ამჯერად მკვლელი არასრულწლოვანია - გზაპრესი

ამჯერად მკვლელი არასრულწლოვანია

2014 წლის 19 აგვისტოს "ისალმური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ინტერნეტში ვიდეოჩანაწერი "გზავნილი ამერიკას" გამოაქვეყნეს. მასზე ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯაა აღბეჭდილი. ნიღბიანი მებრძოლი, რომელიც ჟურნალისტს თავზე ადგას, ამბობს, რომ ეს არის პასუხი აშშ-ის მიერ განხორციელებულ დაბომბვებზე.

 

GzaPress

2014 წლის 2 სექტემბერს ჯიჰადისტებმა ინტერნეტში კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტის სტივენ სოტლოფის დასჯის ვიდეო ატვირთეს. ჟურნალისტი 2013 წლის აგვისტოში სირიის საზღვრის გადაკვეთისას დაატყვევეს.

 

GzaPress

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი 44 წლის ბრიტანელი დევიდ ჰეინსი  2013 წლის დასაწყისში სირიაში გაიტაცეს.  მისი სიკვდილით დასჯის ვიდეოში, რომელიც  14 სექტემბერს  გავრცელდა, მსხვერპლი ბრიტანეთის მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონის სდებს ბრალს.

 

GzaPress

24 სექტემბერს "ისლამურ საზოგადოებასთან" დაახლოებულმა ტეროროიტულმა დაჯგუფებამ 55 წლის საფრანგეთის მოქალაქის ერვე გურდელის დასჯის ვიდეო გაავრცელა სათაურით "სისხლიანი გზავნილი საფრანგეთის მთავრობას".

 

GzaPress

ბრიტანელი ალან ჰენინგი  სირიელ ლტოლვილების ჰუმანიტარული დახმარებით ამარაგებდა. მისი დასჯის ვიდეო 2014 წლის 4 ოქტომბერს გავრცელდა.

 

GzaPress

2014 წლის 16 ნოემბერს "ისლამურიმა სახელმწიფომ" 26 წლის ამერიკელის პიტერ კესინგის ვიდეო გაავრცელა. კესინგი ერთი წლით ადრე სირიაში აიყვანეს ტყვედ. მასთან ერთად ვიდეოზე 15 სირიელი სამხედრო მოსამსახურის დასჯაა აღბეჭდილი.

 

GzaPress

2015 წლის 13 იანვარს გავრცელდა ახალი ვიდეო, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრების განცხადებით, რუსული ФСБ-ს ორი თანამშრომელია აღბეჭდილი. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ისინი ბოევიკთა რიგებში ჩანერგვას ცდილობდნენ. ამ ვიდეოში მკვლელი არასრულწლოვანია. ФСБ-ს ვიდეოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.