"ნუ დაკრეფთ თქვენში ყვავილებს, პირიქით, შეეცადეთ, ეს ყვავილები გაამრავლოთ"
font-large font-small
"ნუ დაკრეფთ თქვენში ყვავილებს, პირიქით, შეეცადეთ, ეს ყვავილები გაამრავლოთ"
ბიზნესად ქცეული ჰობი

თამარ გრიგოლია ახალი ცხოვრების დასაწყებად მეუღლესთან ერთად რამდენიმე წლის წინ ესპანეთში ჩამოვიდა. ისევე როგორც ყველა ემიგრანტის, მისი ცხოვრებაც სირთულეებით იყო სავსე, მაგრამ ყველაფერი დასძლია და დღეს ერთი ლამაზი ოჯახის დიასახლისია. გარდა იმისა, რომ კარგი დედა და სამაგალითო მეუღლეა, მისი საყვარელი საქმიანობა პროფესიად აქცია და დღეს ესპანეთში სახელგანთქმული "ჯაბონერრა" ანუ მესაპნე გახლავთ. მისი საპნები ყურადღებას არა მარტო ვიზუალურად, არამედ ხარისხითაც იპყრობს. რთულია გაუძლო ცდუნებას და ამ სილამაზეს გულგრილად ჩაუარო. თავად ამბობს, რომ ეს მისი ჰობია - რთული და დამღლელი დღის შემდეგ საპნების მომზადებით ისვენებს.


- თამარ, როგორც ვიცი, საქართველოში გქონდათ კარგი სამსახური და შემოსავალი. რა გახდა თქვენი ემიგრაციის მიზეზი?
- მიზეზი მეუღლეა, მას ჰქონდა მოწვევა ესპანეთში ერთ-ერთი ქარხნიდან. ჩემი პროფესია ბიზნესის მართვაა, პატარა ასაკიდან ვმუშაობდი. ახალი ცხოვრების დაწყების შიში არასდროს მქონია, ბუნებით მებრძოლი ვარ. არ ვიცი, რამდენად კარგია ეს, მაგრამ არასოდეს ვნებდები და ყოველთვის თამამად მივიწევ მიზნისკენ.
- ესპანეთში ვინმე დაგეხმარათ?
- ქმრის ნათესავები, ჩვენი მეგობრები. მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდით, მაგრამ ფეხზე მაინც დამოუკიდებლად, ერთმანეთის იმედად დავდექით. მეუღლის დამსახურებაა, რასაც მივაღწიე.
- რამდენად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად მეუღლის მხარში დგომა?
- ვთვლი, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მეუღლე ყოველთვის ყველაფერში მეხმარება ისევე, როგორც მე - მას. თუ გინდა, ოჯახი სრულფასოვანი იყოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ცოლ-ქმარს ერთმანეთის უნდა ესმოდეს, ერთურთის სიყვარული უნდა აძლიერებდეს და სტიმულს აძლევდეს საიმისოდ, უკეთესები რომ გახდნენ.
GzaPress
- გატაცება როგორ იქცა ბიზნესად?
- საპნების დამზადება ბავშვობიდან მაინტერესებდა. როდესაც სოფელში ბაბუასთან ჩავდიოდი, რაღაცებს ვურევდი ერთმანეთში და ვადნობდი, გამდნარ მასას კი ფორმებში ვათავსებდი და ასე ვერთობოდი. როცა გავიზარდე, ვისწავლე, რა ნივთიერების რასთან შერევაა შესაძლებელი. მინდოდა, საპნების დამზადება მესწავლა, ეს ჩემი ჰობი იყო.
- როდესაც საქმე სახის კანს ეხება, დიდი სიფრთხილეა საჭირო. რითია დამზადებული თქვენი ხელნაკეთი საპნები?
- ბევრი დრო დასჭირდა იმის სწავლას, რომელი ინიექცია რასთან შემერია, ალერგია რომ არ გამოეწვია. არ ვიყენებ კაუსტიკურ სოდას, რაც სხვა საპნებშია გამოყენებული. ჩემი საპნები ნატურალური პროდუქტებით მზადდება და ამიტომ ძალიან სათუთია, დიდხანს არ ინახება. თავდაპირველად, სანამ გაყიდვას დავიწყებდი, ჩემს მეგობრებზე ვცადე, მერე - მათ ახლობლებზე. როდესაც მოწონება დაიმსახურა და ხშირი მომხმარებლები გახდნენ, საჩუქრებად წაღებაც დაიწყეს. მანამდე ამ საქმის ბიზნესად ქცევა აზრადაც არ მომსვლია, უბრალოდ, ჰობი იყო, მსიამოვნებდა ამის კეთება. ახლაც ასეა, დამღლელი დღის შემდეგ ამის მომზადებით ვისვენებ.
- საოცრად ლამაზია ყველა, არც ერთი ჰგავს მეორეს.
- სულ იმაზე ვფიქრობ, ახალ საპონს როგორი ფორმა მოუხდება. შემიძლია ყველა პროდუქტისგან, რაც სახლში მომეპოვება, საპონი გამოვიყვანო ან ახალი შტრიხები დავუმატო. როდესაც საქმე გიყვარს, სხვა ვერაფერზე ფიქრობ. გინდა, მომხმარებელი ბოლომდე კმაყოფილი იყოს. დამეთანხმებით, რომ პირველად ვიზუალი იქცევს ყურადღებას და შემდეგ - ხარისხი. ვცდილობ, ორივე უმაღლესი იყოს.
GzaPress
- ძირითადად, რა პროდუქტს იყენებთ?
- ნატურალური თაფლი, თხის რძე, გლიცერინი - ეს სამი პროდუქტია ძირითადად ჩემი საპნების შემადგენლობაში. ერთ-ერთმა ბიომაღაზიამ შემომთავაზა, პროდუქტი მათთან გაიყიდოს. ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესში ვართ. მყავს მომხმარებელი საქართველოში და აქედან ვუგზავნი მათ. სამომავლოდ მინდა შევქმნა სურნელოვანი სანთლები განსხვავებული დიზაინით - ახლა ამაზე ვმუშაობ.
- დაბოლოს, რას ურჩევთ ქალბატონებს?
- არასოდეს დანებდეთ, ყოველთვის დააფასეთ და შეიყვარეთ თქვენი თავი, ნუ დაკრეფთ თქვენში ყვავილებს, პირიქით, შეეცადეთ, ეს ყვავილები გამოკვებოთ და გაამრავლოთ. ქალი არ არის სუსტი და თუ მოვინდომებთ, მიზანსაც აუცილებლად მივაღწევთ.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.