"ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, მათთვის ყველაზე იოლი გზა ძაღლების დახოცვაა"
font-large font-small
"ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, მათთვის ყველაზე იოლი გზა  ძაღლების დახოცვაა"
რას ედავებიან ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს

შარშან ქართულ სასამართლოში უპრეცედენტო ამბავი მოხდა: სასამართლომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიუსაფარი ძაღლების დახოცვა აუკრძალა. დროებითი განჩინება მოსამართლე მერი გულუაშვილმა გამოიტანა. სასამართლო განჩინებით, სააგენტოს მიერ სასიკვდილოდ გაწირული ძაღლებიდან 3 გადარჩა, მაგრამ მათგან ერთი - სააგენტოს წარმომადგენლებმა მაინც მოკლეს. ეს განჩინების მიღებამდე გააკეთეს თუ მას შემდეგ, ჯერჯერობით ადვოკატ ია სირანაშვილს პასუხს არ სცემენ... სამწუხაროდ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (რომელიც რეალურად, ცხოველთა უფლებებს უნდა იცავდეს) მიმართ მოსახლეობა უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამს - ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. ია სირანაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მიუსაფარი ცხოველების დახმარებას საკუთარი ხარჯებით ამჯობინებს, რადგან მიაჩნია, რომ მონიტორინგის სააგენტოში დარეკვა ცხოველისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია...


- მოგეხსენებათ, შარშან ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს თბილისში ცოფის რამდენიმე კერა არსებობდა. ერთ-ერთი მათგანიდან - გაბრიელ სალოსის ქუჩიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით ახლა სასამართლო დავა გვაქვს. საქმე ის გახლავთ, რომ წაყვანილი ძაღლების ნაწილი მაშინვე "დააძინეს". 3 ძაღლი გადარჩა. აღმოჩნდა, რომ ძაღლებს ადგილობრივი მოსახლეობა უვლიდა, მათ შორის - ამჟამად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები: თეიმურაზ კევლიშვილი და ლალი ლაცაბიძე. მონიტორინგის სააგენტოს მიერ ძაღლების წაყვანის შემდეგ, ამ ადამიანებმა მომმართეს. საქმეში ჩავერთე. გაირკვა, რომ მონიტორინგის სააგენტომ ეს ძაღლები თავშესაფარში ისე გადაიყვანა, რომ მოსახლეობა არც კი გამოუკითხავს. არადა, მისი პირდაპირი მოვალეობაა, მოსახლეობა გამოჰკითხოს. ადამიანები ძაღლებს უვლიდნენ და შესაბამის სამედიცინო პროცედურებს უტარებდნენ... ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვალდებულებაა, ადამიანები საშიში დაავადებებისგან დაიცვას. ამის ნაცვლად, სააგენტოს წარმომადგენლებმა ძაღლები დახოცეს, რაც ყოვლად დაუშვებელია. მინიმუმ, 10 დღე მაინც ცხოველები ცოცხალი უნდა დაეტოვებინათ და დაჰკვირვებოდნენ, რომ მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს საფრთხე არ შეჰქმნოდათ, ეს არ გაითვალისწინეს. საერთოდ, ვითომ ცოფის კერის გარშემო, თუ სადმე ძაღლი ნახეს, აბსოლუტურად ყველას ევთანაზია გაუკეთეს... 3 ძაღლი გადარჩა, რომელთა გამოც დავა დავიწყეთ, რადგან დღე-დღეზე უმიზეზოდ მოკვლას უპირებდნენ. მით უმეტეს, როცა ძაღლს კლინიკური ნიშანი არ აქვს, როგორ შეიძლება, მოკლა? მივმართეთ პოლიციას, პროკურატურას და საბოლოოდ, სასამართლოს წესით, მოვითხოვეთ, რომ მოსამართლეს დროებითი განჩინება გამოეცა, ეს ძაღლები რომ არ დაეხოცათ. მონიტორინგის სააგენტომ, რომელიც ცხოველების და ადამიანების დაცვით უნდა იყოს დაკავებული, რეალურად, ძაღლებს ხოცავს. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს დირექტორი (ვახტანგ ლომჯარია) შეეცვალა, მათ საქმიანობაში არაფერი შეცვლილა - კვლავ მოსამართლეს სთხოვენ, რომ ეს ძაღლები დახოცონ, რადგან თითქოს საშიშები არიან. არადა, მას შემდეგ 1 წელი გავიდა (6 თვეზე მეტხანს ძაღლი ცოფის გამო საშიში არ არის). იკადრეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი განჩინება, რომლითაც ჩემ მიერ ნახსენები ძაღლების დახოცვა აეკრძალათ, გაასაჩივრეს. თან, აღმოჩნდა, 3 ძაღლიდან ერთ-ერთი უკვე მოუკლავთ. პასუხს ვითხოვ, როდის მოკლეს - განჩინების მიღების შემდეგ თუ მანამდე? დასაბუთებული დოკუმენტების გამოგზავნის ნაცვლად, სააგენტომ მოკლული ძაღლის ვიდეო გამომიგზავნა. როგორი არაადამიანი უნდა იყო, ასე რომ მოიქცე?!. როგორ შეიძლება, მსგავსი ადამიანები ისეთ დაწესებულებაში მუშაობდნენ?..
