"სამშობლო არასოდეს ძველდება და ცვდება!"
font-large font-small
"სამშობლო არასოდეს ძველდება და ცვდება!"
30 იანვარს ფილადელფიაში ქართველმა ემიგრანტებმა პროექტში "სამოსი - სამშობლო" მიიღეს მონაწილეობა რომლის ორგანიზატორი ქართველი ჟურნალისტი ლელა ნინუა გახლდათ.


ლელა ნინუა:
"სამშობლო ის სამოსია, რომელიც არასოდეს ძველდება და ცვდება! სამშობლო ის სამოსია, რომელიც ტანზე თუ არა, ფიქრზე, გონებაზე, ოცნებებსა და ხშირად, ჩვენს მიზნებზე გვაქვს შემოცმული! რაც უფრო შორს ვართ უშუალოდ სამშობლოს სხეულისაგან, მით მეტად საჭირო ხდება ის ჩვენთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ემიგრაციის ის თაობებიც კი, ვისაც ფეხი სამშობლოს სხეულზე არც კი დაუდგამს, მას, როგორც სამოსს, ისე ატარებს გულსა და გონებაში! ჩვენ ეს ყველას გამოგვიცდია, ყველა ამ სამოსით ვთბებით აქ და ეს სამოსი გვაძლებინებს! ჩვენი დღევანდელი შეკრება არის მცდელობა იმის, რომ ჩვენს ტანზე, ფიქრზე, ჩვენს გულზე წამოსხმული სამშობლოს განცდა, გუშინდლის, დღევანდლის თუ ხვალინდლის ერთ დიდ დღესასწაულად ვაქციოთ და დავამკვიდროთ! დღეს პირველი დღეა ამ მცდელობის და თუ ეს გამოგვივიდა, თუ ყველამ ჩვენი შესამოსელი სამშობლო აქ მოვიტანეთ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ კიდევ ერთი კუნძული გავაჩინეთ ამ დედამიწაზე, სადაც შეგვიძლია ჩამოვსხდეთ და ჩამოვისვენოთ ისე, როგორც თავის სახლის კართან შეძლებდა ამის გაკეთებას ადამიანი!.. საღამოს სწორედ სამშობლოს მონატრების ელფერი დაჰკრავდა, ეს იყო ერთი დიდი მონატრება..."
GzaPress
იანა გეგუჩაძე:
"საღამო იყო სამშობლოს მონატრებასა და სიყვარულზე აგებული. ჩვენ, ქართველები სამშობლოდან შორს ვახერხებთ ჩვენი წილი სითბო აქედან გავუზიაროთ ერთმანეთს და საკუთარ სამშობლოს. მინდა საღამოს ორგანიზატორს მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის და წარმატება ვუსურვო!"

