს კვლავ დაიჭირეს და ბათუმის ციხეში გაამწესეს (ქვემოთ მოყვანილი სურათი ბორკილებში, ბათუმის ციხეშია გადაღებული, შუაში ყაბალახით მეთო ჭანტურიაა). შემდეგ გამოუშვეს, თუმცა 1931 წელს კვლავ დაიჭირეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში, სადაც ბევრი პოლიტპატიმარი იყო. დედაჩემი მაშინ 14 წლის ყოფილა და ხშირად მიდიოდა მამასთან, მიჰქონდა ე.წ. პერედაჩი. ციხის უფროსი ყოფილა ბერძენი, ვინმე იაკობიდი, რომელიც პოლიტპატიმრების მიმართ კარგი განწყობილებით გამოირჩეოდა, რისთვისაც ისიც დააპატიმრეს.
აქვე გეტყვით, რომ დედამ კარგა ხანს არ იცოდა მამის გარდაცვალების შესახებ: ბოლო ხანებში, როცა მეტეხის ციხეში "პერედაჩი" მიჰქონდა, რადგან იქ ეგულებოდა, მეთო უკვე არა მარტო გადასახლებული ყოფილა ციმბირში, არამედ გარდაცვლილიც...
GzaPress
დაბოლოს, მინდა იმ წერილის მცირე ნაწყვეტი შემოგთავაზოთ, რომელსაც ახალგაზრდობაში მისი მეუღლე - დესპინე ნოდია სწერს მეთოდე ჭანტურიას და სადაც კარგად ჩანს ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულება და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ:
"1909 წ. 23 მწიფობისთვე
ჩემო სანახავად სანატრელო ბატონო მეთო. უპირველესად მრავალს მოკითხვას მოგახსენებთ დიდი სიყვარულით, შორის ამისა იმედია, ჩვენც გვიკითხავთ, ჩვენ კი გვარიანათ გახლავართ, ღვთისა და თქვენი იმედით, მხოლოდ გვაწუხებს თქვენი უნახულობა, მაგრამ რა გაეწყობა...
შენი მორჩილი დესპინე".


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა.
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.
"ერთ ნამუშევარში დაახლოებით ხუთიდან ათ სახეობამდე ხის მერქანს ვიყენებ"
"ძნელია, როცა არ გინახავს, თუმცა უფრო ძნელია, რომ ნახავ!"
30 იანვარს ფილადელფიაში ქართველმა ემიგრანტებმა პროექტში "სამოსი - სამშობლო" მიიღეს მონაწილეობა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.