თბილისის ცაზე გამოჩენილი ახალი ჩიტინოიდური რასა
font-large font-small
თბილისის ცაზე გამოჩენილი ახალი ჩიტინოიდური რასა
"ყველა მათგანი ადამიანივით მიყვარს"

ახლახან ინტერნეტდედამიწაზე ახალი ჩიტინოიდური რასა გაჩნდა, რომლის წარმომადგენლები გაოცებული გამომეტყველებით, ზედმეტად გულუბრყვილო მზერითა და წივილ-კივილა ხმით გამოირჩევიან. თავზე წამოსკუპებული შარავანდედი, ერთი შეხედვით, მათი და ანგელოზების საერთო წარმომავლობაზე გაფიქრებინებთ, თუმცა, როგორც ამ ექსკლუზიური ჯიშის გამომყვანმა და გენეალოგიის მკვლევარმა, ანი მატისმა გვაცნობა, არც ანგელოზები არიან და არც ადამიანები. მათ საკუთარი პლანეტა, სამეტყველო და ჟესტების ენა, რასობრივი მახასიათებლები და განწყობები აქვთ და სახელად ჩიტინები ჰქვიათ.


ვინ ან რანი არიან, წარმოშობის რა ისტორია აქვთ, რა უყვართ, რა სწყინთ და რა უხარიათ - ჩიტინეთში მოწივილკივილე ამ თავქარიანი არსებების შესახებ ჩიტინათუხუცეს ანი მატისს ვკითხეთ.

- ანიმაციასთან რაიმე შეხება ხომ არ გაქვთ? თოჯინებმა თავისი ფორმა რის მიხედვით შეიძინეს?
- თავდაპირველად ეს მეც მინდოდა და სამომავლოდ აუცილებლად გახდებიან კიდეც ჩიტინები ანიმაციის პერსონაჟები. ადამიანებს ვაქცევთ ჩიტინებად და ბევრი პერსონაჟი გროვდება. პირველი ჩიტინა რომ გამოვძერწე, მომეჩვენა, რომ ძალიან მეტყველი გამოვიდა. დიდი მოწონება ხვდა წილად და ამას კიდევ რამდენიმე სხვა მცდელობა მოჰყვა. თითოეული მათგანი ადამიანივით შემიყვარდა. ყველა მახსოვს თავისი სახელებით, ისტორიებით. არც ანგელოზები არიან და არც ადამიანები, თუმცა, ცოტ-ცოტა - ორივე. ეტაპობრივად ახალ-ახალ თემებს ვამატებთ. ახლა აქსესუარების დამზადება დავიწყეთ, საბავშვო ხაზიც გვაქვს. სამომავლოდ აუცილებლად შეიქმნება ანიმაცია და ზღაპრებიც გამოიცემა ჩიტინების შესახებ.
GzaPress
- მუშაობაში ვინმე გეხმარებათ?
- მხოლოდ მეუღლე. ყველაფერს ერთად ვსწავლობთ, ვხვეწთ. თითოეული შეკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს.
- გამოდის, პანდემიის პერიოდში დაწყებული საქმე პანდემიის დასრულებისას არ დამთავრდება?
- არავითარ შემთხვევაში. უამრავი გეგმა გვაქვს, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებთ.
- განწყობის გარეშე, ალბათ, ასეთ ემოციურ თოჯინებს ვერ შექმნით...
- განწყობას მართლაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვცდილობ, შევიქმნა. სახელოსნოში აუცილებლად მჭირდება მუსიკა და ყავა. საქმეში იმდენად ვერთვები, აბსოლუტურად ყველაფერი მავიწყდება. ზოგჯერ მუშაობის პროცესი დილის 7-8 საათამდე გრძელდება. დღე-ღამეში მხოლოდ 2-3 საათი მძინავს. ამ პაწაწინა თოჯინებმა პანდემიის სტრესი მოგვიხსნეს. აღმოვჩნდით სახლში და საკუთარი ზღაპრული ქალაქი ("ლოქდაუნთაუნი") შევქმენით თავისი ზღაპრული "ადამიანებით". განწყობას ისინი თავადაც გვიქმნიან, პოზიტიურები არიან.
GzaPress
- მსგავსი მცდელობები მანამდეც გქონიათ?
- ასეთი გატაცებები ბავშვობიდან მქონდა. სკოლის პერიოდში თიხაზე ვმუშაობდი. მალე აქსესუარების დამზადება და ჩაბარება დავიწყე. მეცხრე კლასში უკვე საკუთარი შემოსავალი მქონდა. მუდმივად სამუშაოში ვიყავი ჩაფლული. ვიყავი ჟურნალისტი, პროდიუსერი, კონცერტების ორგანიზატორი. სხვადასხვა დროს ვხატავდი, ვთარგმნიდი, ვუკრავდი. ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს, ვაქვეყნებდი მხატვრული ნაწარმოებების თარგმანებს. ვთარგმნიდი როგორც ინგლისურიდან, ისე იტალიურიდან. სულ მინდოდა, რაღაც ისეთი შემექმნა, რაც პირადად ჩემი იქნებოდა და ყველა ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ერთ საქმეში მოვაქცევდი. პანდემიამდე სასტუმროსა და რესტორნის გენერალური მენეჯერი ვიყავი. მოულოდნელად შინ დარჩენამ და გამოთავისუფლებულმა დრომ ნაფიქრის განხორციელების საშუალება მომცა.
GzaPress
- გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივ ფიგურებს ქმნით, ჩიტინებისთვის ცალკე მეტყველების კულტურა გაქვთ. განათლებით ფილოლოგი ხომ არ ხართ?
- ფილოლოგი არ ვარ. თავდაპირველად, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს არ მინდოდა და საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში გადავიტანე. იქაც ძლივს "ჩამოვყალიბდი" - ჯერ მსახიობობა მინდოდა, ბოლოს ჟურნალისტობა გადავწყვიტე და კინომცოდნეობის მიმართულებით ტელე-კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. რამდენიმე ჟურნალსა და გაზეთში ვმუშაობდი. მოგვიანებით, მოულოდნელად მარკეტინგში აღმოვჩნდი. ამ სფეროზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ჩემით მოვიძიე მასალები და შევისწავლე. მალე სხვადასხვა პროექტის განხორციელების შემოთავაზება მივიღე. ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გაუწია ორგანიზება უკრაინულ ახალ წელს სვანეთში. მე უკრაინული მხარის წარმომადგენელი ვიყავი. ასევე ჩვენი ორგანიზატორობით გაიმართა ლამარა ჭყონიას საიუბილეო საღამო ბათუმში და სხვა რამდენიმე დიდი პროექტი.
- ოჯახის შესახებ გვითხარით...
- მეუღლე და ქალიშვილი მყავს, ტიდა. ტიდა მთავარი ჩიტინაა (იცინის). გვეხმარება, რჩევებს გვაძლევს. საბავშვო კოლექციის შექმნისას არაერთი ღირებული იდეა მოგვაწოდა.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.