GzaPress
- თუ გადარჩენილი 2 ძაღლის წაყვანიდან 1 წელი გავიდა, ძაღლებს პატრონებიც ჰყავთ, რომლებიც მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ, როგორ ფიქრობ, რატომ არ სურს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძაღლების პატრონებისთვის დაბრუნება?
- რადგან დანარჩენი ძაღლები, თითქოს ცოფის საშიშროების გამო, დახოცეს. გადარჩენილი ძაღლების ჩვენთვის გადმოცემით რა გამოდის? თურმე, ჯანმრთელი ძაღლები დაუხოცავთ. ამიტომ არ აწყობთ. განა მართლა ადამიანებზე ზრუნავენ? ჩემი აზრით, უბრალოდ, ძაღლების დაბრუნება არ აწყობთ, რადგან მათი დანაშაული გასკდება. პლუს, მონიტორინგის 4-მილიონიანი ბიუჯეტიდან ცხოველებს დაახლოებით, 250 ათასი ლარი ხმარდება, დანარჩენს - სავარაუდოდ, თანამშრომლები ჯიბეში იდებენ. წარმოიდგინეთ, იმ ძაღლებისაც კი ეშინიათ, რომლებიც თავად აცრეს. როგორც ჩანს, ცხოველებს აცრებს არასათანადოდ უკეთებენ და ამდენ ძაღლს ამიტომაც ხოცავენ. რეალურად, ცოფზე აცრილი ძაღლი უკვე საშიში ხომ არ არის? ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, მათთვის ყველაზე იოლი გზა ესაა. თან, სააპელაციო სასამართლოს ატყუებენ, თითქოს დროებითი განჩინება 2 ძაღლზე გამოიცა და არა - სამზე. კერძო საჩივრით ასაჩივრებენ... პლუს, თარიღსაც იტყუებიან... აცხადებენ, არარეგისტრირებული ძაღლები იყვნენო. არადა, "ბირკიანები" არიან, ჩვეულებრივად რეგისტრირებულები. ტყუილად "გაბირკეს"?!. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ცხოველები ჩვენ გადმოგვცენ, რადგან სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ - მათი მოვლა-პატრონობის პირობები არ გვაქვს და გვეშინია, ამ ძაღლების გამო, რამე არ მოხდესო. არც ჩვენ გვაძლევენ, თავად კი მათ დახოცვას ითხოვენ. როგორ შეიძლება, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსგან, რომელიც მათი დაცვით უნდა იყოს დაკავებული, ძაღლები იყვნენ დასაცავები?!. სააგენტოს კიდევ უამრავი მომჩივანი ჰყავს, რომლებიც შემეხმიანენ - დაგვეხმარეო... სამწუხაროდ, ცხოველთა დასაცავად კანონები არ გვაქვს. ერთადერთი, 239-ე მუხლი არსებობს და ისიც "თაროზეა შემოდებული". პირადად მინახავს მომხრჩვალი კატა, პოლიცია გამომიძახებია - ექსპერტიზაზე წაიყვანეთ-მეთქი, პოლიციელები კი ამის გამო, იცინოდნენ... ჩვენს ქვეყანაში კანონები გამკაცრებული რომ იყოს, ამდენი დანაშაული არ მოხდებოდა... საერთოდ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში თუ დარეკე, ჩათვალე, რომ ცხოველს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანე - ეს უკვე ტვინში მაქვს გამჯდარი. ამიტომ, როცა ქუჩაში მიუსაფარ ძაღლებს და კატებს ვხედავ, ვცდილობ, მათ თავად დავეხმარო. როგორც ვიცი, სხვა ორგანიზაციებსაც შიგნით ნაკლებად უშვებენ, რადგან სავარაუდოდ, ცუდი პირობები აქვთ. ბევრჯერ მსმენია, ნაოპერაციები ძაღლი პირდაპირ ქუჩაში დააგდეს, ყურადღება არ მიაქციესო; ჭირიან ძაღლებს პირდაპირ "აძინებენო"... ბევრ ისეთ რამეს აკეთებენ, რომ მათთვის მიმართვას მირჩევნია, ქუჩის ძაღლს თუ კატას საკუთარი ხარჯებით ვუმკურნალო. სააგენტოში არ ვრეკავ, რადგან არ მინდა, რომ მაგალითად, ფეხმოტეხილი ძაღლი იმის გამო მოკვდეს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მე დავრეკე... ცალკეული დეტალები ვიცოდი, მაგრამ ბოლომდე ასეთი "სასწაულები" თუ იყვნენ, არ მეგონა, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი... როგორ შეიძლება, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების დასახოცად იბრძოდეს? ეს კითხვა არ მასვენებს. ახლა სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს - ნიკოლოზ არაგველს ვესაუბრე - მორიგება მინდოდა: უკვე 1 წელი გავიდა, ეს ძაღლები საშიშები აღარ არიან-მეთქი. თავის იურისტთან გადამამისამართა, იურისტმა - სხვასთან და ა.შ. არ აინტერესებთ. იმავე პოზიციაზე არიან...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.