"აიღეთ ფუნჯები ხელში და ისიამოვნეთ"
font-large font-small
"აიღეთ ფუნჯები ხელში და ისიამოვნეთ"
ექიმის "მოგზაურობა ირეალურ სამყაროში"

ბრონქოპულმონოლოგი, ბრონქოსკოპისტი, საქართველოს ბრონქოპულმონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი - მზია ლეკიშვილი 24 წელია, სამედიცინო სფეროს ემსახურება. თუმცა, ამჯერად ჩვენ მისი შეიძლება ითქვას, ახალი გატაცებით - მხატვრობით დავინტერესდით. ქალბატონი მზიას ნამუშევრებს პროფესიონალი მხატვრებისგან დადებითი შეფასება აქვს მიღებული და გერმანიაშიც ელოდებიან, სადაც მისი ნახატების გამოფენა უნდა მოეწყოს.


- პროფესიული არჩევნის გაკეთებისას ჩემმა უფროსმა ძმამ იქონია გავლენა, ისიც ექიმია, გერმანიაში მუშაობს. მისმა ერთმა ფრაზამ განსაკუთრებულად მომხიბლა: ექიმთან ყველანაირი ადამიანი მიდის, დიდი თანამდებობის პირიც და მუშაც, მდიდარიც და მოწყალების მთხოვნელიცო. თუმცა, 17 წლისას ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, რა დიდი პასუხისმგებლობაა ექიმობა, რა რთული გზა ავირჩიე - სტრესით, ტკივილით, დაბრკოლებებით სავსე... 90-იან წლებში გავხდი სტუდენტი, როდესაც სამედიცინო სისტემა თითქმის ჩამოშლილი იყო, სამედიცინო განათლება არ გახლდათ სათანადო დონეზე. დიდი თეორიული და მწირი პრაქტიკული ცოდნით დავიწყე "სასწრაფოში" მუშაობა, 25 წლის ასაკში.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე საინტერესო პაციენტები?
- პაციენტების რა გითხრათ, მაგრამ სახალისო ამბებს მოგიყვებით: ახალი დაწყებული მქონდა "სასწრაფოში" მუშაობა, როცა ერთ-ერთმა კოლეგამ მიამბო ამ კურიოზის შესახებ: ახალგაზრდა ექიმი მისულა გამოძახებაზე, დაუფიქსირებია სიკვდილი, აუკრავს მისთვის ყბა და ახლობლებისთვის უთქვამს, ასე დატოვეთო. 2 საათის შემდეგ "სასწრაფოში" კვლავ რეკავენ, - ავადმყოფს ჭამა უნდა და შეიძლება, სახვევი რომ მოვხსნათო (იცინის)?! ამ ამბავმა ძალიან დამაკომპლექსა, მსგავსი რამ მეც არ შემემთხვეს-მეთქი, ვნერვიულობდი.
მუშაობა ახალი დაწყებული მაქვს, გამოგვიძახეს 98 წლის ქალბატონთან. როცა მივედით, უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა მე და ჩემმა ექთანმა (მე-4 კურსის სტუდენტი) მაინც დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებები, რაც დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. პატრონები გაკვირვებულები გვიყურებდნენ (მათ უბრალოდ, სიკვდილის ცნობისთვის გამოგვიძახეს). ბოლოს ერთ-ერთმა მხარზე დამადო ხელი (მე ამ დროს გულის არაპირდაპირ მასაჟს ვაკეთებდი დიდი მონდომებით) და მითხრა: მოკვდა და აწი წადით სახლშიო...
2000 წელს მოსკოვში გავიარე ბრონქოსკოპიის კურსი და მას შემდეგ ბრონქოსკოპისტად ვმუშაობ. უამრავ სხვადასხვა მენტალობის ადამიანთან მქონია კონტაქტი.
GzaPress
- ექიმის პროფესია თუ დაგეხმარათ მხატვრობაში?
- ვფიქრობ, ექიმი უფრო კარგად იცნობს ადამიანს, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენელი. ექიმობით აღვიქვი, რამდენად საოცარი ქმნილებაა ადამიანი, თავის აზროვნებით, გასაოცრად აწყობილი ორგანიზმით. ის გამძლე და ძლიერია, ამავე დროს - სუსტი, ნატიფი...
აი, ამ ნახატში იგრძნობა, თუ რამდენად უსუსურია, რამდენად ვერ აღიქვამს სიცოცხლისა და სიკვდილის არსს, ცდილობს კარიერულ წინსვლას, ქონების დაგროვებას, საკუთარი ავტორიტეტის შექმნას და ბოლოს... საკუთარი ავტორიტეტის ციხესიმაგრე დავარქვი ამ ნახატს... ადამიანი ცდილობს ააგოს ციხესიმაგრეები და დარაჯობს მათ, ბოლოს კი ყველაფერი არარაობად იქცევა. ბუდისტების გამონათქვამია: ადამიანი ისე ცხოვრობს, თითქოს სიკვდილი არ არსებობს და ისე კვდება, თითქოს არც უცხოვრიაო. ახლა მიხარია, რომ ეს პროფესიული არჩევანი გავაკეთე, ადამიანის დახმარება დიდი ბედნიერებაა...
