SOS! იაპონელ მძევალს ტერორისტებმა თავი მოჰკვეთეს - გზაპრესი

SOS! იაპონელ მძევალს ტერორისტებმა თავი მოჰკვეთეს

რამდენიმე ხნის წინ "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ვიდეო, სადაც 2 იაპონელი მძევალი იყო გადაღებული. ტერორისტები 200 ათასი დოლარის სანაცვლოდ მათი გათავისუფლების პირობას დებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლებისთვის თავის მოკვეთით იმუქრებოდნენ. ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ მძევალს თავი უკვე მოჰკვეთეს. ტერორისტები აცხადებენ, რომ თუ არ გაათავსუფლებენ იორდანიის ქალაქ ჯორდანში დაკავებულ, ალ-ქაიდას წევრ ქალ ტერორისტებს, მეორე მძევალსაც სიკვდილით დასჯიან.