"ტაძარი და სარწმუნოება კვებავს ჩემს ფანტაზიას"
font-large font-small
"ტაძარი და სარწმუნოება კვებავს ჩემს ფანტაზიას"
ცვილისგან დამზადებული სუვენირები

უკვე 10 წელია, სოფი ბუნტური ნატურალური ცვილისგან ულამაზეს ხელნაკეთ სანთლებსა და ორიგინალურ სუვენირებს ამზადებს. თითოეული დეტალი ხელითაა ნაძერწი. სოფისთვის ეს მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის, ის საქმე, რასაც აკეთებს, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მას.


- გორის რაიონიდან ვარ, სოფელ მეჯვრისხევიდან. ომი რომ დაიწყო, იქ ვიყავით. ღამე ბომბების ხმამ გაგვაღვიძა. სასწრაფოდ ჩაგვსხა მანქანაში, რას ვყრიდით ჩანთებში, არ ვიცი. მამამ გამოგვაპარა მე და ჩემი და, თვითონ კი დარჩა. თბილისის გზაზე დაგვხვდა ნათესავი და წამოგვიყვანა. სოფლიდან ალბათ 500 მეტრი იქნება "საზღვრამდე", სადაც მავთულხლართები გადის. მეჯვრისხევთან ახლოსაა ერთი ოსური სოფელი - ღრომი. იქაურებთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ჩვენი სოფელი ისე დაიცვეს, ერთი პატარა ნივთიც კი არავის დაუკარგავს... გორში დავამთავრე უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით, მაგრამ ისე მოხდა, რომ უმაღლესი მათემატიკის შემდეგ სულ სხვა საქმემ მომხიბლა. ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელსაქმე, თვითონ ვისწავლე ქარგვაც და ქსოვაც. თუ სადმე ახალ "უზორს" ვნახავდი და მომეწონებოდა, ვცდილობდი მესწავლა. თავდაპირველად თოჯინებისთვის ტანსაცმლის კერვა დავიწყე, შემდეგ ძერწვითაც დავინტერესდი, ბოლოს კი - პარაფინის სანთლითა და ცვილით. 2008 წელს ტაძარში დავიწყე სიარული. ერთხელ დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარმა ნახა ჩემი ნაკეთობები, თურმე ძალიან მოეწონა და თავისთან დამიბარა. მონასტერში უკეთესად შევისწავლე ტექნოლოგია, როგორ დამემუშავებინა სანთელი. დანარჩენი, რასაც ვაკეთებ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
- მითხარი, რომ თითოეული დეტალი ხელით არის ნაძერწი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყალიბებს არ იყენებ?
- ქართული რეწვის ორგანიზაციის დირექტორმა მირჩია, რომ სამუშაოს ბევრად გავიმარტივებდი ყალიბით, მაგრამ ჩემებურად, კვლავაც ხელით ვარჩიე ყველაფრის კეთება. ელექტროგამათბობელთან ვდებ სანთელს და რომ გალღვება, მერე ვძერწავ. ყველაზე მარტივ ნამუშევარს 2-3 საათი მაინც სჭირდება, საკმაოდ შრომატევადია. სამუშაოდ მხოლოდ თაფლის სანთელი მჭირდება, სხვა არაფერი.
- მასალის შეძენა გიჭირთ?
- არ არის პრობლემა, მით უმეტეს - სოფელში. თან, სანთლის დამუშავება თვითონაც ვისწავლე, "იუთუბის" დახმარებით. ასე რომ, შემიძლია ფიჭა ვიყიდო და დავამუშაო. მუშაობის პროცესი ძალიან მამშვიდებს, მიუხედავად სირთულისა. მეგობრები მეუბნებიან, - როგორც ვატყობთ, ეს შენთვის შემოსავლის წყარო კი არა, ჰობიაო.
GzaPress
- რა ნივთებს ამზადებთ?
- ძირითადად, ქართულ თემატიკაზე ვმუშაობ, ძველ ქართულ ორნამენტებს ვიყენებ. ვამზადებ საეკლესიო ნივთებს, ფიალებს, ყანწებს, ბოთლებს, ნეფე-დედოფლის, ასევე ნათლობის კელაპტრებს. საშობაოდ შობის ვარსკვლავი გამოვძერწე, საახალწლოდ - ჩიჩილაკი თოვლის ბაბუასთან ერთად, სააღდგომო სუვენირად - ცხვარი და წითელი კვერცხები; რაკი ნათლისღებასთან თევზი ასოცირდება - თევზი, აღდგომისთვის კი კალათები გავაკეთე და შიგ ბზები ჩავალაგე. ძირითადად მაინც ტაძარი და სარწმუნოება კვებავს ჩემს ფანტაზიას. ჩემი დაწერილი ხატიც მაქვს, ოქრომკედით ნაქარგი, ვმუშაობ თექაზეც - სასულიერო პირებისთვის ვამზადებ ჟილეტებს, თექის სანაწილეებს და ა.შ.
- სახელოსნო გაქვთ?
- არა, ამ ყველაფერს სახლში ვამზადებ. რა თქმა უნდა, მინდა სახელოსნო მქონდეს. "აწარმოე საქართველოში" პროექტის დაწერას ვგეგმავ, ბედს ვცდი. რაც მთავარია, დაინტერესებაც არის: შობამდე მთელი თვე არ მიძინია, იმდენი შეკვეთა მქონდა, ფიზიკურად ვერ ვასწრებდი. რეალიზაციას ვახდენ ინტერნეტითაც და ისედაც. 2017 წლამდე, ვიდრე გავთხოვდებოდი, ეპარქიის საეკლესიო მაღაზიაშიც ვაბარებდი ჩემს ნამუშევრებს და თბილისშიც, რამდენიმე მაღაზიაში. ერთხანს შევწყვიტე ეს საქმიანობა - პატარა შვილი მყავს, რომელსაც დამოუკიდებლად ვზრდი. ბარბარე 2 წლისა და 10 თვისაა. მშობლები და დედმამიშვილები ძალიან მიწყობენ ხელს, რაც შესაძლებლობას მაძლევს, ჩემი საქმე ვაკეთო. ვაპირებ, თბილისსა და გორში რამდენიმე მაღაზიაში კვლავ შევიტანო ჩემი ხელნაკეთი ნივთები. რამდენჯერმე გამოფენაც მქონდა - თბილისში, გორსა და უფლისციხეში. ძალიან მიხარია, რომ უცხოელებსაც მოსწონთ ჩემი ხელნაკეთი ნივთები. სხვათა შორის, ევროკავშირის წარმომადგენელმა, დომინიკა სკუბიდამაც შემიკვეთა საშობაო სანთლები - სურდა ახლობლებისთვის წაეღო საჩუქრად და მერე მადლობაც მომწერა. ხშირად ყიდულობენ თურქებიც, ბერძნებიც, უკრაინელებიც.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.