კერამიკული ზოოპარკი ცხოველების ხალისიანი პერსონაჟები საყვავილეებში
font-large font-small
კერამიკული ზოოპარკი ცხოველების ხალისიანი პერსონაჟები საყვავილეებში
დილიდან საღამომდე თავის სახელოსნოში საქმიანობს. თიხა მისი საუკეთესო მეგობარია და პირიქით. ნინო ბერიაშვილი კერამიკული გამოყენებითი და დეკორატიული ნივთების ავტორია და ყოველდღიურად დიდ შრომას დებს თავის საქმეში. როგორც კერამიკოსი განმარტავს, საბოლოო სახის მისაღებად თითოეული ნამუშევრის გამოძერწვას, დამუშავებას, შრობას, გამოწვას, მოხატვას და სხვა ყველა საჭირო ეტაპის გავლას, 2-3 კვირა სჭირდება.


GzaPress
- მხატვრებისა და კერამიკოსების ოჯახში დავიბადე. პაპაჩემი ანზორ ბერიაშვილი კერამიკოსი იყო, ერთი პერიოდი სამხატვრო აკადემიაშიც ასწავლიდა. ჩემი გზაც ასე წავიდა - ტრადიცია არ დავარღვიე და კერამიკოსი გავხდი. რაც თავი მახსოვს, თიხა, საღებავები სულ იყო ჩვენს ოჯახში და 2-3 წლიდან უკვე მქონდა მათთან შეხება. ინტერესი თავისთავად ჩამოყალიბდა. ასე რომ, საწყისი განათლება ჯერ შინ მივიღე და შემდეგ ბევრი რამ სამხატვრო აკადემიაში ვისწავლე. ჩემი ოცნება იყო მქონოდა სახელოსნო და პროფესიით მემუშავა. 10 წელი ხელოვნების პედაგოგი ვიყავი, შემდეგ უკვე სხვადასხვა კერამიკის სტუდიაში ვმუშაობდი. ძალიან მინდოდა ყველა საჭირო დანადგარი მქონოდა, რითაც სხვადასხვა კერამიკულ ნივთს გავაკეთებდი. ეს ოცნება კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას ავიხდინე. ამ პერიოდში ყველას გაგვიჩნდა თავისუფალი დრო, რამაც ახალი იდეები მოიტანა. მეც ჩანახატების კეთება, ფორმებისა და სტილის ძიება დავიწყე. დანადგარები შევიძინე და თითქმის ერთი წელია, შინ ინტენსიურად ვმუშაობ. ისე დაემთხვა, რომ სახელოსნოს გახსნა ისედაც დაგეგმილი მქონდა და ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენე.
GzaPress
- ბოლო პერიოდში ბევრ ხელოვანთან მომიხდა საუბარი, ვინც აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მათი ნამუშევრების მიმართ ინტერესი გაიზარდა და გაყიდვებმაც იმატა...
- ასეა. პირადად მე, პანდემიისას თუ საშუალება მქონდა, ვცდილობდი აუცილებლად ქართული და ხელნაკეთი ნივთი შემეძინა. ალბათ ასე იმიტომ მოხდა, რომ ყველას ჰქონდა და აქვს ერთმანეთის ხელის შეწყობის სურვილი.
GzaPress
- თქვენი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას სხვადასხვა ცხოველისგამოსახულებიან საყვავილეზე გავამახვილებდი...
- ანიმაციური პერსონაჟები, ცხოველები და ზღაპრის გმირები ყოველთვის მომწონდა და გადავწყვიტე, კერამიკის მიმართულებით ამ გზით წავსულიყავი. თავდაპირველად ჭურჭლის კეთება დავიწყე, შემდეგ ნელ-ნელა ანიმაციები "შევაპარე". მივხვდი, ჩემ გარდა, ისინი სხვასაც მოსწონდა. ხალისიან, სასაცილო, ფერად, ღაჟღაჟა ტიპებს დადებითი განწყობა მოაქვთ. ჯერჯერობით ეს პერსონაჟები "არიან" საყვავილეები სუკულენტებისთვის, ალოეს და სხვა პატარა მცენარეებისთვის. დაინტერესება არის და ბევრს აქვს ასეთი ნივთების ქონის სურვილი. ნებისმიერი ცხოველის დამზადებაზე, წინასწარ ჩანახატებს ვაკეთებ. სხვადასხვა ცხოველისგამოსახულებიანი საყვავილეებიც მაქვს, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი სპილოებია. მიხარია, როცა ჩემი საყვავილეებში ჩარგული მცენარეების ფოტოებს მიგზავნიან და სხვებსაც მოსწონთ. სამომავლოდ ანიმაციური პერსონაჟებისგამოსახულებიანი სამეული მინდა დავამზადო: ჭიქა, თეფში და ჯამი.
GzaPress
- მარტო მუშაობთ, მაგრამ სამომავლოდ თუ გეგმავთ გაფართოებას და დღეისათვის არსებული თქვენი დანადგარები თუ მოგცემთ საშუალებას, ნივთების რაოდენობა რომ გაზარდოთ?
- მინდა უფრო დიდი სახელოსნო მქონდეს და ის დანადგარები, რაც დღეს მაქვს, საამისოდ სავსებით საკმარისია. თუ აუცილებლობა გაჩნდება, დანადგარებსაც დავამატებ, დამხმარე-თანამშრომელსაც ავიყვან და კიდევ უფრო გავფართოვდები.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.