- როდის დაიწყეთ ხატვა? ამ კუთხით რაიმე განათლება თუ გაქვთ მიღებული?
- ხატვის სურვილი რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, მანამდე არასდროს არაფერი დამიხატავს. წელიწად-ნახევრის წინ ვცადე ფანქარში გოგონას პორტრეტი შემესრულებინა და გავოცდი, საკმაოდ "ცოცხალი" გამოვიდა. ხატვისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყოველთვის ვხატავდი, ანუ ჩემთვის უცხო არაფერი იყო. შემდეგ ჩემი ნახატით მივედი მხატვრებთან: ბორია და იური სკრინიკოვებთან. მათ მომიწონეს ნამუშევრები და მირჩიეს, პერიოდულად მათთან მევლო.
GzaPress
- რა არის თქვენთვის მხატვრობა?
- ხატვა ჩემთვის წარმოსახვის თავისუფლებაა, მეორე მხრივ, ცხოვრებაზე, ადამიანის ცნობიერებაზე, ბუნებაზე ფილოსოფიური ხედვაა... ხატვისას თითქოს ირეალურ სამყაროში გადადიხარ, სადაც ზოგჯერ სიჩუმეა, ზოგჯერ საგნებს შორის, ადამიანებს შორის მანძილი ქრება. ჩემთვის ხატვა თითქოს უცნობი, მაგრამ ძალიან მშობლიური გზაა, რომლის დასაწყისთან ვდგავარ.
- თქვენს ნამუშევრებში არის როგორც მხიარული ფერები გამოყენებული, ასევე ფანქრით გაქვთ პორტრეტები შესრულებული... თუ აქვს რაიმე დატვირთვა ამ შავ-თეთრ ან ფერად ნამუშევრებს?
- ყველა ფერი მიზიდავს. ადრე მეგონა, რომ ზოგიერთი ფერი ერთმანეთს არ მიესადაგებოდა, თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ ყოველი ფერი შეიძლება ერთმანეთთან დაწყვილდეს და ამით მიიღო მაგალითად, სივრცის უკიდეგანობა...
GzaPress
- დამისახელეთ თქვენთვის გამორჩეული 5 ფერი და თითოეული რასთან ასოცირდება?
- იისფერი, ცისფერი, ყვითელი, თეთრი, ზურმუხტისფერი... იისფერი თოვლთან ასოცირდება, ცისფერი - ჰაერთან, ყვითელი - შუქთან, იმედთან, თეთრი - სიჩუმესთან, ზურმუხტისფერი - სივრცესთან.
- თქვენი ყველაზე მხიარული და ყველაზე სევდიანი ნამუშევარი შეგიძლიათ დაასახელოთ?
- სევდიანია ჩემთვის "ბედნიერების მაძიებელნი" ან "ვარდი სილაში", ხოლო იმედიანია - Lockdown.
- საყვარელი მხატვრები თუ გყავთ?
- რა თქმა უნდა. მიყვარს პიტერ ბრეიგელი, დალი, ელენე ახვლედიანი, ფარჯიანი, კლოდ მონე...
GzaPress
- პროფესიაში თუ გყავთ მისაბაძი ადამიანი?
- დიახ, ასეთი გახლდათ ჩემი მასწავლებელი ვოვა შენგელიძე, ენდოსკოპისტი. მან მასწავლა პაციენტთან მოქცევა. ძალიან თბილი, ყურადღებიანი, ლმობიერი იყო ავადმყოფებთან.
- ვინ არიან თქვენი ნამუშევრების შემფასებლები და გამოფენის მოწყობა ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?
- ჩემი ნამუშევრების შემფასებლები მხატვრები: ბორია და იური სკრინიკოვები არიან, უძლიერესები თავიან საქმეში. მათი აზრი ძალიან ფასეულია ჩემთვის. ასევე, საუკეთესო შემფასებელია ხელოვანი ქალბატონი, თავისი საქმის პროფესიონალი მანანა ძიძიკაშვილი...
რაც შეეხება გამოფენას, მის მოწყობას გერმანიაში ვგეგმავ. ჩემმა ძმამ რამდენიმე გალერისტს აჩვენა ნახატების ფოტოები და ძალიან დაინტერესდნენ.
- დაბოლოს, როგორც ექიმი, ხომ ვერ ისაუბრებთ ხატვის დადებით მხარეებზე?
- ძალიან ამშვიდებს, ფანტაზიასაც უსასრულო გასაქანს აძლევს, სილამაზის აღქმას სწავლობ და საოცარი სიხალისე, სიხარული მოაქვს. ასე რომ, აიღეთ ფუნჯები ხელში და ისიამოვნეთ.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.