უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე: "ნემცოვს თებერვლის დასაწყისში შევხვდი" - გზაპრესი

უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე: "ნემცოვს თებერვლის დასაწყისში შევხვდი"

საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესბის წარმომადგენელი, ზვიად კვაჭანტირაძე გუშინ მოკლულ, რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვთან შეხვედრას იხსენებს და საკუთარ ფეისბუკის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"ნემცოვის მკვლელობას ალბათ ისევ ვერ გახსნიან, თუმცა პასუხისმგებელი მაინც პუტინი დარჩება.... თებერვლის დასაწყისში შევხვდი კიევში, სასტუმრო fairmount-ში, საუზმეზე. მე და ვიკა დოლიძე ვიყავით. დილიდან შამპანური შემოგვთავაზა. ოპტიმისტურად იყო განწყობილი. - ერთი მტერი გვყავს ყველასო, გვარწმუნებდა. გიჟდებოდა ნანი ბრეგვაძეზე... ნათელი პიროვნება იყო და ჩემი აზრით, მისი იმედი რუსეთს შეიძლებოდა ჰქონოდა. რუსეთში ოპოზიციური ფრონტი საოცრად გაღარიბდა და მოფაშისტო კრემლის ნაშიერი ნავალნის და ულტრარადიკალი მოაზროვნის, კასპაროვის იმედზე დარჩა. ნემცოვის მკვლელობა ვერ უშველის პუტინის ხელისუფლებას. პირიქით.

ნათია ჟივიძე, სპეციალურად საიტისთვის