ქალებს განსხვავებული ნივთები მოსწონთ
font-large font-small
ქალებს განსხვავებული ნივთები მოსწონთ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.

ამბობს, რომ ქალბატონებს განსხვავებული და ორიგინალური ნივთები მოსწონთ, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ და კიდევ უფრო ალამაზებთ.


- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია, პატარა ბიზნესი მქონდა. სამი წლის წინ თავისუფალი დრო გამომიჩნდა. უქმად ყოფნა არ მომწონდა, დანაზოგიც მქონდა და გადავწყვიტე, რაღაც გამეკეთებინა. ბავშვობიდანვე მიყვარდა რაღაცების აწყობა, ხან რამდენიმე სათამაშოსგან რაღაც ახალს ვაკეთებდი. მამა შუშის "ცეხში" მუშაობდა და სხვადასხვა ფორმის დაჭრილი შუშა მოჰქონდა. მახსოვს, ერთხელ ეს შუშები ვიპოვე, სილიკონით ერთმანეთს მივაწებე და ჩემი დის ლაქით მოვხატე. მერე ჩემი დანაზოგით ხეზე სამუშაოდ ხელსაწყო ვიყიდე, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა გამომეყენებინა. ვიდეოები ვნახე "იუთუბიში" და ვიფიქრე, სახლისთვის მაინც გავაკეთებ რამეს და თან დროსაც გავიყვან-მეთქი. გამოვჭერი გასაღების ფორმა და გასაღებების საკიდი გავაკეთე, შემდეგ რამდენიმე სათამაშო ჩემს შვილს და დას დავუმზადე. ჩემი და ხელნაკეთი თმის სამაგრით აღფრთოვანდა. ისე მოეწონა, რომ იდეა გაჩნდა, ამ მიმართულებით გამეგრძელებინა მუშაობა და სხვებიც გამეხარებინა. თავდაპირველად მხოლოდ ნაცნობები და ახლობლები ყიდულობდნენ, ბევრსაც ვჩუქნიდი. ახლა კი უამრავი შეკვეთა მაქვს და ეს ჩემი შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიხარია, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და თან, ეს შემოსავლის მომტანიცაა ჩემთვის. ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილები არიან და თბილ კომენტარებს გვიწერენ, რაც კიდევ უფრო მმატებს სტიმულს, მეტი ვიშრომო. ორივე სახელოსნო - ხისაც და ყვავილებისაც საკუთარ სახლში მაქვს მოწყობილი და უახლოეს მომავალში განვითარებას, გაფართოებას ვგეგმავ.
GzaPress
- რა ნივთებს ამზადებთ?
- აქსესუარებს: თმის სამაგრებს, ბროშებს, საყურეებს, ბეჭდებს, ხის სათვალეებს, კედლისა და ჯიბის სარკეებს, ბრელოკებს. შეკვეთითაც ბევრ ნივთს ვამზადებ. ძირითადად მაინც თმის სამაგრებზეა დიდი მოთხოვნა. ამ აქსესუარების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგანაა შექმნილი. ყვავილები ბუნებრივ ფერებს ინარჩუნებენ.
- სამუშაო მასალას როგორ არჩევთ?
- ვიყენებ კაკლის, მუხის, მაჰაგონის ხეს, ზოგჯერ წაბლსაც, თუმცა კაკალს ყველაზე მეტი ფერი აქვს და უფრო ლამაზიც გამოდის. საკმაოდ შრომატევადი პროცესია. პირველ რიგში, ყალიბის საშუალებით ვიღებ სასურველ ფორმას. ხის სახელოსნოდან გადავდივარ მეორეში, სადაც ყვავილებს ვაწყობ, ეპოქსიდს ვასხამ, მერე კვლავ ხის სახელოსნოში გადამაქვს, სადაც ზუმფარით ვამუშავებ, ლაქს ვუსვამ და საბოლოო სახეს ვაძლევ. გაშრობას და დამუშავებას მინიმუმ 2 დღე სჭირდება. ძალიან დიდი ჰერბარიუმი მაქვს. უამრავ ყვავილს ვშლი სამუშაო მაგიდაზე და ჩემს მეუღლესთან, მარიამ გუგუნაშვილთან ერთად ვარჩევ, რომელ აქსესუარს რომელი ყვავილი უფრო მოუხდება. მარიამი აქტიურად მეხმარება.
ყოველთვის მსიამოვნებს, როცა დასრულებულ ნივთს ვუყურებ. მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარებაც, ამისთვის ყოველი ხუთშაბათი მაქვს გამოყოფილი და ეს დღე ძალიან მიყვარს, რადგან ახალი და გამორჩეული ნივთები იქმნება. წინასწარ არასდროს ვიცი, როგორს გავაკეთებ. ბევრჯერ ამიწყვია, მაგალითად, თმის სამაგრი და ყვავილები ისევ უკან გადმომიყრია, რადგან არ მომწონებია. პირველ რიგში, მე უნდა მომწონდეს.
GzaPress
- ძნელი არ არის, მიხვდეთ, რა მოსწონთ და რა სურთ ქალბატონებს?
- სხვათა შორის, რთული საერთოდ არ არის ამის მიხვედრა. ქალებს განსხვავებული ნივთები მოსწონთ, სურთ, მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდნენ და ამის მიხედვით ვქმნი თითოეულს. მათ სურთ იყვნენ გამორჩეულები, ჩემი ნივთები კი აძლევთ ამის შესაძლებლობას.
- ავეჯის დამზადება თუ გიცდიათ ხისგან?
- ახალი დაწყებული მქონდა ეს საქმე, როცა სახლისთვის გავაკეთე დივანი სავარძლებით და მაგიდით, ძველებურ სტილში და კარგი გამოვიდა.
- წარმატებებს გისურვებთ!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.