ბუნებაში "წოწიალი" - მხატვრის ინსპირაციის წყარო
font-large font-small
ბუნებაში "წოწიალი" - მხატვრის ინსპირაციის წყარო
"ასკილის ყვავილები გამორჩეულად მიყვარს"


წლებია მინანქარზე მუშაობს. როცა მისი ნამუშევრები თვალში გხვდება, აუცილებლად დახვეწილობითა და მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით გამოარჩევ. პარალელურად ხატავს, რომ ერთ ადგილას არ გაიყინოს, გონება და ხელი ავარჯიშოს. მხატვარი ნინო თადიაშვილი საკმაოდ შრომატევად, საიუველირო საქმეს თავიდან-ბოლომდე თავად ასრულებს და ფიქრობს, რომ ეს აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღებად.


- სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. თუმცა სტუდენტობის დროს ყველა მალასთან გვქონდა შეხება და ვცდილობდი სხვადასხვა ტექნიკაში მუშაობასა და გარკვევას, მომავალში თუ სად მეპოვა თავი. მინანქარი მაშინ "ახალი ხილი" იყო. ძიება-ძიებაში ამ მასალით და პატარა ხატების კეთებით იმდენად დავინტერესდი, რომ პაატა პაატაშვილთან მივედი მინანქრის ტექნიკის შესასწავლად. თავდაპირველად მხოლოდ ხატის შექმნის სურვილი მქონდა, მაგრამ მასალას კარგად რომ გავეცანი, უდიდესი სპექტრი აღმოაჩნდა და მივხვდი, აქ ფანტაზიის სრული "გაჯეჯილება" შეიძლებოდა. თავად პაატაც ექსპერიმენტატორი პედაგოგი აღმოჩნდა და ერთმანეთს შევეწყვეთ. თან, ისე მოხდა, რომ მინანქრის შემსწავლელი კურსის გავლის შემდეგ, მათი ოჯახის წევრი გავხდი - პაატას შვილზე დავქორწინდი. ჩემი მეუღლეც მხატვარია - ლევან ლორია, ერთი სახელოსნო გვაქვს და ერთად ვმუშაობთ.
GzaPress
- როცა რომელიმე სფეროში დიდი კონკურენციაა, რაიმე შენეული უნდა შეიტანო ნამუშევრებში. როგორ ფიქრობთ, რა განმასხვავებელი დეტალი აქვს თქვენს ნახელავს?
- ცოტა ამბიციურია ხაზგასმა და ამაზე საუბარი, ამიტომ ასე ვიტყვი: ხატვის დროსაც ნატურიდან მიყვარს ხატვა. მომწონს წანწალი. მე და ჩემი მეუღლე ხშირად დავდივართ თბილისის გარშემო ტყეებში. გაზაფხული რომ მოდის, ძალიან დიდი ინსპირაციაა ჩემთვის იმის ნახვა, თუ როგორ ხარობს და კვირტიდან ყვავილად იქცევა მცენარე. ცოცხალ ჩანახატებს ვაკეთებ და ამ ყველაფერს მერე ხშირად ვიყენებ მინანქრის ნამუშევრების შექმნისას. წლები რომ გავიდა და ამ საქმეში მთლიანად ჩავერთე (ვინაიდან მხატვრობა და მინანქარი ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყაროა), სხვადასხვა მხატვრის ასლებიც გავაკეთე. ამგვარად ფიროსმანის ნამუშევრების და თბილისის ხედების ასლები მაქვს შექმნილი, თუმცა დედაქალაქის შემთხვევაში ვცდილობ, კომპოზიცია ჩემი ესკიზების მიხედვით ავაწყო.
GzaPress
- ვფიქრობ მინანქრის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ტურისტები იჩენენ. რა შეფასებები გსმენიათ მათი მხრიდან?
- ერთ-ერთ გალერეასთან ვთანამშრომლობ, ყველა ჩემი ნამუშევარი იქ არის გამოფენილი. შესაბამისად, ხშირად არ ვიცი, დამთვალიერებელი მათ როგორ აფასებს. ერთი პერიოდი გატაცებული ვიყავი აღმოსავლური თემით, ინდური ფრესკები ვნახე და მათი გავლენით ნამუშევრები შევქმენი მინანქარში. ეს თემა დიდ დაინტერესებას იწვევდა და ერთხელ 3 ნამუშევარი შეიძინა ამერიკის ხელოვნების სკოლის მუზეუმმა... რაც შეეხება სამკაულს, ყველა ეროვნების მომხმარებელი ჰყავს. გულსაბნევი, საყურე, ბეჭედი და ა.შ. ვაკეთებ ყველაფერს, რაც სამკაულში მოიაზრება. ნამუშევრების გამეორებაც მიწევს, რადგან არის რამდენიმე კომპოზიცია საყურეზე, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს.
GzaPress
- ბუნება და მცენარეები თქვენს ნამუშევრებში ხშირადაა ასახული. მათ შორის რომელია თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი?
- შეიძლება ყვავილი დეკორატიულად იყოს "დახატული", მაგრამ აუცილებლად რომელიმე მცენარისგანაა ინსპირაცია. ყველა მცენარე მიყვარს, თუმცა ასკილის ყვავილები - აყვავებული თუ ნაყოფით, ყველა სტადიაშია ჩემს ნამუშევრებზე დატანილი. ერთხელ მანქანით მივდიოდით და გზად ნაგავსაყრელზე დავინახე ასკილის უზარმაზარი, აყვავებული ბუჩქი. გავჩერდით. ვიფიქრე, ერთ ტოტს მოვჭრი-მეთქი. ბუჩქს რომ მივუახლოვდით, მისი ტოტებიდან უამრავი ჩიტი გამოფრინდა. ეს იმდენად შთამბეჭდავი სურათი იყო, სასწრაფოდ უნდა შემექმნა ასეთი კომპოზიცია. ხატვისას სწრაფად გადაგაქვს ცოცხალი ემოცია ფურცელზე, თუმცა სამწუხაროდ, მინანქარზე ეს შეუძლებელია. მძიმე მასალაა, დრო სჭირდება და ძალიან უნდა შეეცადო, რომ მუხტი არ დაკარგო. სულ "ვიბრძვი", რათა თითოეული ნამუშევარი ხელოვნებისკენ იყოს გადახრილი და ზიზილ-პიპილოდ არ გადაიქცეს.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.