"როცა ეჭვი გიჩნდება, რომ ხელს აგებ, ცდილობ, ფიგურები დაფიდან გადაყარო და თავიდან ითამაშო"
font-large font-small
"როცა ეჭვი გიჩნდება, რომ ხელს აგებ, ცდილობ, ფიგურები დაფიდან გადაყარო და თავიდან ითამაშო"
"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე საკადრო ცვლილებები გრძელდება
პარლამენტის კომიტეტების გარდა, რეგიონებში არსებულმა სიახლეებმა ბოლო დღეებში საზოგადოებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი ყურადღება მიიპყრო და როგორც ყოველთვის, აქტიური განხილვისა და განსჯის საგანი გახდა. მიმდინარე თემებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრებიან.

- ბატონო ირაკლი, ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და თითქოს თარიღიცაა უკვე ცნობილი. თქვენ ადასტურებთ ამას?

ირაკლი სესიაშვილი:
- ჩვენი მედია საკმაოდ პოლიტიზებული და პოლარიზებულია. თუ "რუსთავი 2"-ზე ვსაუბრობთ, ეს დამოუკიდებელი კომპანია არ არის. ჩვეულებრივ, "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის ნაწილია და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ქვეყანაში პრობლემები მართლაცაა, საზოგადოება ხელისუფლებისგან მეტს ითხოვს და მანაც, რა თქმა უნდა, მეტი უნდა იმუშაოს.

- რა განაპირობებს იმ შიდა რღვევებს, რაც ბოლო დღეებშია სახეზე?

GzaPress- მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ რეალობას ობიექტურად შეხედოს. პირველი ის, რომ მსოფლიოშია კრიზისული ვითარება. ეს გამოწვეულია უკრაინის კრიზისით, რადგან უკრაინის მოვლენებმა განაპირობა დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ამან რეგიონში მთლიანად გამოიწვია ეკონომიკური პრობლემები, ნავთობის ფასის დაცემამ კი - დოლარის გაძლიერება, ამან თავის მხრივ - მსოფლიოში ეროვნული ვალუტების შესუსტება, რასაც ბუნებრივად მივყავართ ეკონომიკურ კრიზისამდე. ჩვენი ქვეყანა კი ძირითადად, რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზეა დამოკიდებული. მათ შორის - რუსეთზე, უკრაინაზე, თურქეთზე და ა.შ. არ მინდა, მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მხოლოდ ესაა მიზეზი. მთავრობასაც აქვს გარკვეული წვლილი, თუმცა, ეს უმნიშვნელოა. პირველი, რაც გასათვალისწინებელია, თავისუფალი გარემოა. ამას ყველა ხედავს, ეს კი ხელსაყრელი პირობაა იმისათვის, რომ ინვესტორები წამოვიდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მუშაობს და ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს, მაინც პრობლემად რჩება, რადგან მსოფლიოშია ახლა ასეთი ტენდენცია. გარდა ამისა, ყოველთვის შეიძლება, მეტი გაკეთდეს, რაზეც ხშირად უყვართ ლაპარაკი ე.წ. ექსპერტებსაც და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც. მეტის მოთხოვნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ რიგ შემთხვევებში იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო. ამას ვერ ვხედავთ, რადგან დემოკარტიულ ქვეყანაში საზოგადოების მიდგომა ძალზე მარტივია, - მეტი უნდათ. სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლების სისტემა - ამას რატომღაც ხელისუფლების წარმატებად არ თვლიან. მესმის, რომ მედიაში ისტერიის სინდრომი დამკვიდრდა, რომ ვითარება რადიკალურად უნდა შეაფასონ, მაგრამ საზოგადოება ობიექტური უნდა იყოს. ესეც იმის შედეგია, რომ მედია თავისუფალი გახდა და ძირითადი ფუნქცია დაკარგა - ობიექტურობა და შეჯიბრებითობის პრინციპით ისტერიულ ხასიათს იღებს. სოციალურ ქსელებში ტყუილს უფრო მეტს შეხვდებით, ვიდრე - სიმართლეს. ზოგიერთი მედიასაშუალება მოდასაა აყოლილი. ამ ფონზე უარყოფითი განწყობები იმატებს, რაც პოლიტიკურადაა მოტივირებული. მგონი, დაგვავიწყდა, სად და როგორ ვცხოვრობდით. დანარჩენი ყველაფერი პიარია, საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედებაა! პიარს მირჩევნია, ქვეყანაში ნორმალური გარემო იყოს.

- მაგრამ როდესაც თანამდებობებთან დაკავშირებით ასეთი სიტუაციაა, ეს ხომ პიარი არ არის და ამაზე არც გლობალური სიტუაცია მოქმედებს?

- დემოკრატიის სიმწიფე და კორუფციასთან ბრძოლა სწორედ ეს არის, ხშირად გვეუბნებიან, წინა ხელისუფლებას დევნითო და პოლიტიკურად მოტივირებულ პრეტენზიებს გვიყენებენ მაშინ, როდესაც ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენი პარტიისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ისეთივე პრინციპულები ვართ და შეიძლება, უფრო მკაცრებიც კი, ვიდრე - წინა ხელისუფლების. იმიტომ, რომ ჩვენ მართლა გვინდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ იყოს. თუ წინა ხელისუფლებამ კორუფცია დაბალ დონეზე დაამარცხა, სამაგიეროდ, მაღალ დონეზე ააყვავა და მილიარდები გაზიდეს. კორუფციას ყველა დონეზე პრინციპულად ვუდგებით და თუ ვინმე ამას შიდა რღვევად აფასებს, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი არ ჰქონია, მხოლოდ ჩასაფრებულის პოზიციაში თითის გაშვერა ნდომებია.

