აქსესუარები აზიის ხიბლით
font-large font-small
აქსესუარები აზიის ხიბლით
ნათია კუპატაძის მეორე საქმე

დიდი ხანია სხვადასხვა აქსესუარს ამზადებს. ფერად-ფერად სამკაულზე, ბრელოკსა და სანიშნეებზე ინდოეთის გავლენა იგრძნობა. ალბათ სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ნათია კუპატაძისთვის აზია დედამიწის ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს მის დაინტერესებას.


- 2006 წელს პეკინზე ვცხოვრობდი. ჩემს სადარბაზოში, პირველ სართულზე აქსესუარები იყიდებოდა. ერთხელ ჩემთან მომავალმა მეგობარმა გზად იქ შეიარა და ქამარი შეიძინა. რომ ვნახე, კინაღამ გადავირიე. ქამარი დავატოვებინე, დავშალე და უამრავი აქსესუარი გავაკეთე. მას შემდეგ დავიწყე და არ გავჩერებულვარ.
- რა დროს უთმობ ამ პარალელურ საქმეს?
- დილას ვდგები თუ არა, მაგიდას მივუჯდები ხოლმე. თუ შინ ვარ, მთელი დღე ვმუშაობ. ვარიანტი არ არის, წამოვწვე და დავისვენო. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ხერხემლისთვის ეს საზიანოა, მაგრამ მაინც ასე ვიქცევი. ბოლო დროს სერიალების ყურება დავიწყე და თუ სახლში ვარ და სამკაულს არ ვაწყობ, სერიალებს ვუყურებ.
- რა ნივთებს ამზადებთ?
- მივდივარ მაგიდაზე დაწყობილ მასალებთან და წინასწარ არასდროს ვიცი, რას გავაკეთებ. ყველაზე დიდი ინტერესი ბრელოკებისადმია. ხშირადაა მათზე სპილო, რადგან მომწონს. შეკვეთა მივეცი და სხვადასხვა ფერის დავამზადებინე: ქარვის, გიშრის და ა.შ. ერთხელ ინდოეთში სპილოს ფიგურის შეძენა მინდოდა, მაგრამ ხორთუმი ქვევით რომ ჰქონდა დაწეული, არ ავიღე. ხორთუმაწეული სპილო ბარაქის სიმბოლოდ ითვლება და რომ არ ვიყიდე, გაუკვირდათ, ეგ ქართველებმა მოიგონეთო (იღიმის)?!
- საყურე, გულსაკიდი, გულსაბნევი, ფეხისა და ხელის სამაჯურები - ქალის ყველა აქსესუარს ამზადებთ. შეკვეთებსაც იღებთ?
- დიახ. ერთხელ, სარვამარტოდ ორ კვირაში 120 საყურე და სამაჯური გავაკეთე. ძალიან დავიღალე.
GzaPress
- სამუშაო მასალა ინდოეთიდან ჩამოგაქვთ?
- იქაც ვყიდულობ და აქაც... საოცარია, მაგრამ ამ ჩემს საგიჟეთში მსოფლიო შემოვიარე. ქვეყანა, სადაც სულ ვბრუნდები, ინდოეთია. ტრაპიდან რომ გადავდივარ, ასე მგონია, სახლში ვარ. იქაურ კერძებზეც ვგიჟდები. "ცუდი მჭამელი" ვარ. არ მიყვარს ტოლმა, ლეღვი, ვერ ვსვამ რძეს, ზიზღიანიც ვარ, მაგრამ ინდოეთში ყველაფერი მავიწყდება. ამას წინათ თბილისში რაღაც მძივები ვიყიდე და შინ მოსულმა ჩანთიდან რომ ამოვიღე, ინდოეთის სუნი მეცა. იქაურობა სულ მენატრება.
- კიდევ რომელმა ქვეყანამ მოგხიბლათ ასევე ძლიერად?
- ერთი მეგობარი მყავს, ჩინური მედიცინის ძალიან მაგარი სპეციალისტი ნინო ვაშაკიძე. მასთან, როგორც პაციენტი, ისე მივედი, მერე დავმეგობრდით. ორი წლის წინ მირეკავს და მეუბნება, რომ ჩინეთში მეგობართან ერთად მიდიოდა, ის ვეღარ მიემგზავრება და შენ თუ წამოხვალ, სიანის პროვინციაში მივდივართო. დავგუგლე და ვნახე, რომ ტერაკოტის არმიასთან იყო ახლოს. ამ არქიტექტურული კომპლექსისა და ქანდაკებების ნახვა ჩემი ოცნება იყო და ნინოს წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. 21 დღე ვიყავი ჩინეთში და ისეთი რამეები დავათვალიერე, თუ არ გავაფრენდი, არ მეგონა. ამიტომ ვამბობ ხოლმე, ცხოვრებაში რაც კი სურვილი და ოცნება მქონდა, ყველა ამიხდა. ასეთი რამ შენთვის ვინმეს უთქვამს? ეგეთი რესპონდენტი გყოლია?
- არა.
- ჰოდა, მე ვამბობ. რანაირად მოვახერხე ეს, არ ვიცი, მაგრამ აგერ ვარ მე!
- კიდევ რომ გაგიჩნდეთ საშუალება, ისევ იმოგზაურებდით ინდოეთსა და ჩინეთში?
- სიამოვნებით. ირანში შვიდჯერ ვარ ნამყოფი და კიდევ წავიდოდი. ევროპას თავისებური ხიბლი აქვს, მაგრამ მე მაინც აზიაზე ვგიჟდები.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.