ლევან ჭაბუკიანის ფერების ემოცია და "მედიტაცია"
font-large font-small
ლევან ჭაბუკიანის ფერების ემოცია და "მედიტაცია"
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა. როცა გაიზარდა და ცნობიერება ჩამოუყალიბდა, დარწმუნდა, ეს ის საქმე იყო, რომელიც სიამოვნებას ანიჭებდა და უნდა ეკეთებინა. როგორია მისი ფერების ემოცია და რას ადარებს ხატვის პროცესს? - ამაზე ლევან ჭაბუკიანი თავად გვესაუბრა.


- უმეტესწილად, ხატვის განწყობას რა გიქმნით?
- მძაფრი ემოციები. შესაძლოა ეს ემოცია იყოს დადებითი ან ნეგატიური. ჩემზე გარემო ფაქტორებიც მოქმედებს.
GzaPress
- ყველაზე ხშირად ტილოზე რა განცდა გადაგაქვთ?
- ამ ბოლო დროს აბსტრაქციებს ვხატავ. ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ემოცია გადამაქვს, რომელიც იმ წუთში მაქვს.
- აბსტრაქციისკენ მიდრეკილი რატომ გახდით?
- ჩემს თავს ამ ჟანრში მეტად ვპოულობ, ვიდრე - რეალისტურ ნამუშევარში. სხვადასხვა სტილსა და ჟანრში ვმუშაობ, მაგრამ აბსტრაქციულ ნამუშევრებში ჩემი სამყაროა.
GzaPress
- თქვენი ნახატები თქვენი ცხოვრების იდენტურია?
- დიახ, ჩემი ნახატები ჩემი ცხოვრების ანარეკლია.
- ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც თქვენზე დიდი გავლენა მოახდინეს?
- ბაბუას, მიშა დაიაურს გავიხსენებ. მან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მხატვარი იყო, ხის კვეთაზე მუშაობდა, საოცარი ადამიანი გახლდათ. წარმოშობით ხევსურეთიდან იყო, მაგრამ თბილისში, ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. პატარა რომ ვიყავი, ვუყურებდი, როგორ მუშაობდა ხეზე, ახლოს მივდიოდი, ვაკვირდებოდი. ერთი შემთხვევა მახსენდება: მე და ჩემი მეგობარი ვხატავდით, ცოტა ხნით სამზარეულოში გავედი და ამ დროს ჩემი მეგობრისთვის უთქვამს, რა კარგად ხატავს, დიდი მომავალი აქვსო. მისი ეს სიტყვები ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.
GzaPress
- თავად შეფასება არასდროს გითხოვიათ?
- ამ მხრივ ცოტათი სიტყვაძუნწი იყო, არც შექება უყვარდა, მაგრამ როცა ვმუშაობდი, სულ მაკვირდებოდა და ეტყობოდა, რომ მოსწონდა.
- როგორი მკითხველი ხართ?
- ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონს ყველაზე ხშირად ვკითხულობ. ძველ და ახალ აღთქმას პერიოდულად ვუბრუნდები. ძალიან მიყვარს ტერენტი გრანელი. ამ ავტორთა შემოქმედება ჩემთვის სულიერი საზრდოა.
- მეგონა, საყვარელი ავტორების ჩამონათვალში, გაბრიელ გარსია მარკესიც იქნებოდა: მისი ნაწარმოების მიხედვით ნახატების სერია გაქვთ.
- დიახ. მარკესის ნაწარმოებები ღრმა ბავშვობაში მაქვს წაკითხული. მისი შემოქმედება მიყვარდა. "მარტოობის ასი წელიწადი" გამორჩეულად მომეწონა. მინდოდა, ნახატების სერია მიმეძღვნა, მაგრამ სულ 4-5 ნამუშევარი შევქმენი. ახლა, ამ ეტაპზე, სხვა ინტერესები მაქვს.
- ხატვის პროცესი როგორია? რას შეგიძლიათ ის შეადაროთ?
- მედიტაციას. როგორც მედიტირებისას ადამიანები, ხატვის დროს ზუსტად ისე ვგრძნობ თავს. გარემოს სრულად ვწყდები, ყველაფერი მავიწყდება. ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ მე და ტილო ვრჩებით. კარგია, ამ დროს მარტო თუ ვარ, ეს კომფორტია. უფრო პროდუქტიული ღამის საათებში ვარ. დღისით ხატვა ნაკლებად მიყვარს.
GzaPress
- თქვენს ნახატებში თუ არის ისეთი, ამბით, შესრულების სირთულით, ემოციით გამორჩეულად რომ მოგწონთ?
- ცოტათი რთულია, მაგრამ ერთს დავასახელებ: "ალაზნის ველი" ჰქვია. გამორჩეულად მიყვარს.
- რატომ, მასთან რა ემოცია გაკავშირებთ?
- ლაგოდეხში სოფელი მაქვს. ოჯახის წევრები იქ ზაფხულობით რომ მივდივართ, ყოველთვის ალაზნის ველის გავლა გვიწევს. ჩვენ წინ საოცარი კადრი იშლება. ბავშვობიდან ეს კადრი სულ თვალწინ მედგა. მინდოდა, ტილოზე გადმომეტანა, მგონი, შევძელი. რატომღაც სულ საღამოობით მიწევდა გავლა და ჩემზე ღრუბლებიდან გამონათებული მზის ანარეკლი შთაბეჭდილებას ახდენდა.
- ფერების ემოციაზე რას გვეტყვით?
- ამოჩემებული ფერები არ მაქვს, მაგრამ ჩემს ნახატებში უმეტესად ჭარბობს: შავი, წითელი, ლურჯი. შავი დეპრესიული განწყობის გამოძახილია, ლურჯი - სიმშვიდის, წითელი - ცეცხლოვანი და ენერგიული ფერია, ზოგჯერ ასეთი განწყობაც მაქვს. ყვითელიც მიყვარს, ეს ფერი სინათლესთან, სითბოსთან ასოცირდება და დადებითი ემოცია მოაქვს.
- ფიროსმანის პორტრეტზე რას გვეტყვით? ამ ფორმით დახატვა რატომ გადაწყვიტეთ?
- მინდოდა ემოციური და პრიმიტიული ყოფილიყო; ისეთი, როგორიც ფიროსმანის ნახატებია. ნახევარ საათში დავხატე.
GzaPress
- ასე სწრაფად ხატავთ?
- დიახ, ძალიან ემოციური ვარ.
- ალბათ სულსწრაფიც?
- არც უმაგისობაა. ზოგიერთი მხატვარი ერთ ნახატზე 3-4 თვე მუშაობს, მე ეს არ შემიძლია. კადრს რომ დავიჭერ, ემოცია რომ მომეძალება, მაშინვე ვხატავ. ინტენსიურად ვმუშაობ, სახელოსნო შინ მაქვს მოწყობილი... გამოფენები იგეგმებოდა უკრაინაში, ესპანეთში, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერდა. იმედია, ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდებით.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.