"ხასიათი ბევრად კარგად ჩანს მაშინ, როცა ადამიანი შიშველია"
font-large font-small
"ხასიათი ბევრად კარგად ჩანს მაშინ, როცა ადამიანი შიშველია"
პორტრეტული თოჯინების შექმნის საინტერესო პროცესი

ბავშვობის გატაცება პროფესიად აქცია. რამდენიმე წელი მუშაობდა კიდეც მხატვარ-მულტიპლიკატორად. ახლახან, პანდემიის პერიოდში ახალი პერსონაჟები შექმნა. დინა ზაპრუდნაიას "შიშველი ადამიანების" სახასიათო სახეები მაშინვე იქცევს ყურადღებას.


- პროფესიით მხატვარ-მულტიპლიკატორი ვარ. მამა მყავდა ცნობილი მხატვარი ბაქოში - რაუფი შაშიკაშვილი. ბავშვობიდან ვხატავდი. ძალიან მიზიდავდა ძერწვა, განსაკუთრებით მინიატიურების, პატარა დეტალების.
GzaPress
- პროფესიით თუ გიმუშავიათ ან რა გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით?
- სამხატვრო აკადემიაში ვმუშაობდი გობელენებსა და მოზაიკაზე, შემდგომ კინოსტუდიაში - მულტფილმებზე. ბედნიერი წლები იყო...
- "შიშველი ადამიანები" - ეს ფიგურებია, რომლებიც...
- ...რომელთა შექმნის იდეა დამებადა პანდემიის დროს. ვფიქრობ, ადამიანის ხასიათი ბევრად კარგად ჩანს მაშინ, როცა შიშველია, ვიდრე სამოსში გამოწყობილის. დეტალებში შეიძლება გამოისახოს ყველაფერი, რასაც ტანსაცმლით ვმალავთ.
GzaPress
- მასალა და შექმნის პროცესი...
- მასალა პოლიმერული თიხაა. რა თქმა უნდა, წინასწარ "ვხედავ" პერსონაჟს და წინასწარ ვიცი, როგორი უნდა იყოს. თიხა ძალიან კარგი მასალაა, მალე შრება. ასე რომ, ერთი პერსონაჟი ორ დღეში მზად არის ხოლმე.
GzaPress
- განზოგადებული სახეების გარდა, ფიგურებს შორის კახა ბენდუქიძისა და ედუარდ შევარდნაძის სახეებიც ამოიცნობა...
- დიახ. ედუარდ შევარდნაძის პერსონაჟის შექმნის იდეა 90-წლების დროს დამებადა, მაშინ, როდესაც უშუქობით ვიტანჯებოდით. რა თქმა უნდა, ყველაფერი მას ბრალდებოდა და გადავწყვიტე "დამესაჯა". დავსვი სანთლით ხელში, ოთახი რომ გაენათებინა. სხვათა შორის, თავად მას მიართვეს ეს თაბაშირის "ედიკა" და ძალიან იხალისა. რაც შეეხება ბენდუქიძეს - ძალიან სპეციფიკური გარეგნობა ჰქონდა და მისი პორტრეტული თოჯინის შექმნა საინტერესო იყო. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ვერ გადავეცი.
GzaPress
- შესაძლებელია თუ არა, სასურველი პორტრეტის შექმნა მოისურვოს ადამიანმა, თუ მხოლოდ თქვენი სურვილის მიხედვით ქმნით თოჯინებს?
- შეკვეთებს ვიღებდი. რამდენიმე ფოტო მჭირდება მუშაობისთვის. არაერთი პორტრეტული თოჯინა მაქვს გაკეთებული. ძალიან საინტერესო პროცესია და იმედი მაქვს, ამ პროფილით ბევრს ვიმუშავებ.
GzaPress
- თქვენს ფიგურებში ცხოველებიცაა. მათი შექმნა უფრო გიზიდავთ თუ ადამიანების?
- ცხოველები ძალიან მიყვარს და მათ ფიგურებს სიხარულით ვქმნი. ეს "მულტებიდან" მოყოლებული სიყვარულია.
- დაბოლოს, პანდემია რომ დამთავრდება, თქვენი ნამუშევრების გამოფენას ხომ არ გეგმავთ, რათა ისინი უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს?
- დიახ, მინდა ჩემი ნამუშევრები მეტმა ადამიანმა ნახოს, შეაფასოს და იმედი მაქვს, ეს ოცნება ამიხდება.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.