უკრაინაში მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს - გზაპრესი

უკრაინაში მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს

ახლა, იმისათვის, რომ უკრაინის მოქალაქე მამაკაცი სხვა ქვეყანაში გაემგზავროს, აუცილებელია, სამხედრო კომისარიატს მიაკითხოს და აიღოს ცნობა იმის შესახებ, რომ მობილიზაციას არ ექვემდებარება.

პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ კანონს ხელი ვოლნოვახაში მომხდარი შემთხვევის შემდეგ მოაწერა. შეგახსენებთ, რომ ვოლნოვახაში სამგაზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაუღუპა.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ნაციონალური გვარდიის დროშის ქვეშ დამატებით 100 ათას ადამიანს გააერთიანებს. გაწვევას მიიღებენ 20-60 წლის მამაკაცები და 50 წლამდე ასაკის ქალები. მამაკაცები იარაღს აისხამენ, ხოლო ქალები მედიკოსებად და დამხმარე პერსონალად იმუშავებენ.