- როგორ გადაწყდება კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხი? ვინ მოიაზრებიან?

- ეს პროცესი მიდის, ფრაქციაში, კოალიციაში და როგორც წესია, საუკეთესოს შევარჩევთ და პარლამენტს წარვუდგენთ. რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, აშკარად საბოტაჟის ნიშნებს ვხედავ, რის უკანაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იმალება. ვიღაც ზედმეტადაა საკუთარ ძალებში დარწმუნებული და მჯერა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, ეს პროცესი მოგვარდება და აჭარის მოსახლეობას დამცველი პოლიტიკური ძალის გარეშე ნამდვილად არ დავტოვებთ.

- ახალ სახეებზე იყო ლაპარაკი. რას მოუტანს ეს "ოცნებას"?

- პარტიაში ძველების წასვლა და ახლების მოსვლა აბსოლუტურად ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია. ვინც ამას არაა შეჩვეული, სააკაშვილის რეჟიმის დროშია ჩარჩენილი. მას ჰყავდა რაღაც პოლიტიკური კლანი, მაფია, რომელიც არ იცვლებოდა და ვერ წარმოგვედგინა, რომ ახალი სახეების გაჩენა შეიძლებოდა. ჩვენი პოლიტიკური ძალა კი პროგრესზეა ორიენტირებული, მომავალსა და მოსახლეობისთვის უკეთესის შეთავაზებაზე. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ ევროსაზოგადოების რეაქციებს. ასე რომ, თუ ახალი სახეები გამოჩნდებიან, მხოლოდ მივესალმები.

გია ხუხაშვილი:

- კომიტეტების თავმჯდომარეების გადადგომა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რაც, პრინციპში, აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკმაოდ მწვავე კრიტიკაზე არიან გადასულები, ამას კი ძალაუფლებიდან დისტანცირება სჭირდებოდა. ის, რომ პრობლემებია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მოსალოდნელი იყო, რადგან თვითონ დაკომპლექტების წესი, თავის დროზე, საკმაოდ უცნაური იყო და არცთუ კარგად გააზრებული. ამ შიდა წინააღმდეგობებმა თავი იჩინა და გვაქვს სიტუაცია, როდესაც "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ელიტასა და საშუალო და ქვედა რგოლებს შორის კავშირი ძალზე სუსტია. გარდა ამისა, კადრების შერჩევა სხვადასხვა უცნაური მეთოდებით ხდებოდა და ეს არც ერთეული შემთხვევაა, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ. საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს ყველა დონეზე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით. უწყებებშიც, სამინისტროებშიც არ არის მთლად კარგი ვერტიკალური კომუნიკაცია პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და საშუალო და ქვედა რგოლს შორის. გარკვეული გაუცხოების პროცესი მიდის და საბოლოოდ, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მართვის იმ არაეფექტიანობაში აისახება, რასაც ყველა ერთად ვაკვირდებით. სისტემა და ხელისუფლება ერთი ორგანიზმი არაა, მათ შორის საკმაოდ დიდი დისტანციაა, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და როცა კრიტიკულ მასას აკრეფს, ამის შემდეგ, ის პროცესები იწყება, რაც ჩვენ აჭარაში ვიხილეთ. სერიოზული სისტემური ნაბიჯებია გადასადგმელი და ცვლილებებია განსახორციელებელი, თორემ ახალი სახეებით ჩანაცვლება ან რაიმე გასაღები, სიტუაციიდან გამოსასვლელი, არ არსებობს. რაიმე კონკრეტულის რჩევა და შეთავაზება გამიჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნებს ვადამდე თუ დანიშნავენ, გამოსავალი იქნება?

- მოვლენების ამგვარად განვითარებას სკეპტიკურად ვუყურებ. მესმის, რომ არსებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, "ქართულ ოცნებაში" ცდილობენ, რომ ბევრი სცენარი განიხილონ და ახალი ხელი დაიწყონ. როცა ეჭვი გიჩნდება, რომ ხელს აგებ, ცდილობ, ფიგურები დაფიდან გადაყარო და თავიდან ითამაშო, მაგრამ ეს არასერიოზულია, სახელმწიფოსა და ადამიანების ბედზე ვსაუბრობთ და ეს არ არის, - ვითამაშე, მეყოფა და თავიდან ვითამაშებ. ეს არასერიოზული და არასახელმწიფოებრივია.

- ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია კალაძე-ღარიბაშვილის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თქვენთვის ხომ არ არის რაიმე ცნობილი?

- ასეთი რაღაცები არ ვიცი და ჭორაობა არ მინდა, სიმართლე გითხრათ. მე შეიძლება რაღაც ვიცი, რაღაც - არა და პიროვნულ ურთიერთობებზე ჭორაობის დონეზე ლაპარაკი, ჩემი აზრით, კარგი არ არის.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
06.03.2015
როცა ეჭვი გიჩნდება, რომ ხელს აგებ, ცდილობ, ფიგურები დაფიდან გადაყარო და თავიდან ითამაშო"-- ბიძიკო ვინ გასწავლა ჭადრაკის თამაში?
ზურა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი