გარე სამყარო მცირე ზომებში
font-large font-small
გარე სამყარო მცირე ზომებში
სიახლოვე ბუნებასათან - ხის მორზე "დასახლებული" მინიატიურები

სურვილი საკუთარი ხელით შეექმნა რამე განსხვავებული, ახალი წლის დღესასწაულს უკავშირდება, როცა მეგობარს სხვადასხვა სათამაშოსა და ნაძვის ხის ტოტებისგან ორიგინალური ნაძვის ხე "აუწყო". შემდეგ აგარაკზე, საკუთარი სახლის გასაფორმებლად გადაწყვიტა ხის მორზე საახალწლო სოფელი გაეშენებინა. მართალია, რადიკალურად სხვა ნამუშევარი გამოვიდა, თუმცა, პირველი მინიატიურის შემდეგ, მიხვდა, რომ ეს საქმე მოსწონდა და გამოსდიოდა კიდეც. მისი ბავშვობის ოცნება ჟურნალისტობა ყოფილა, აიხდინა კიდეც, მცირე ხანს თავის პროფესიით პრაქტიკაც გაიარა, თუმცა შემდეგ სულ სხვა მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. რამდენიმე თვეა, თამუნა იანვარაშვილი მინიატიურულ ნივთებს ქმნის და მოტივაციას მატებს როგორც მეგობრების, ისე სრულიად უცნობი ადამიანების დადებითი შეფასება. ორი შვილის დედაა და მუშაობისას ბავშვებიც ცდილობენ მის "დახმარებას". პატარები თავადაც ძერწავენ და ეს უმთავრესად, მათთვის გართობა-თერაპიის კარგი საშუალებაა.

- არაგვისპირში აგარაკი გვაქვს. იქ აღმოვაჩინე ხის კუნძი, რომელიც დავხერხე და ჩანაფიქრი მქონდა, მორზე საშობაო სოფელი გამეკეთებინა. კეთების პროცესში თემა შეიცვალა და საბოლოოდ, სულ სხვა რამ გამოვიდა - "ძველი სახლი ტყეში". მას მოჰყვა "მიტოვებული სახლი", რომლის ფოტომაც სოციალურ სივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა. სამი თვეა, რაც ჩემი ნამუშევრები ინტერნეტით ფართო საზოგადოებამ იხილა. ძალიან მახარებს ყურადღება და დადებითი შეფასებები. ნამდვილად არ ველოდი, თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა.
GzaPress
- თქვენი ნამუშევრები შეიძლება მოუხდეს როგორც ინტერიერს, ასევე ექსტერიერს. ხშირად ბუნებრივ მასალას იყენებთ, რაც მინიატიურების მხილველს გარემოს დაპატარავებული მოდელის ასოციაციას უქმნის, თან მათი ფოტოებიც ბუნების ფონზე გაქვთ გადაღებული...
- დღემდე შექმნილი ჩემი ნამუშევრები ღია სივრცეების, აგარაკების, ვერანდების დეკორაციად შეიძლება მოვიაზროთ. ვფიქრობ, ტურისტების ყურადღებასაც იპყრობს და ამ კუთხითაც მოხდება რეალიზაცია. რაც შეეხება მასალას, მინიატიურებზე ნახავთ: ხის მორს, ხავსს, მერქანს, ტოტებს, ქვებს, გამხმარ ყვავილებს... მასალას სხვადასხვა ადგილას ვაგროვებ: მაგალითად ხავსი საბადურის ტყიდან და ბორჯომიდან ჩამოვიტანე, რომელსაც კონტეინერებში ვინახავ. ბუნებრივი მასალების სპეციალური ლაქით ვფარავ, რომ დროს გაუძლოს, მაგრამ ზოგჯერ დამკვეთის სურვილისამებრ, ბუნებრივ მასალას ხელოვნურით ვანაცვლებ. ამ თვალსაზრისით არჩევანი მრავალფეროვანია. ნოემბრისთვის საშობაო თემაზე მინიატიურა მაქვს გასაკეთებელი და მის აწყობას ხელოვნური მასალებით ვფიქრობ, ერთადერთი ბუნებრივი შეიძლება თივა გამოვიყენო. რაც შეეხება ფოტოებს, უმეტესად არაგვისპირში ვიღებ, ძირითადად იქ ვმუშაობ. თავისუფალი სივრცეა და სუფთა ჰაერი. ასეთ ადგილას წებოს და სხვა მასალების სუნიც ნაკლებად შემაწუხებელია... ახლახან სააღდგომო თემაზე მინიატიურა შევქმენი, ტრადიციული სააღდგომო სუფრით, პასქებით და ჯეჯილზე წითელი კვერცხით, რომლის ფოტო ინტერიერში მაქვს გადაღებული, რადგან ვფიქრობ, ეს გარემო მისთვის მეტად შესაბამისია.
GzaPress
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- პეიზაჟები და ისტორიული ადგილები მხიბლავს, ამიტომ ვგეგმავ მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა ჩემს მინიატიურულ ნამუშევრებზეც მოხვდეს. უახლოეს მომავალში ეგვიპტის პირამიდების გაკეთებას ვაპირებ და ვნახოთ, რა გამოვა.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.