საღამოზე ნაჩვენები იყო მშობლიურ სამოსში გამოწყობილი ქართველი ქალის სილამაზე და ქართველი კაცის ვაჟკაცობის სინთეზი. ღონისძიება გალამაზებული იყო ქართული პოლიფონიური მუსიკითა და ნოსტალგიური პოეზიით. ამ საღამოთი გამოვხატეთ ჩვენი ქვეყნის მონატრება, ტკივილშეზავებული სიყვარული.
GzaPress
დალი ჭიკაძე:
"ეს საღამო არასოდეს დაგვავიწყდება; საღამო, რომელიც გაჟღენთილი იყო სამშობლოს სიყვარულით, მონატრებითა და სითბოთი, ერთმანეთის სიყვარულითა და სიამაყის შეგრძნებით. ჩვენ გვქონდა პატარა საქართველო ოკეანის გადაღმა. დიდი მადლობა ორგანიზატორს, ჩვენს უსაყვარლეს და უნიჭიერეს ლელა ნინუას, რომელმაც ასეთი დღესასწაული მოგვიწყო".
GzaPress
ხათუნა ტოფაძე:
"ეს ლამაზი და დაუვიწყარი საღამო გაჯერებული იყო ქართული სულითა და ელემენტებით, უამრავმა უნიჭიერესმა ადამიანმა მოიყარა თავი. ეს დღე მუდამ გვემახსოვრება. მადლობა ამ არაჩვეულებრივი საღამოს ორგანიზატორ ლელა ნინუას და დამსწრე საზოგადოებას, რომლებმაც კიდევ ერთხელ მაგრძნობინეს, რომ ჩვენ აქ პატარა საქართველო გვაქვს".
GzaPress
წითელი ხალიჩა, იმპროვიზირებული ჩვენება, ცოცხალი მუსიკა... ორი მაესტროს: ლევან შენგელიას და ირაკლი შერაძის ქართულ მოტივებზე შესრულებულ სიმღერებს თან ახლდა ის დეტალები, რაც სამშობლოსთან ასოცირდება. აქ ზოგს წიგნი ეჭირა ხელში, ზოგს ქართული ღვინით შევსებული სასმისი; ყველა საკუთარი თავის დიზაინერი იყო. საღამო "ერისიონის" სოლისტმა, სალომე ბიბინეიშვილმა გახსნა ცეკვით, 5 თვის ქალიშვილთან ერთად. საღამოზე აფრიალდა ცხინვალში, ერაყსა და კოსოვოში ომგამოვლილი ქართული დროშა - 17 წლის ანა ჯანჯალია სამხედრო ოჯახიდანაა, რომელმაც დახურა საღამო, მთავარი სათქმელი კი იყო: "საქართველო უპირველეს ყოვლისა".
GzaPress
ნატალია სულაშვილი:
"დიახ, ეს საღამო ნამდვილი ქართული სულის დაუვიწყარი ზეიმი იყო. მადლობა ამ ბედნიერების მონიჭებისთვის ლელა ნინუას და ვუსურვებ, კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს ქართველი ამერიკელი ემიგანტები!"
GzaPress
დავით ფრანგიშვილი:
"ჩემი 20-წლიანი ემიგრანტის სტაჟით, პოზიტიურად ვიყავი დამუხტული საღამოზე, რომელიც არაჩვეულებრივმა ადამიანმა - ლელა ნინუამ მოაწყო. კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და ერთმანეთს გადავეცით სიყვარული, ქართული სული. ჩემი აქ ღონისძიებაში მონაწილეობა და წითელ ხალიჩაზე გამოსვლა, თვითმიზნად არასდროს მქონია დასახული. ჩემი ბაბუა, ჟორჟ ფრანგიშვილი სახელოვანი საცირკო ძალოსანი, მუდამ ჯანსაღ სპორტულ ცხოვრების წესს ქადაგებდა და მეც ამ ტრადიციას ვაგრძელებ, მინდა ბავშვებს პატარა ნაპერწკალი გავუღვივო გულში, ალგეთის ლეკვები რომ დაიზარდონ ემიგრაციაში! აშშ-ში ქართული ჭიდაობის კლუბის ფუძემდებლები ვარ და მომავალ თაობას ისევ ჩვენს სამშობლოს ვუზრდი, ჩემს შვილებთან, გიორგისა და ნიკუშასთან ერთად. სხვათა შორის, გიორგი პირველი ქართველი ამერიკელი ემიგრანტია, რომელმაც 4-ჯერ მიიღო მონაწილეობა ნაციონალურ ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ძიუდოსა და სამბოში. ყველას მოგიწოდებთ ერთმანეთის პატივისცემასა და მოყვასის სიყვარულით ცხოვრებას. პატივისცემით, თქვენი დავით ფრანგიშვილი".
GzaPress
ლუიზა ჩოჩია:
"საქართველოს სიყვარულსა და მონატრებაზე აგებული ძალიან ლამაზი საღამო გაიმართა. საღამოს ამშვენებდა ქართული სამოსი, პოეზია, მუსიკა და რაც მთავარია, უნიჭიერესი ადამიანები. ეს ლამაზი და დაუვიწყარი საღამო გვემახსოვრება მუდამ..."


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.