სექსი საუკეთესო მეგობართან - გზაპრესი

სექსი საუკეთესო მეგობართან

"სისულელე ჩავიდინეთ... შეცდომა დავუშვით"...

- ჰო, - მხოლოდ გაიფიქრა, პასუხი არ გაუგზავნია...

ხელი ლოყის ქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა...

ტაიმერი წინა ღამიდან ამუშავდა და ძველი ამბებისკენ ითვლიდა კადრებს...

შეხება... ჩახვევა... კოცნა... ალერსი... თავდავიწყება... ვარდისფერი ნისლი და სხეულის თითოეული უჯრედით მისი წყურვილი... ფრენის შეგრძნება...

სირცხვილი... სიწითლე... მორიდება...

უხმო გარინდება... ჩურჩული... ითქვა ყველაფერი, გარდა - "მიყვახრარ"...

კარის უეცარი გაჯახუნება და ძლივს გასაგონი - "წავედი"...

არ უყვარდა... არ სურდა... არ იზიდავდა...

რაღაც ჩასწყდა... სადღაც მოეწურა...

წლობით ნაშენები მეგობრობა ხუხულასავით დაიშალა...

რაღაც ძვირფასს ჰკარგავდა... ძალიან კარგს... მეორე "მეს"...

ეს უფრო უკლავდა გულს, ვიდრე წინაღამით მომხდარი...

ძველი ურთიერთობა უფრო ეძვირფასებოდა, ვიდრე - უგუნურ ნაბიჯზე ღელავდა...

ტელეფონს დაწვდა - "დავივიწყოთ, ძვირფასი ხარ ჩემთვის, მეგობარო, ეს არასოდეს განმეორდება"...

"ეს არასოდეს განმეორდება"...

"ეს არასოდეს განმეორდება"...

"ეს არასოდეს განმეორდება"...

ამ მესიჯის გაგზავნა ჩვევად ექცა... და ყოველ ჯერზე ფიცს დებს და გულწრფელად სწამს, რომ მართლა ბოლო იქნება და არასოდეს განმეორდება...

მარი ჯაფარიძე