ირაკლი ლომიას ლომები
font-large font-small
ირაკლი ლომიას ლომები
"ძალიან მიყვარს ჩემი თვითმფრინავები"

ირაკლი ლომია ზუგდიდში ცხოვრობს. თვითმფრინავების აწყობა მისი ჰობია. ყველა ნივთს შინ ინახავს და მათ თავის გვარიდან გამომდინარე ასე ეძახის - "ლომი".


- ჩემი გატაცება ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. სათამაშოებისადმი დიდი სიყვარული მქონდა, მაგრამ მაღაზიაში გატეხილს ვყიდულობდი. სანამ მშობელი არ მოვიდოდა, არ მატანდნენ, რადგან ვერ იგებდნენ, რად მინდოდა გაფუჭებული სათამაშო. მე კი ვცდილობდი ამეწყო, ამემუშავებინა. მამამ ჩემი ინტერესი რომ დაინახა, ზუგდიდში პიონერთა სასახლეში "ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში" მიმაბარა, სადაც ნახაზების მიხედვით სხვადასხვა ნივთს აკეთებდნენ. ჩემი პედაგოგი იყო ბუთხუზი კვარაცხელია, რომელიც გვერდში ამომიდგა. მერე ჯარში დამიძახეს. ისე აირია იმ დროს ქვეყანა, ვერაფერს იყიდდი და ვერც გამოიწერდი. ასე გადიოდა წლები... თვითმფრინავს რომ აწყობ, ძრავა და სხვა დეტალების ყიდვა გჭირდება. დღეს მათ შესაძენად უამრავი გზაა, მაგრამ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ნელ-ნელა, წვალებ-წვალებით ხან რას შევიძენ და ხან რას, ასე ვაწყობ თვითმფრინავებს.
GzaPress
- სად მუშაობთ?
- ჯარიდან რომ დავბრუნდი, სახანძროში დავიწყე მუშაობა - ჯერ მეხანძრედ, მერე მძღოლად გადავედი, რადგან დიდი მანქანის მართვა შემეძლო. ჩემმა უფროსმა მანქანაზე დიდი სისტემის დადგმა შემომთავაზა. ჩემი ხელით დავშალე ყველაფერი და 8-ტონიანი მანქანა გავაკეთე, რომელიც ბევრ წყალს იტევდა და ხანძრის შემთხვევაში დიდხანს შეეძლო უწყვეტად მუშაობა. "პარაოზის" ისეთი "გუდოკი" გავუკეთე, გზაში ყველა ადგილს გვითმობდა. ისეთი განათება დავამონტაჟე, ღამით რომ გაივლიდა, ხალხი გაოცებას ვერ ფარავდა (იღიმის). მანქანას ჩვენი ქალაქის "იმედი" შევარქვით. ის ჩემს ქალაქს ვაჩუქე. ხალხი გაოცებული იყო, მერია კმაყოფილი. 2002 წლამდე ვმუშაობდი ასე, მცირე წყვეტა მქონდა მხოლოდ მაშინ, როცა დაბალი ხელფასის გამო ვცდილობდი სხვა სამსახურებშიც მემუშავა, მაგრამ შემდეგ ისევ ვუბრუნდებოდი საქმეს. სახანძროში ყოველ მეოთხე დღეს ვმორიგეობდი, პარალელურად თავისუფალ დღეებში 03-ის მძღოლად ვიმუშავე 2 წელი. შემდეგ ერთ-ერთ ბანკში ტექნიკურ მუშაკად. როცა უფროსმა ნახა ჩემი შესაძლებლობები, ყველა სამსახურიდან ჩამხსნა და ბანკში ხელფასი გამიორმაგა. სახანძრო მაინც არ მიმიტოვებია, ავდიოდი როგორც მოხალისე და ვმუშაობდი, რადგან ჩემი საქმე მიყვარდა. ახლა ბანკში ვმუშაობ მძღოლად და პარალელურად, თვითმფრინავებს ვაწყობ.
- თუ დაგითვლიათ, დღემდე რამდენი თვითმფრინავი გაქვთ აწყობილი?
- არა. მაქვს თვითმფრინავები, ვერტმფრენები, მანქანები, ტანკიც კი. ყველა ძალიან მიყვარს. ეს ჩემი ჰობია. ყველა ჩემი თვითმფრინავი დაფრინავს. არ ვყიდი, ჩემთვის მინდა. შვილიშვილები რომ მეყოლება, მათ მართვას და იმასაც ვასწავლი, როგორ კეთდება ისინი. სახლის უკან სახელოსნოს ვაკეთებ, კოსმეტიკური რემონტი აკლია, როცა დავამთავრებ, ჩემს დანადგარებს იქ შევიტან და ისე ვიმუშავებ. ვხუმრობ ხოლმე, ჩემი სიბერე იქ უნდა გავატარო-მეთქი. ვინც დაინტერესდება, ყველას სიამოვნებით ვასწავლი. ეს იმხელა ცოდნაა, ბავშვს გამოადგება, მერე თავად გადაწყვეტს საავიაციოში ჩააბარებს თუ კოსმონავტი გახდება.
GzaPress
- გულდასაწყვეტია, რომ თქვენ ტექნიკურად გამართულ თვითმფრინავებს ბევრი ვერ ნახულობს. როგორც ჩანს, თქვენც არ აქტიურობთ ამ კუთხით. როდის გაგყავთ ხოლმე თქვენი თვითმფრინავები ჰაერში "სასეირნოდ"?
- ძირითადად შაბათ-კვირას, მე და ჩემი გოგონა მივდივართ ხოლმე აეროპორტში და თვითმფრინავებს ჰაერში ვუშვებთ. რაც მთავარია, ყველას აქვს ერთი რადიოსადგური და ერთი პულტით იმართება. გოგო-ბიჭი მყავს. ბიჭი თბილისშია, გოგონა ჩემთანაა, დღეს-ხვალ გამითხოვდება. მეგობრებს რომ ვუთხარი დასწრებოდნენ ამ ამბავს, არავინ მოსულა. ახლა აღარავის ვეუბნები, აზრი არა აქვს. თუ მოვლენ, მოვლენ. გამოვფენ ხოლმე მერე ამ ამბავს "ფეისბუკზე" და ჩემი უცხოელი მეგობრები უყურებენ, აინტერესებთ და მიწონებენ. მთელი ცხოვრება ასე ვარ, მარტო მოვდივარ, დავდივარ სამსახურში, საღამოს თვითმფრინავებს ვაწყობ, შაბათ-კვირას ჰაერში ვუშვებ და ასე გადის წლები...
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.